პროექტის რეპორტი რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა...

page info icon
2021 დეკემბერი 23
page info icon
1335
ეს სიტყვები 54 წლის ქალს ეკუთვნის, ევროპაში რომ გაფურჩქვნის ასაკს ეძახიან.მაგრამ ელისო სიკვდილს გაუმიჯნურდა... როცა თითქმის მთელ ოჯახს მიწაში ჩადებ - მამას, დედას, ძმას, დას, დისშვილს - საკუთარ სიცოცხლეს აღარ აქვს მნიშვნელობა. დარდმა ელისო გაანადგურა, უბედურებებს კი ბოლო არ უჩანდა. დღემდე გრძელდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,466 ₾
( 142 დონორი )
დასრულებულია
ნანული ბებია გულდამშვიდებული წავიდა იმ ქვეყნად. ის ზეციდან გლოცავთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ტკბილად დაბერდით ამ სიკეთისთვის!
როგორ უხაროდა ნანული ბებიას, როდესაც ელისო აწვდიდა თქვენი ხელით მორთმეულ ტკბილეულსა და ხილს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, სწორედ ეს უნდოდა ყველაზე მეტად. სითბოთი და ცრემლით ევსებოდა მქრქალი თვალები, უხმოდ ჩურჩულებდა მადლიერების სიტყვებს. დიდი მადლია, ტანჯულს სიცოცხლეშივე რომ  მიაწვდი იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, სიყვარულს რომ აჩუქებ. ნანული ბებომ გაზაფხულზე დაგვტოვა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბოლო რამდენიმე თვე მან დარდის და ტანჯვის გარეშე იცხოვრა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/812-chelidze/   
 „ის ზეციდან გლოცავთ - თვალცრემლიანი ამბობს ელისო. - ეს გაჭირვება და უბედურება, ყველას დიდ ტვირთად გვაწვა, დიდი ხნის განმავლობაში. სანამ თქვენ მოხვიდოდით, და გადააგორებდით ამ მძიმე ლოდს. როდესაც ადამიანი მარტო რჩება შიმშილის, ტკივილის, უსახლკარობის წინაშე, ის უმწეოა, დაკარგული აქვს ყველაფრის იმედი. მაგრამ, მცირედს მაინც რომ მიაწვდი სიყვარულით, მისი მადლიერება გაგაოცებს და გაგაოგნებს.
ასეა ჩვენი ოჯახიც. გვიხარია ერთი ზარიც, ერთი პურიც კი, კეთილი ადამიანი რომ მოგვაწვდის. უცებ აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და ბევრი რამ გვაჩუქეს. თქვენი და უფლის დახმარების დიდი იმედი მაქვს. და ჩემი თქვენდამი მადლიერება უსაზღვროა!“
 „ბებოს ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ იღიმოდა, ხვდებოდა, რომ კარგად გრძნობს თავს მისი ოჯახი
- ქალბატონო ელისო, თქვენი გასაჭირის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ელისომ: ფონდმა ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად. ღმერთმა ის ადამიანებიც დალოცოს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი.
აი, ასეთი მდიდრული სუფრა გაშალეთ ჭელიძეების ოჯახში!
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენით ადამიანების მხრიდან. მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ. მრავალმხრივი იყო მათი თანადგომა. ერთმა კეთილმა ადამიანმა, დარეკა, პოსტი როგორც კი გამოქვეყნდა. კომენტარებშიც მაშინვე დაწერა, რომ ჩვენთან უნდოდა მოსვლა. ღმერთო, რა ბედნიერი იყო, თავადაც როგორ უხაროდა, რომ ჩვენ გაგვახარა! დიდი სითბო გამოიჩინა, ბევრი პროდუქტი მოგვიტანა. მერე, კახეთიდან ჩამოვიდნენ, დაგვასაჩუქრეს. პროდუქტი ჩამოგვიტანეს და მედიკამენტი. და ეს ყველაფერი, ისეთი გულით და სიყვარულით.
თქვენი და უფლის წყალობით, უცებ გადაიჭრა ბევრი პრობლემა. მრავალი წლის განმავლობაში, საწოლის თეთრეული არ გვქონია. გადასაფარებლებზე ვიწექით მთელი ოჯახი. პოსტი რომ გამოქვეყნდა, გამოჩნდა კიდევ ერთი მადლიანი ადამიანი, თეთრეული გვაჩუქა, და წამლებიც. ხილიც მოგვიტანეს და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი, რის ყიდვის საშუალებაც, მრავალი წლის განმავლობაში არ გვქონდა. დაგლოცო უფალმა!
პოსტმა ჩვენი ძველი ნაცნობებიც გააქტიურა. მათ თქვენი სტატია წაიკითხეს, მერე დაგვირეკეს და დახმარების სურვილი გამოთქვეს. ჩემთვის ძვირფასია ყველა, ნებისმიერი სახის თანადგომა. დღევანდელ დროში, აღსანიშნავია ლუკმა პურს რომ გაგიზიარებს ვინმე! და ეს თქვენი დამსახურებაა!!!
თქვენ მოასწარით და გაახარეთ ჩემი საბრალო დედამთილი. ყველაფერს მოკლებული და ნაწყენი არ წასულა იმ ქვეყნად. უბრალო სიხარულმა გაალამაზა მისი უკანასკნელი დღეები. მას ხომ ბავშვივით უნდოდა ხილი და ტკბილეული. დიდი მადლია, მოხუცს იმას რომ მიაწვდი, რაც მთელი გულით სურს. ახლა, ის უკეთეს სამყაროშია... ჩუმად იღიმის და გლოცავთ ზეციდან. (ცრემლს იწმენდს.)
კი, ძალიან გახარებული იყო. გამუდმებით, ჩურჩულით ლოცავდა სტუმრებს. მეტის ძალა არ შესწევდა. შესაძლოა, უკვე ვეღარც ხვდებოდა პირდაპირ დანიშნულებას იმ ნივთებისა, რომელიც გვაჩუქეს, მაგრამ გრძნობდა ყურადღებას და სიყვარულს. 
- ძალიან დასანანია, ბებო ჩვენთან ერთად რომ აღარ არის. მკითხველების დამოკიდებულება მის მიმართ, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ყველას სურდა, მოფერებოდა და სითბო ეჩუქებინა მისთვის.
ელისო: თქვენ ეს შეძელით, ჩემო კარგებო. მადლობა! ღმერთი ამას ხედავს. მე და ჩემს მეუღლეს შეგუება გვიჭირს. ეს გაზაფხულზე მოხდა... ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი  გვერდში დგომა შეგიძლიათ.
კობა: მადლობას გიხდით, ჩვენს ოჯახზე ასე რომ იზრუნეთ. დედაჩემის მიმართ ამხელა სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ფონდს, თქვენი შრომისთვის და ღირსეული საქმიანობისთვის. ჩვენს ქვეყანაში, თქვენ უკეთესობისკენ ცვლით გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას. დიდი ავტორიტეტი გაქვთ, უამრავ ადამიანს სჯერა თქვენი.
გმადლობთ, ჩვენს შესახებ ასეთი სიუჟეტი რომ გააკეთეთ, აჩვენეთ, როგორ ვცხოვრობთ. იქ, ვიდეოში, ჩემი საბრალო დედა ჯერ კიდევ ცოცხალია, ისიც ლაპარაკობს... ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ.
- ახლა როგორ შეაფასებდით თქვენს საცხოვრებელ პირობებს?
ელისო: ბევრად უკეთესია! მედიკამენტების, საკვებისა და ტანსაცმლის გარდა, ფონდის წყალობით, საოჯახო ტექნიკაც მივიღეთ. ეს საჩუქრები ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. თქვენ გვაჩუქეთ მაცივარი, რომელიც დიდი ხანია, ნებისმიერი ოჯახისთვის ფუფუნების საგანი კი არა, აუცილებელი ნივთია. მაგრამ ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრების გემო. როგორც იქნა, ცივ წყალს მაინც დავლევთ ზაფხულში. როგორც იქნა, აღარ გაგვიფუჭდება ამხელა წვალებით ნაშოვნი საჭმელი.
ტანსაცმელს ხელით ვეღარ ვრეცხავდი. ცივ წყალში, შეუძლებელი იყო ამის კეთება. ყოველი გარეცხვისთვის, წყალსაც კი ვერ ვაცხელებდი. რა დროული საჩუქარია სარეცხი მანქანა! პურის საცხობიც გვაჩუქეს. ფქვილი თუ მექნება, სახლში შევძლებ პურის გამოცხობას, და ნაკლები ხარჯიც გვექნება.
„ახლა, ჩემს საქმეს ის აკეთებს“
 „უკვე დაგვავიწყდა კიდეც, გაფუჭებული სადილი როგორია“
სახლში გამომცხვარი პირველი ნამცხვარი
- თქვენ ჭიათურაში ხართ ჩაწერილი, მაგრამ თბილისში ცხოვრობთ. ალბათ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო თქვენი გასაჭირის შესახებ. გამოგეხმაურათ ვინმე?
ელისო: არც მერიამ, არც რაიონის გამგეობამ თავი არ შეიწუხეს. არც იქ, არც აქ. მხოლოდ ერთი ფაქტი იყო. ერთ გოგონას ვიცნობ ჭიათურის მერიაში. მან განცხადება დაწერა ჩემი სახელით და მისი დახმარებით, ერთჯერადად 200 ლარი მივიღეთ. სულ ეს არის. ჩვენით მეტი არავინ დაინტერესებულა. ვერ დავიჯერებ, რომ მათ ყურამდე არაფერი მისულა. ამხელა, სერიოზულმა ფონდმა დაწერა ჩვენს შესახებ.
რა თქმა უნდა გაიგეს, რა თქმა უნდა იციან - თბილისშიც და ჭიათურაშიც. მაგრამ გულთან ახლოს არ მიაქვთ სხვის ტკივილი. მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ეს პოსტი, ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ბევრჯერ მოხვდება თვალში. ის ხომ არ წაიშლება. გაეჩხიროს თვალში და აიძულოს იფიქრონ იმაზე, რის დავიწყებაც ურჩევნიათ.
- როგორც ვხედავ, განიცდით, რომ ხელისუფლება არ აქტიურობს. მაგრამ კეთილ ადამიანებს ხომ ახსოვხართ. ისინი თქვენთან მოვიდნენ, და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მოვლენ. მითხარით, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 
ელისო: რას ჰგავდა ჩვენი ცხოვრება თქვენი დახმარების და თანადგომის გარეშე? რა გვქონდა კარგი? დავიღალე ტირილით და ნერვიულობით, ხელჩასაჭიდიც კი არ მქონდა, სიცოცხლე რომ გამეგრძელებინა. სასოწარკვეთილებასა და უკუნეთ სიბნელეში ვცხოვრობდით. არც წამალი მქონდა, არც საჭმელი. ასეც გაგრძელდებოდა, თქვენთვის რომ არ მომეწერა.
იმდენი ტანსაცმელი მომიტანეს, ალბათ ცხოვრების ბოლომდე მეყოფა. ზოგმა კომუნალური გადასახადები დაგვიფარა, ზოგმა წამალი მოგვიტანა, ზოგმა საჭმელი. ათობით ადამიანმა დარეკა ჩვენთან. ვისაც როგორ, და რითაც შეეძლო, დღემდე გვიდგანან მხარში. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ფონდის, ჩვენს დასახმარებლად რომ გააერთიანა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები.
ჩემთვის ერთნაირად აუცილებელია წამლებიც და საკვებიც
- ქალბატონო ელისო, ჩვენი ფონდის მეგობრებს, კიდევ რა პრობლემას გაუზიარებდით? რა გაწუხებთ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ელისო: ვიცი, რომ თქვენს პროექტებში იღებენ მონაწილეობას ძალიან კეთილი ადამიანები. ასე არც დაგვეხმარებოდნენ, სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ამიტომაც, გავრისკავ და ვიტყვი. თქვენ უკვე იცით ჩვენი მდგომარეობა. იცით, რამდენად რთულია ის, ავადმყოფობის, წარუმატებლობის და გაჭირვების გამო. დამოკიდებულები ვართ ქირაზე, წამლები და ლუკმა პური მუდმივად გვჭირდება. ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა სახლი. საკუთარი სახლიდან არ გაგვისვენებია ოჯახის არცერთი წევრი. მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ასე გავაცილეთ ჩემი დედამთილიც... მგონი, მეც ასეთი ხვედრი მომელის, თუ ღვთისნიერი ადამიანი არ გამოჩნდა. ვოცნებობ, სულ პატარა ქოხზე, რომელსაც ჩვენი სახლი ერქმევა. ვდარდობ და ყოველდღე ვოცნებობ საკუთარ ჭერზე. ხანდახან, ხომ ხდება სასწაულებიც. ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ქართველები, გულისხმიერი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი.
***
კეთილო ადამიანებო, ვფიქრობ, ვისაც უკვე უნახავს, და კიდევ ნახავს ამ პოსტს, გულგრილი ვერაფრით დარჩება. ჭელიძეების ოჯახს  აწუხებს გაჭირვება, უსახლკარობა, ავადმყოფობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ელისოს და მისი მეუღლის სიცოცხლეს... როგორ შეიძლება, მათი გასაჭირი და დარდი გულთან ახლოს არ მიიტანო? როგორ შეიძლება, გულისხმიერება არ გამოიჩინო. თქვენი აქტიური მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. დიახ, ეს გაჭირვებაა! და თქვენ გაქვთ შანსი, იყოთ ემპათიურები. შანსი გაქვთ, ღვთისნიერი საქმე გააკეთოთ. ყველაზე დიდი პრივილეგია და უდიდესი ბედნიერება, სწორედ ეს არის - უკეთესობისკენ შეცვალო სხვა ადამიანის ცხოვრება.
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/812-chelidze
         თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270

მსგავსი პროექტები: