პროექტის რეპორტი მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!

page info icon
2022 იანვარი 3
„ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,293 ₾
( 258 დონორი )
დასრულებულია


თქვენმა სიყვარულმა ფეხზე წამოაყენა ჩემი შვილი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დედა: „შვილისთვის მადლობას გიხდით! ის შეიცვალა, დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა“

 - თითქოს თავიდან დავიბადე. უწინდელი ზაქრო ძალიან განსხვავდება ახლანდელისგან - ღიმილით გვიამბობს საკუთარ თავზე ზაქარია. - ის ზაქრო, რომელსაც თქვენ პროექტის დაწყებამდე იცნობდით, იყო გულჩათხრობილი, იმედგაცრუებული და უბედური. ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ასეთი დაბრუნდეს. ახალი ზაქრო კი, უფრო აქტიურია, თავდაჯერებული და მას, უფრო სწორედ მე, მიზნები და ოცნებები მაქვს.

 მის დედიკოს, მაიას ამ სიტყვების მოსმენისას თვალები უბრწყინავს, მაგრად იკრავს გულში და კოცნის თავის შვილს. მერე კი, მეც და ოპერატორსაც გვეხვევა - თქვენი, ყველას მაგივრად, ძვირფასო მკითხველებო! „ხედავთ, გამოგვივიდა!“ - ამბობს მაია. – „სწორედ იმისთვის მივმართე თქვენს ფონდს, რომ ჩემი ბიჭისთვის იმედი მოგეცათ, ეტლიდან წამოდგომაში რომ დახმარებოდით“.

დედას, მაიას უზომოდ უხარია, „ახალი“ ზაქროს დანახვა. მზადაა ასე ჩაიკრას გულში ყველა, ვინც დაეხმარა მის შვილს!

 ჩვენ ეს შევძელით, ვაშა! მას შემდეგ, რაც ზაქარიამ 21 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, მან უამრავი წელი გაატარა ეტლს მიჯაჭვულმა. ახლა კი, ჭოჭინით 3 მეტრის გავლა შეუძლია. მერე, შესვენება სჭირდება და კიდევ გაივლის! ჯერ სად ხართ! აი, რას ნიშნავს, ადამიანს სიყვარულს და მზრუნველობას რომ აჩუქებ.

 - ზაქარია, რა კარგად დგამთ ნაბიჯებს! როგორ გვიხარია!

 ზაქარია: ვაიმე, ნეტავ იცოდეთ, მე როგორ მიხარია, რომ შემიძლია მყარად დავადგა ფეხი, ერთიც და მეორეც! მე ხომ, ეტლში ჯდომა საშინლად მომბეზრდა.

 5-ჯერ ან 6-ჯერ შემიძლია სამი მეტრის გავლა ორძელზე ხელჩაჭიდებულს. შესვენება მჭირდება და ცოტასაც შევძლებ. მერე მორჩა, ძალიან მეჭიმება ფეხები. მაგრამ, იმაზე, რასაც ვაკეთებ ახლა, ვერც ვიოცნებებდი სანამ რეაბილიტაციის კურსს გავივლიდი. მხოლოდ ბუქნებს ვაკეთებდი და ისევ ვჯდებოდი ეტლში. მხოლოდ ფეხის წვერებზე შემეძლო დადგომა. ძალიან მალე ვიღლებოდი. ახლა, ტრენაჟორზე სიარულის მერეც შემიძლია ვარჯიში გავაგრძელო. ფონდი მაგრად დამიდგა მხარში, ამას პირველივე დღიდან ვგრძნობ, რაც დედაჩემმა მოგმართათ.

ასე, ორძელზე ხელჩაჭიდებულს, ზაქარიას შეუძლია 5-ჯერ ან 6-ჯერ გავლა და გამოვლა!

შემდეგ კი, ბუქნების გაკეთებაც!

 - რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ?

 ზაქარია: ყველა კომენტარს ვკითხულობდი, „ფეისბუქზე“, ჩვენს პოსტზე რაც დაიწერა და ჩუმად მიხაროდა. იქ ისეთი თბილი და ძლიერი, გამამხნევებელი სიტყვები ეწერა! ამან გამიმაგრა გული. მაგრამ, როდესაც მე და დედა ბალნეოლოგიურ ცენტრში წავედით, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. ამდენი თვის განმავლობაში არ მინახავს ადამიანები, სულ ტელევიზორს მივჩერებოდი. იქ კი, ამდენი ხალხი, ყურადღება და მკურნალობა... უთქვენოდ, არაფერი შეიცვლებოდა. მთელი გულით გიხდით მადლობას ჩემი გადარჩენისთვის! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი!

„ძველი“ ზაქარია იყო მოწყენილი და წარბშეკრული,  „ახალს“ კი, ძალიან უხდება ღიმილი!

 - მაია, არ მინდა ზაქარია ჩემი კითხვებით დავღალო, თქვენ გვიამბეთ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

 მაია: სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ჩაგვიტარდა ვარჯიში, გოგირდის აბაზანები, ელექტროსტიმულაცია, იოგის სეანსები. აი, რამხელა საჩუქარი მივიღეთ ფონდის მკითხველებისგან. მკურნალობის კურსი ორ თვეს გაგრძელდა. ზაქროს ძალიან კარგი შედეგი აქვს. მე ხომ, მას ყოველდღე ვხედავ და ყველა ცვლილებას ვამჩნევ. ძალიან დიდი წინსვლა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა. უნდა გაგრძელდეს...

 გარდა ამისა, ფონდისგან მივიღეთ მედიკამენტები, რომელიც ზაქროს სჭირდება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა რომ ჰქონდეს. განსაკუთრებით გაზაფხულზე... პანდემიის დროსაც კი, როდესაც მშივრები ვიყავით, პროდუქტით გვეხმარებოდით. უკვე ასჯერ დავრწმუნდით იმაში, რომ ყოველთვის შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს. ახლახან, ფონდმა მიკროტალღური ღუმელი და მიქსერი გვაჩუქა, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარება!

„ახალ საქმეს ვიწყებ (ფუი, ფუი, თვალი არ ეცეს). მიკროტალღური ღუმელი კი, ამაში დამეხმარება!“

 - ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი გეგები!

 მაია: მე ხომ, სადგურზე, ბაზრობაზე ყავას და ჩაის ვყიდი. ახლა, ისეთი პერიოდია, ვაჭრობა თითქმის არ მაქვს. მინდა, კლიენტებს რამე ახალი შევთავაზო, სახლში ხელცარიელი რომ აღარ მოვიდე. მინდა, ყავას და ჩაის პატარა კექსებიც დავუმატო. ბაზრობაზე პირველი საათისთვის მივდივარ ხოლმე, (სანამ ზაქროს მივხედავ), ამ დროს ხალხი უკვე ნაჭამია, მაგრამ მცირე წახემსება არ იქნება ურიგო. სახლში გამოვაცხობ და წავიღებ. მიქსერი და მიკროტალღური ღუმელი კი, ამაში დამეხმარება. მე და ჩემს შვილსაც დაგვრჩება ნამცხვარი.

 „კექსებით უფრო კარგად წავა ვაჭრობა“

 „ამ მიქსერმა უნდა გვაჭამოს პური!“

 - რა ყოჩაღი ბრძანდებით, რომ არ იბნევით!

 მაია: ძალიან ყოჩაღ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება. რამდენი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა რეაბილიტაცია ჩემს შვილს, მე კი არ მქონდა საშუალება. ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გაწვდება. მაგრამ, ამ ზამთარს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე და ზაქრო, ერთხელაც არ გავციებულვართ, ავად არ გავმხდარვართ. გაზის გამათბობლის წყალობით, ზამთრის თვეები სითბოში გავატარეთ. ღმერთმა ყველას სიკეთე მოგცეთ!

ეს ზამთარი ზაქრომ და მაიამ სითბოსა და სიმყუდროვეში გაატარეს

გაზის გამათბობლის წყალობით, ოჯახში არავინ გაციებულა და  ავად არავინ გამხდარა

 როდესაც ვიცი, რომ ჩემი შვილი უკეთ გრძნობს თავს, მეც უკეთესი განწყობა მაქვს. მინდა ვარცხნილობა გავიკეთო და ისე წავიდე სამსახურში. სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე ვმუშაობ, არაფერი შეცვლილა და ბაზრობაზე ვაჭრობა საკმაოდ რთულია, ჩემი დარდი ნუ გექნებათ. კარგად ვარ. მადლობას გიხდით შვილისთვის. თქვენ მას დაუბრუნეთ საკუთარი თავის რწმენა. აი, ამ ღიმილისთვის, რომელსაც ახლა ვუყურებ, ყოველი მისი ნაბიჯისთვის, მზად ვარ ყველანი ჩაგიკრათ გულში.

 „კარგი განწყობა მაქვს და თავსაც ვუვლი“. რა საყვარელი და სიმპატიური ქალბატონია მაია და როგორ უხდება ხალისი!

 იმხელა იმედი ჩაუსახეთ, რომ სწავლასა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც კი დაიწყო ოცნება. ამბობს, რომ არქიტექტურა აინტერესებს. წინ უსწრებს მოვლენებს, გადამრევს. (იცინის.) მაგრამ, რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უფრო საღად აზროვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აქვს მეხსიერების პრობლემები.

 „ჩემი შვილი ახლა უფრო საღად აზროვნებს, ცოტას დადის კიდეც. მთელი გულით გვინდა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე!..“

 - ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ მიგიღიათ რაიმე დახმარების შეთავაზება, პროექტის მსვლელობის დროს?

 მაია: აბსოლუტურად არანაირი. ეჰ, ნეტავ ეკითხათ, რამდენი რამე მჭირდება, რამხელა სიას ჩამოვუწერდი.

 - ჯობია, ჩვენ გვითხრათ, რა სახის დახმარება გჭირდებათ კიდევ?

 მაია: თქვენმა დახმარებამ ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მახდინა, რეალურად დავინახე, მკურნალობას რა შედეგი მოაქვს. ჩემი ოცნებაა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ყოველდღე ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ზაქრო თავის მოვლას დამოუკიდებლად შეძლებს, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდება ტანჯვა. ბალნეოლოგიურ კურორტზე კიდევ არის პროცედურების კურსი (ნემსები და სხვა), რომელიც ექიმმა გვირჩია. მაგრამ, ამ ყველაფერს სახსრები უნდა.

 ძალიან განვიცდი, რომ ჩემი შვილს არ აქვს ადამიანებთან კონტაქტი. ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ მეზობლების სახლებიც შორს დგას. მე სამსახურში მივდივარ, ჩემი შვილი კი, მარტოა მთელი დღე. ტელეფონიც არ აქვს, რომ დაელაპარაკოს ვინმეს. მხოლოდ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ჩემი ძველი ტელეფონიდან, რომელიც წარამარა ჯდება, როგორღაც შედის ინტერნეტში. ვდარდობ, რომ ჯერ ისევ იზოლაციაშია...

***

 ზაქარია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ის მხოლოდ 32 წლისაა! ნეტავ, მეტი სიხარული იყოს მის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, ისევ დამოუკიდებლად თუ შეძლებს სიარულს. თქვენი დახმარებით კი, მეგობრებო, შესაძლებელია, უფრო მალე რომ დადგეს ეს დღე.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: შაიშმელაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

 ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!




მსგავსი პროექტები: