პროექტის რეპორტი ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!

page info icon
2022 მარტი 16
მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. - ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის... ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,730 ₾
( 144 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: