პროექტის რეპორტი მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!

page info icon
2021 დეკემბერი 15
page info icon
1317
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,148 ₾
( 145 დონორი )
დასრულებულია
სიყვარულს ჰქვია მაცივარი...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„აქ, შეგვიძლია საჭმელი დიდი ხნით შევინახოთ“
           ხომ გახსოვთ, ეს ორი ერთნაირი გოგონა? რომლებიც ყველას ტყუპები გეგონათ. სინამდვილეში კი, მათ ერთი წელი აშორებთ ტყუპობას. დეკანოიძეების პატარა და ლამაზი ოჯახი, მარტოხელა დედა ეკატერინე, რომელმაც შვილებისთვის გადადო თავი და ერთმანეთის სიყვარულით სულდგმულობდნენ. 
გაიხსენეთ მათი ისტორია: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/
           მათი სახლი ფაქტობრივად ცარიელი იყო, თქვენი კეთილი ნებით კი, მათ კედლებში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და წყლის ქვაბი. რა ჯობს თბილ სახლს, ცხელი შხაპის მიღებასა და უსაფრთხო პროდუქტის ჭამას, რომელიც მათ ახალ მაცივარში, საიმედოდ შეინახება. ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, მათი ღიმილისა და სიხარულის მიზეზი, სწორედ თქვენი კეთილი გულებია.
         - ეკატერინე, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ ხართ და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ  პოსტი გამოვაქვეყნეთ?
         ეკატერინე: ამ კითხვაზე პასუხს, დიდი სიხარულით გაგცემთ. აი ახლა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი ჩვენი ყოფა, ნამდვილად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ვცხოვრობდით თქვენს გამოჩენამდე.  მანამდე კი, გახსოვთ ჩვენი ცარიელი სახლი, რომელსაც მხოლოდ მე და ჩემი შვილები ვავსებდით. ახლა, თქვენი ფონდის მეგობრებისა და მათი კეთილი ნების დახმარებით, ჩვენი სახლი სხვადასხვა  ნივთებით შეივსო, და გვაქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.  ჩვენს სახლში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და  წყლის ქვაბი, რომელის წყალობითაც, ჩვენთან უკვე ცხელი წყალიც მოდის.  შეგიძლიათ წარმოდგენა? ამ ყველაფრის გარეშე, როგორ ვცხოვრობდი ორ ბავშვთან ერთად?  ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს და შეეცდება აზრების დალაგებას: „თუ მაცივარი არ ჰქონდათ, საჭმელს სად ინახავდნენ? თუ გამათბობელი არ ჰქონდათ, ზამთარში როგორ გაჰქონდათ თავი? და ა. შ...“ აი, ასე იყო... როგორღაც ერთმანეთს ვათბობდით და სიყვარულით გაგვქონდა თავი.  იმედი მაქვს, ცუდს მალე დავივიწყებთ და ახლა, თქვენი წყალობით, ახალ, უკეთეს დღეებზე ვიფიქრებთ. 
            „რა მაგარია-ა-ა... დედას ხელები აღარ დაეღლება “
        - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფონდის ყველა წევრს, ძალიან გაუხარდება ამ სიტყვების  მოსმენა.  კიდევ რით გაგვახარებთ, ახალი მეგობრებიც ხომ არ შეგიძენიათ? 
         ეკატერინე:  ბევრი საყვარელი და კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც იზრუნეს ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, ზოგიერთი მათგანი, ჩვენთან მოსულიც იყო, მომიტანეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და პროდუქტი. ამისთვის, უსაზღვრო და უკიდეგანო მადლობა მათ. ზოგჯერ, მსგავსი გვერდში დგომა, მეგობრებსაც კი არ შეუძლიათ და ხანდახან, ეს იმაზე მეტია, ვიდრე მეგობრობა.  არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, დავკონკრეტდე და სახელები რომ ჩამოვთვალო.  თითოეულ თქვენთაგანს, ცამდე მადლობა  ამ ზღვა ემოციებისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთმა გაგახაროთ!!!
           
   „ჩვენ აღარ გვშია, ახლა შენც შეჭამე“
„მე ფორთოხალი მიყვარს, მე კი - ვაშლი-ი-ი...“
       - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        ეკატერინე: ისეთივე  კარგი ემოციებით ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, როგორც წინა კითხვებზე. რადგან, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე.  ზედმეტად არასდროს მომითხოვია რამე, მხოლოდ ის, რაც ეკუთვნოდა ჩემს ოჯახს. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, წინასაახალწლო პერიოდში  გავიგე, რომ  სოციალურად დაუცველ პირებს,  სასაჩუქრე კალათებს ურიგებდნენ, რომელშიც მცირე საახალწლო ნობათი შედიოდა. დავწერე განცხადება, რომ ჩვენთვისაც მოეტანათ, მაგრამ ხელცარიელი დაგვტოვეს ახალ წელს. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვწყდა გული, ბავშვებსაც და მეც. ნამდვილად გაგვიცრუვდა იმედები. 
                                   „რძეზე დაგპატიჟებთ...“
  „ესეც ჩვენი მარჯვენა ხელი“
        - რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ეკატერინე: ეს დახმარება, ყველაფერია ჩვენთვის, ჟანგბადივით გვჭირდებოდა  ეს ყოველივე, ყურადღებიდან დაწყებული,  საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. ეს იყო ნახტომი, უკიდურესი გაჭირვებიდან, ასატან გაჭირვებამდე. როდესაც შვილები  სიხარულისგან ხითხითებენ  და  ბავშვური სილაღით ივსებიან, რა უნდა უხაროდეს დედას ამაზე მეტად.  არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ, რომ შეესაბამებოდეს იმ გრძნობებს, რაც თქვენ ჩვენს სახლში შემოიტანეთ. 
     „ნელ-ნელა ჩვენი მაცივარიც შეივსო-ო-ო.. ურა-ა-ა!!!“
         - ბავშვებო, თქვენ რა მოგეწონათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად ?
         ანანო (8 წლის):  მე, ყველაზე ძალიან მაცივარი  მომეწონა. იმიტომ, რომ ვიცი, იქ საჭმელი კარგად შეინახება. როდესაც სახლში მოვდივარ, პირველი მაცივართან მივდივარ  ხოლმე და ვაღებ, როგორც ფილმებშია. მაგრამ ფილმებში, ბევრი საჭმელია, ჩვენ მაცივარში კი - ცოტა. ხანდახან, ძალიან მინდა, სუპერგმირივით ნიჭი რომ მქონდეს, დავკეტო და გავაღო მაცივარი, შიგნით კი, ბევრი საჭმელები და ტკბილეული გავაჩინო. მერე, ყველას ვაჭამო, ვისაც მუცელში ხმაური აქვს ჩვენსავით. 
         - მარიამ, შენ რას იტყვი? შენ რა მოგეწონა ? 
         მარიამი (9 წლის): მე ყველაფერი მომეწონა, ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ დედაჩემი და ჩემი დაიკო გახარებულები არიან.  თუ შემდეგში საშუალება იქნება, მე და ჩემს დას, ყველაზე ძალიან  საბავშვო სამზარეულო გაგვიხარდებოდა. გავერთობოდით, დავპატიჟებდით მეგობრებს და ერთად ვითამაშებდით. მაგრამ, არა უშავს, მესმის, რომ ყველაფერი, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა.
 „მგონი, თოვლის ბაბუა ზაფხულშიც არსებობს...“ 
         - მარიამ, შენ გული არ გაიტეხო. ჩვენს ფონდში, სურვილები სრულდება, რადგან ამ ყველაფერს, ბევრი კეთილი ადამიანი კითხულობს და შეიძლება, ეს სურვილიც აგისრულოს რომელიმე მათგანმა. ეკატერინე, კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
          ეკატერინე:  იცით...  არ მინდა უმადურივით გამომივიდეს, ძალიან მერიდება კიდევ რამის თხოვნა, ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ ჩვენთვის. 
         - ნუ მოგერიდებათ, რადგან ჩვენი ფონდი, სწორედ ამისთვის არსებობს, რომ პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ. ამიტომ, გვითხარით რიდის გარეშე. 
         ეკატერინე:  ჩემი უმთავრესი თხოვნა, რა თქმა უნდა, ბავშვების მკურნალობა იქნება. მარტო ვერ გავწვდები გოგონების მკურნალობის ხარჯებს. მარიამს სახსრების პრობლემა აქვს და თავის ასაკთან შედარებით, სათანადოდ ვერ ვითარდება.  ხოლო ანანოს, სჭირდება ორთოპედი და სპეციფიური მასაჟები. ხერხემალზე და ფეხებზე აქვს პრობლემა. სტომატოლოგთანაც კი ვერ მიმყავს ბავშვები, რომ კბილებზე შევახედო.  ხომ იცით, საქართველოში, სამედიცინო მომსახურება ყველგან ძალიან ძვირია. ეს, რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის პრობლემებს. 
           გარდა ამისა, გვაქვს მატერიალური პრობლემები. არ გვაქვს ტელევიზორი, ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საწოლი, და  გვაქვს ძველისძველი, გაფუჭებული კომპიუტერი, რომელიც აღარ კეთდება. ბავშვებს კი, ძალიან სჭირდებათ სამეცადინოდ.  ეს არის იმ პრობლემების სია, რაც მოსაგვარებელი დაგვრჩა, თუ გამოჩნდება ვინმე კეთილი ადამიანი, და დახმარების ხელს კიდევ ერთხელ გამოგვიწვდის, გაგვიხარდება. თუ არა - იმ სიკეთისთვისაც დაგლოცოთ ღმერთმა, რაც ჩემი ოჯახისთვის უკვე გააკეთეთ.
„ჩემს საჭმელს, ყოველთვის გაგიყოფ, მარიამ. ოღონდ შენ არ მოიწყინო, კარგი?“
                                                        ***
          ძვირფასო მკითხველო, ამ მომენტისთვის, რეალობა ასეთია:  გახარებული გულები და  ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფილი პატარა ოჯახი.  მათ სახლში, დარჩა მოუგვარებელი პრობლემებიც, რომლებსაც, იმედია, ეტაპობრივად მოვაგვარებთ ერთიანი ძალებით. მჯერა, რომ ამ საყვარელ, პატარა ოჯახს, მისცემთ იმდენს, რამდენიც დაეხმარებათ წინსვლაში, რათა გადაიტანონ უმამობა. არ ვაგრძნობინოთ ის დანაკლისი, რომელსაც ახლა გრძნობენ. თქვენი გვერდში დგომა და ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!       
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დეკანოიძეების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/ 
          თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: