პროექტის რეპორტი ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს ღუმელი თუ ჩაქრება, ყველა გავიყინებით და მოვკვდებით!

page info icon
2022 იანვარი 10
page info icon
1815
„იცით, რომ მალე შობაა? შვილები გყავთ? მათთან თოვლის ბაბუა მოვა? კარგად იქცეოდნენ? თქვენც აჩუქებთ რამეს? თოჯინებსაც? კანფეტებსაც? ისეთ კაბებსაც, პრინცესა ელზას რომ აქვს?“ –მოგვაყარა უამრავი დამაბნეველი შეკითხვა 6 წლის ბარბარემ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,033 ₾
( 159 დონორი )
დასრულებულია
„როგორ მინდა, ძალიან მაგრად რომ ჩაგეხუტოთ!“ -
გვთხოვა, აუცილებლად  გვეთქვა კეთილი ადამიანებისთვის, ფონდის მეგობრებისთვის ბარბარემ, რომელიც დღეს ბედნიერია, ჯერ კიდევ გუშინ კი, ისეთი მოწყენილი იყო
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „პირველად დავპატიჟე ჩემი მეგობარი სახლში.“ - გვითხრა შვიდი წლის ბარბარემ  - „მართალია, ჯერ ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მერე, ალბათ, სხვების დაპატიჟებისაც არ შემრცხვება... სახლი რომ მექნება... ან ლამაზი საწოლი... ან ლამაზი ოთახი... უკვე მჯერა, რომ ნამდვილად მექნება!“
         პატარა გოგონა ფონდის მეგობრების წყალობით დღეს მხიარული დაგვხდა. ტიტინებდა და გვიყვებოდა, როგორ გაუხარდა საჩუქრები და იმაზე, რომ უკვე სჯერა თოვლის ბაბუის, მაგრამ ის ლაპლანდიაში კი არა, ჩვენს ფონდში ცხოვრობს. 
        ჩვენო მკითხველებო, გამომწერებო, ქველმოქმედებო, იცით თუ არა, რომ უზარმაზარ საქმეს აკეთებთ? დახმარება დახმარებად იყოს, მაგრამ იმედი? იმედის და რწმენის გაღვიძება ასეთ პატარა, მოწყენილ ადამიანებში, ყველა სიმდიდრეს გადაწონის! შეუფასებელია! მადლობა თქვენ, თითოეული ბავშვის ღიმილისთვის, თითოეული ბავშვის გახარებისთვის და იმ რწმენისთვის, რომელიც მათ თვალებში ვარსკვლავებივით აანთეთ! 
„როგორ მინდა, მაგრად ჩაგეხუტოთ!“
      დღეს, ჩვენ იმის შესახებ გიამბობთ, თუ რის გაკეთება შევძელით სარდალაშვილების ოჯახისთვის, როგორ დავეხმარეთ მათ. თუმცა, ამით ჩვენი თანადგომა და სიკეთე არ დასრულებულა. კიდევ ბევრის გაკეთებას შევძლებთ, ჩვენ ამის გვჯერა!  პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. გაზიარება არ დაგავიწყდეთ! 
„ყველაზე მეტად მომეწონა ჩვენი ქათქათა მაცივარი!“
         - მადონა, ვხედავ, გახარებულები ხართ. მოგეწონათ ჩვენი საჩუქრები?
         მადონა (32 წლის): სიმართლე გითხრათ, ასეთ სარეცხ მანქანასა და მაცივარზე, ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. რომ დავინახე, ბავშვივით ხმამაღლა შევყვირე სიხარულისგან: „ვაშა“ - რაღაც საკუთარი უკვე ჩვენც გაგვაჩნია! ხომ იცით, ამ სახლში დროებით ვართ, ყველაფერი, რაც აქ დგას, სახლის მეპატრონისაა. არაფერია ჩვენი. ეს  საწოლები, ავეჯი, მართალია, ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენიც არაა. დროებით ვართ შემოხიზნულები. არაფერი გაგვაჩნია. თუმცა, როგორ არაფერი? ახლა, უკვე მაცივარი და სარეცხი მანქანა ხომ გვაქვს? მადლობა ამისთვის თქვენს მხარდამჭერებს - ფონდის მეგობრებს.
„დედიკო, შენ მასწავლე და მეც შევძლებ დაგეხმარო!“
დედიკო რომ იღიმის, შვილებსაც უხარიათ!
         ბარბარე (7 წლის): ხედავთ, დედიკო რა გახარებულია? არადა, ისეთი მოწყენილი იყო... თან სულ... მეც გახარებული ვარ. აი, ჩემი პატარა ძამიკო - რეზიც გახარებულია. არა, იმან ჯერ არ იცის, რისთვის გამოიყენება სარეცხი მანქანა და მაცივარი, ჯერ მხოლოდ ორი წლისაა, მაგრამ როდესაც დედიკო კარგ ხასიათზეა, შვილებიც იცინიან!  სამაგიეროდ იცის, რისთვის  გამოიყენება ტკბილეული და ეს ნუგბარი ძალიან გაეხარდა! (ხითხითებს.)
         აჰა, შენ, რეზი, კიდევ ერთი „პეჩენია“... (ძმას აწვდის ტკბილეულს.) 
მთელი მისი პატარა ცხოვრების მანძილზე, რეზიკო ორცხობილას პირველად მიირთმევს: „ვაიმე, რა გემრიელია! კიდევ მინდა, კიდევ!“
„ახლა, უკვე შემიძლია, ტკბილეულზე მეგობარიც დავპატიჟო!“
         - შენ, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად, ბარბარე?
         ბარბარე: მე დიდი გოგო ვარ უკვე. რა თქმა უნდა, ტკბილეული გამიხარდა, იმიტომ, რომ არც იმდენად დიდი ვარ... (იცინის.) მაგრამ ყველაზე მეტად მაცივარი გამიხარდა. ყველა ჩემს მეგობარს აქვს სახლში მაცივარი და სარეცხი მანქანა. ჩვენ კი, არ გვქონდა. საერთოდ არაფერი გვქონდა. ეს სახლიც ისეთი ულამაზოა. ცუდი საწოლები დგას. მე ყოველთვის მრცხვენოდა ამ სახლში მეგობრების მოყვანის. ახლა, რაკი რაღაც მაინც გაგვიჩნდა ახალი და ლამაზი, ჩემი საუკეთესო მეგობარი მოვიყვანე. ცო-ო-ო-ოტათი აღარ მრცხვენია.
          - შენ მართლაც დიდი გოგო ყოფილხარ! ალბათ, სკოლაშიც დადიხარ. მოგწონს სკოლა?
           ბარბარე: დავდივარ და ძალიანაც მომწონს. კარგადაც ვსწავლობ.
           - ათებზე?
           ბარბარე: ჯერ ნიშნებს არ გვიწერენ, ხომ გითხარით, არც ისეთი დიდი ვარ-მეთქი-ი-ი. მაგრამ „ყოჩაღებს“ გვიწერენ და კიდევ, ვარსკვლავებს. ახლა, მე ამ ვარსკვლავებს ვაგროვებ, რომ თქვენ გამოგიგზავნოთ. ამდენი საჩუქრები მოგვიტანეთ, მე კი, მადლობის გადახდა ამ ვარსკვლავებით შემიძლია. ხომ გინდათ, ბევრი, ბევრი ვარსკვლავები რომ გამოგიგზავნოთ?
          - რასაკვირველია. დარწმუნებული ვარ, შენ იმდენ ვარსკვლავებს  დააგროვებ და გამოგვიგზავნი, რომ ჩვენ ცის განათებასაც კი შევძლებთ.
          მადონა: მადლობელი ვარ იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის უცნობმა ადამიანებმა გააკეთეს. გარდა ამ საჩუქრებისა, რამდენიმეჯერ მედიკამენტები და პროდუქტიც მივიღეთ, ზუსტად საჭირო დროს! როდესაც სახლში ერთი ნაჭერი პურიც არ გვქონდა, როდესაც რეზიკო ორმოცამდე გრადუსი სიცხით გვყავდა, როდესაც ერთი თეთრიც  კი არ გაგვაჩნდა, სიცხის დამწევი წამალი რომ გვეყიდა მისთვის. სწორედ ამ დროს, იყავით ჩვენი მხსნელები. მადლობა ყველაფრისთვის. 
          - მადონა, თქვენს შესახებ ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? იქნებ, კიდევ ვინმე დაგიკავშირდათ?
          მადონა: დიახ, იყო ერთი კარგი ადამიანი, სახელად აბუ. ის უცხოელია. ზუსტად არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან. რა ბედნიერებაა, რომ უცხოელებიც კითხულობენ და იზიარებენ თქვენს ინფორმაციას. აბუმ მოგვიტანა უამრავი პროდუქტი, თითქმის ყველაფერი. მოგვიტანა პამპერსები რეზიკოსთვის. აბუ სახლის თაობაზეც დაგვპირდა დახმარებას. აქ შემოხიზნულები, დიდი ხნით ხომ ვერ ვიქნებით?!
          - ადგილობრივი ხელისუფლება თუ შეწუხდა თქვენი მდგომარეობით?
           მადონა: უცხოელი შეწუხდა, ადგილობრივი ხელისუფლება კი, არა! არც არაფერი არ გაუკეთებიათ! არასდროს!  ახლა, ეს დასაქმების პროგრამა რომ არის, ხომ იცით? აი, ამ პროგრამაში ჩართეს ჩემი მეუღლე. ტყის მცველის თანაშემწედ მუშაობს. ხელფასი 300 ლარი აქვს. პურზე გვყოფნის. არ დავიხოცებით. 
          - კარგია, სასიკეთოდ თუ შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, საჭიროებები კიდევ ბევრი დაგრჩათ. ამ ეტაპზე უმთავრესი რა არის თქვენთვის?
           მადონა: უმთავრესი საკუთარი ჭერია. ვოცნებობ, 20 კვადრატული მეტრი მაინც მქონდეს, ერთი ციცქნა ოთახი, რომელშიც თვალს მშვიდად გავახელ და არ მექნება იმის შიში, რომ მეპატრონე მოვა და მეტყვის: „დაცალეთ!“ დიდი მადლობა მას, ვინც აქ შემოგვიშვა! ქირას არ გვახდევინებს, არც გვაჩქარებს, მაგრამ მალე თავადაც დასჭირდება... მერე? მერე სად უნდა წავიდეთ? კიდევ საკვები პროდუქტი არის ჩვენი საჭიროება, მუდმივად! ბავშვებს მარტო პურზე ვერ გადაატარებ, თორემ ჩვენი თავი ჯანდაბას...
          ბარბარე: მე მჭირდება რაღაც... თან ძალიან... შეიძლება, გითხრათ?
          - რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მითხრა. 
„მე მჯერა, რომ თოვლის ბაბუებს იცნობთ!“
„მეც მიდა ეთი პიპია... რურჯი!“
            ბარბარე: ლამაზი საწოლი მინდა... ფუმფულა... რბილი... აი, ძალიან ტკბილად რომ დავიძინო. დილით გაღვიძებისას, მისი დანახვა რომ გამიხარდეს, ისეთი! ელზას და ანას საბანი და ბალიშიც რომ მოჰყვებოდეს, ხომ შეიძლება?
           - კი, რა თქმა უნდა, შეიძლება! მე ამ სურვილებს ბარათზე დავწერ და თოვლის ბაბუას გავუგზავნი, კარგი?
          ბარბარე: ოღონდ ლაპლანდიაში არ გააგზავნოთ, ფონდში წაიღეთ. იქ ცხოვრობენ თოვლის ბაბუები.
***
      ბარბარეს ბოლო სიტყვებზე დავფიქრდი. თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, სწორედ, ის თოვლის ბაბუები ხართ, ვინც მარტო საახალწლოდ კი არა, მთელი წლის განმავლობაში ასე ახარებთ პატარა ანგელოზების გულებს. დარწმუნებული ვარ ბარბარეს ეს გზავნილიც ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ. ვარსკვლავები ხომ უნდა დავიმსახუროთ?  მე მჯერა, რომ საქართველოში ყველა პატარას გავაბედნიერებთ! საქართველოში ყველა გაჭირვებულ ოჯახს მივუტანთ სიკეთით სავსე კალათებს!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარდალაშვილების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)   
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund     
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
     


მსგავსი პროექტები: