პროექტის რეპორტი დედიკო, შეგიძლია დრაკონი მოკლა? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, შეგიძლია დრაკონი მოკლა?

page info icon
2022 თებერვალი 8
page info icon
1216
დედა დრაკონს თუ არ მოკლავს, ის პატარა საბას წაართმევს მწვანე თვითმფრინავს და კანფეტს, რომელიც არ აქვს. მწვანე თვითმფრინავი, გემრიელი კანფეტი და სპაიდერმენის ფორმა - ეს ყველაფერი წარმოსახვითია, დრაკონიც მხოლოდ ბიჭუნას ფანტაზიებში არსებობს. ყველაფერს სწორედ მას აბრალებენ: პური არ აქვთ - დრაკონმა წაიღო, დაიხა ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი - ალბათ, სანამ ეძინათ, ბოროტმა დრაკონმა დაღეჭა. სკამი გატყდა - ოჰ, ალბათ, ისევ იმ საძაგელმა დრაკონმა გატეხა სკამი. რა ქნან, აბა? როგორ უნდა აუხსნა ხუთი წლის საბას და ოთხი წლის დავითს, რომ არ გააჩნიათ არაფერი, რაც აქვთ სხვა ბავშვებს? გააგებინებ? ამიტომაც, იძულებულები არიან, ყველაფერი ბოროტ დრაკონს დააბრალონ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,934 ₾
( 254 დონორი )
დასრულებულია
,,ვაშა-ა-ა, უკვე ჭკვიანი ტელევიზორი გვაქვს, რომელმაც ყოველთვის იცის, რის ყურება გვინდა!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „დედიკო, ჩვენი ახალი ტელევიზორი ჭკვიანია? და ეს რას ნიშნავს? ფიქრი შეუძლია?“ - ეკითხება გახარებული საბა ნინოს, თან, ხტუნვა-ხტუნვით მოაქვს პულტი. დედა უხსნის, რომ ეს ტელევიზორი ჯადოსნურია და რომელ მულტფილმსაც ბიჭები მოისურვებენ, სწორედ იმას აჩვენებს...
          ჩვენი ფონდის მეგობრებმა, კიდევ ერთ ოჯახს გაულამაზეს დღე, კიდევ ორი არაჩვეულებრივი პატარა გაახარეს, მათ ხომ, როგორც 5 წლის საბამ ,,გაგვიმხილა“,  ჭკვიანი კი არა, სულელი ტელევიზორიც არ ჰქონდათ...
„კიდევ მაჭამე რა... ძალიან გემრიელია...“
         ნინო კავთუაშვილი, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, რომლის ფართობი, სულ რაღაც ოცი კვადრატული მეტრია. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალი და შესაბამისად, არც ნორმალური საცხოვრებელი პირობები.  ნინომ, დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა. ფონდმა მათ შესახებ პოსტი, 2022 წლის  8 თებერვალს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/835-kavtuashvili/
„ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება!“
          - ნინო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ, სოციალურ ქსელში სტატია გამოაქვეყნა?
         ნინო:  ვისაც მსგავსი გაჭირვება არ უნახავს (უფალმა არც არავის ანახოს), გაუძნელდება იმის წარმოდგენა, რაც ახლა ჩვენს გულებში ხდება. სიხარულისგან დავფრინავთ, მეც, და ჩემი პატარებიც. დიახ, უამრავი საჩუქარი მივიღეთ თქვენი წყალობით, ჩემო კეთილო ადამიანებო! ჩვენთვის ძალიან  საჭირო ნივთები გვაჩუქეთ:  საწოლი, ტელევიზორი, მაგიდა, სკამები, პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები... მაგრამ ყველაზე მთავარი საჩუქარი, იმის შეგრძნებაა, რომ მარტო არ ვართ! ჩვენ გვერდით უამრავი ადამიანია, რომელიც არასდროს „მოგცემს უფლებას“ შიმშილით და უმწეობით რომ დავიხოცოთ! (ცრემლებს იწმენდს.)
         - ყველაზე მეტად რა გაგეხარდათ?
          ნინო:  ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა, მაგიდა და სკამები განსაკუთრებით. რამდენი ხანია, ადამიანურად არ გვისადილია. წარმოიდგინეთ, როგორ მივირთმევდით საკვებს, მაგიდის და სკამის გარეშე - ფეხზე დგომით... და მერე, ეს არაჩვეულებრივი საწოლი...
„დედიკო, ნახე, შენზე მაღალი ვა-ა-ა-არ!“
          საბა: ორსართულიანი საწოლი ძალიან, ძალიან, ძალიან გვინდოდა მე და დათის. ათჯერ ძალიან. ახლა დათი ავადაა, ნიკაპი გაიტეხა. ბაღში წაიქცა. სად დაწვებოდა? ძალიან სტკივა ნიკაპი! ძირს ხომ არ დაწვებოდა? აბა, ნახე ახლა როგორ ტკბილად სძინავს. 
         - ნინო, სერიოზული ხომ არაფერია?
         ნინო: არა, ისეთი არაფერი, მაგრამ ბევრი ვიტირეთ...
         საბა: სულ ცელქობს, ვეუბნები: არ იცელქო, მეთქი. მაგრამ, არ მიჯერებს
          - შენ არ ცელქობ?
          საბა: მე უკვე დიდი ვარ! ავად რომ გავხდე, არ შეიძლება...დედას ფული არ აქვს და წამლებს ვერ მიყიდის...
          - საბა, შენც ყველა საჩუქარი მოგეწონა?
          საბა: მე ტელევიზორი მომეწონა. ძალიან ჭკვიანია ჩემსავით.
          - როგორი ჭკვიანი? ისიც არ ხდება ავად?
           საბა (იცინის.): ჭკვიანი იმიტომაა, რომ ფიქრი შეუძლია... ფიქრობს, ფიქრობს და მერე მოიფიქრებს ხოლმე. 
           - რას მოიფიქრებს?
           საბა: იმას, რომელი მულტფილმი გვინდა, რომ ვნახოთ.
„გაიცანით, ეს არის ჩვენი ჭკვიანი ტელევიზორი, რომელიც ბევრ საინტერესო მულტფილმს იმახსოვრებს!”
       - ტკბილეული არ გაგეხარდათ შენ და დათუნას?
        საბა: ეგ სულ დამავიწყდა... ისე ძალიან გაგვეხარდა, რომ სულ შევახრამუნეთ. კიდევ, საჭმელები გამეხარდა. ორჯერ უნდა ვჭამო, რომ დიდი გავიზარდო. მე სალათა მიყვარს. 
..ახლა ბევრ ბანანს შევჭამ და ისეთი ღონიერი გავხდები, დრაკონსაც კი მოვერევი“
       - რომელი სალათი?
           საბა: სულ ყველანაირი. სულ ვეუბნები დედას: გამიკეთე! და მან კიდევ... არ გვაქვსო ისინიო... რა ჰქვია? რაღაცას ამბობს, დამავიწყდა...
          - ინგრედიენტებიო?
          საბა: ხო, ეგენი.
„ჯერ ეს ვჭამო, თუ ეს? ნეტა, რომელი უფრო მიყვარს...“
          - დათოს რა მოეწონა, ხომ არ იცი? ახლა სძინავს და მე ვერ ვეკითხები.
          საბა: საწოლი. კიდევ მოეწონა, რომ დრაკონი ავად გახდა, თოვლის ბაბუას კი, ფეხი მოურჩა.
         - ეგ ის დრაკონია, თქვენამდე საჩუქრებს რომ არ უშვებს?
          საბა: კი. 
          - და თოვლის ბაბუას რაღა დაემართა?
           საბა: ახალ წელს, საჩუქრები ვერ მოგვიტანა. დედამ გვითხრა: ფეხი მოიტეხა და ამიტომო. ახლა, ეტყობა მოურჩა...
          - ნინო, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? კიდევ, ვინ დაგეხმარათ?
           ნინო: დიახ, იყო ერთი ხანში შესული, ძალიან საყვარელი ქალბატონი, რომელმაც საკვები და თავისი ხელით მომზადებული მურაბები მოგვიტანა. ძალიან მოეწონათ ბავშვებს მურაბა. უგემრიელესი იყო. მადლობა მას, ასეთი სითბოსათვის. კიდევ იყო ქალბატონი, ორ ვაჟთან ერთად. მან ხილი მოგვიტანა და ტანსაცმელი ბავშვებისათვის. შეხედეთ ჩემს ბიჭებს. ახლაც მისი მოტანილი ტანსაცმელი აცვიათ... 
„მეორე სართულზე ავიდეთ და ვითამაშოთ, კარგი?“
         - ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ იყო რამე გამოხმაურება?
          ნინო: სამწუხაროდ, არა. ბევრჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ... ჯერ არავინ შემხმიანებია... 
***
          მეგობრებო, ჩვენ ვაჩუქეთ ამ ოჯახს ერთი მშვენიერი დღე, მაგრამ ამით, მათი გაჭირვება არ დასრულებულა. ოჯახს კიდევ ბევრი რამ სჭირდება. არ აქვთ ნიჟარა, ონკანი, შესაკეთებელია ჭერი, კედლები... ბავშვები ოცნებობენ გემრიელ საკვებზე, ფერად ფანქრებზე, გასაფერადებელ წიგნებსა და ახალ სათამაშოებზე. 
          იმედია, ჩვენი კეთილი საქმეც ამით არ დასრულდება და კიდევ შევძლებთ, ნინოს მხარში ამოდგომას და როგორც თავად ამბობს, არ მივცემთ მას საშუალებას დამარცხდეს შიმშილთან ბრძოლაში! 
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
           მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: კავთუაშვილების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   


მსგავსი პროექტები: