პროექტის რეპორტი ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბებო, ჯართი ჩავაბარე და წამლები გიყიდე! ოღონდ არ მოკვდე! იცოცხლე, ჩემო საყვარელო!

page info icon
2022 მარტი 17
დილით ის სკოლაში მიდის, მერე კი, ნავსადგურში, ჯართის შესაგროვებლად... ბევრი რკინის „ხარახურა“ უნდა მოაგროვოს, წამლები რომ უყიდოს ბებოს. ასეთია 12 წლის თემურის ყოველდღიური ცხოვრება. მას ახსოვს, როგორ უვლიდა ბებო, როგორ უყვებოდა ზღაპრებს, ლოყაზე როგორ ეფერებოდა ალერსიანი, დამჭკნარი ხელით და ეუბნებოდა: „ჩემი თვალის სინათლე ხარ, ჩემი იმედი, ჩემი ყველაფერი ხარ შენ!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
16,156 ₾
( 1,004 დონორი )
დასრულებულია
რომ გავიზრდები, მეც თქვენსავით დავეხმარები შეჭირვებულ ქართველებს! ეს ხომ ჩემი სამშობლოა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ჯართს აღარ ჩავაბარებ! ახლა, რამე ახალს ვისწავლი პლანშეტით“
        გახსოვთ, ფილმის გმირივით, პატარა, 12 წლის ბიჭუნა, რომელმაც თამაშს ჯართის ჩაბარება არჩია, რათა ბებიისთვის მიეხედა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოცნებობდა, რომ ძველი  ჟანგიანი ველოსიპეტი მაინც ეპოვა. 
        რას წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, ველოსიპეტთან ერთად ის თავის საოცნებო საჩუქრებსაც მიიღებდა, 
რომ  ექნებოდა ჭკვიანი ტელევიზორი და პლანშეტი. სახლში კი, მოუწევდა ადგილის პოვნა მაცივრისთვის, სარეცხი მანქანისთვის და ავეჯისთვის.
      თემური ამბობს, რომ ახლა, თავი ნამდვილად ფილმის გმირი ჰგონია, რომელსაც ჯადოსნური ჯოხი დაჰკრეს და სურვილები აუსრულეს.
     მისი მთავარი სურვილი, სახლში დარჩენა და ბებიასთან დიდი დროის გატარება იყო, რაც, თქვენი წყალობით ნამდვილად აუსრულდა... მისთვის თქვენ,  ნამდვილად ის კეთილი ჯადოქრები ხართ ვინც ჯადოსნური ჯოხით ოცნებები შეუსრულეს.
       - ხატია, ჩვენს მკითხველს ძალიან აინტერესებს, თუ როგორ გრძელდება თქვენი და თემურის ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
ხატია: თქვენმა გამოჩენამ, ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.  სიმშვიდემ დაისადგურა სახლში... ეს შეგრძნება, არც მახსოვდა როგორია... იცით? სულ იმის მეშინოდა, რომ თემური სახლიდან რომ გადის, რამე არ შეემთხვეს, შარს არ გადაეყაროს. ხომ იცით, მაინც დედის გონება და გული რაზეა მიმართული... პირველ რიგში, ის მიხარია, რომ ახლა სახლშია და ჯართს აღარ აბარებს.  ამის მაგივრად, შემეცნებით გადაცემებს უყურებს და ცდილობს, სულ რაღაც ახალი ისწავლოს. დედას რა უნდა უხაროდეს ამაზე მეტად... 
 სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ქართველი ხალხის ერთიანობის აღარ მჯეროდა, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით და არ დამიმტკიცებდით, რომ ჩვენ ჯაჭვივით ვართ ჩაბმულნი ერთმანეთზე,
რომ ჩვენ, გვერდში დგომა და ერთმანეთის გატანა გვცოდნია... ასეთი არსად არაფერი მინახავს.  რწმენა დამიბრუნეთ ადამიანობის, მეგობრობის და სიმტკიცის. ყველას სათითაოდ გიხდით მადლობას ამ გრძნობებისთვის.
       
   „ამ დივანზე რომ დავსხდებით, რკინები აღარ შეგვერჭობა“
        - ხატია, ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ? ვინ დაგამახსოვრდათ ყველაზე გამორჩეულად?
        ხატია: ყველაზე კარგი, რაც თქვენმა ფონდმა შეგვძინა, ეს ნამდვილად ხალხის სიყვარული და ყურადღება იყო.  იმდენი ადამიანი გამოჩნდა კეთილისმსურველი, რომლებიც მირეკავდნენ, მოდიოდნენ და მავსებდნენ დადებითი ემოციებით. ზოგს პროდუქტი მოჰქონდა, ზოგს ტანსაცმელი, ზოგს მედიკამენტები,ზოგიც უბრალოდ მოსაკითხად მირეკავდა... 
„იქნებ, ოდესმე, მეც ვნახო ჩემი თავი ტელევიზორში?..“
          ისეთი ემოციების ქარ-ცეცხლში გავიარე, დიდი ხნის მიძინებული რომ იყო ჩემში. აუცილებლად გამოვარჩევდი ემიგრანტ ქალბატონს იტალიიდან, რომელსაც ნანა ქვია... მკითხულობდა, რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა. ასევე, განსაკუთრებული თანადგომა გამოიჩინეს თემურისადმი, მისმა მასწავლებლებმა და კლასელებმა, ასევე მშობლებმაც... თითქოს, მთელი სკოლა თემურისთვის გაერთიანდა... ჩვენთან მოდიან ხოლმე, და მოაქვთ პროდუქტი. ბოლოს ექსკურსიაზეც თემურის თანხა მათ შეაგროვეს და წაიყვანეს... სიხარულისგან დაფრინავდა ბავშვი. როგორ მინდა, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ჩვენი ემოციები, რომლებიც თქვენ გვაჩუქეთ, მაგრამ  ვერ შევძლებ, სიტყვებს ვერ გამოვნახავ... მადლობა დაფასებისთვის და ამ ბედნიერებისთვის, რომ მარტო არ დაგვტოვეთ.
„ბებოს, ახალ ლოგინში უფრო კარგად სძინავს. თან აწი, აღარ დასცხება“
         -ჩვენს პოსტს, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს? 
         ხატია: დიახ, იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, მოგვიტანეს ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და პროდუქტი. ერთხელ გამოხატეს ყურადღება და შეგვპირდნენ, რომ კიდევ მოვიდოდნენ, მაგრამ, 5 თვეა არ გამოჩენილან. თუმცა ყურადღება ნამდვილად დასაფასებელია და ამისთის მადლობელი ვარ... იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ და კვლავ გვესტუმრებიან.
         - ხატია, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ხატია: ეს დახმარება, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, ჩემთვის ბევრად სიღრმისეული და ჰუმანურია... აი, როგორ აგიხსნათ... როდესაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჩუქრები მოგვიტანეთ, ხომ გავგიჟდი სიხარულისგან, მაგრამ ხალხის სითბომ და ყურადღებამ მთლად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ღერძი... თითქოს სხვა მხარეს დატრიალდა ყველაფერი. არ ვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით, მაგრამ თქვენ მაჩვენეთ ამ ასაკში რა არის ნამდვილი ბედნიერება.
       
    „ახლა, ყველაფერი თავის ადგილზეა“
         - ახლა, თემურთან მაქვს კითხვა. თემურ, საამაყო ბიჭო, რა ხდება შენს ცხოვრებაში? ახლა, როგორია შენი დილა? 
        თემური (12 წლის): დეიდა, ჯერ მინდა, იმ კეთილ ადამიანებს მადლობა გადავუხადო  იმისთვის, რომ ჩემსბებოს, კარგი საწოლი უყიდეს... წამო განახო რამხელაა!..  დილაობით, ბებოსთან ოთახში რომ შევდივარ ვატყობ, რომ უფრო გემრიელად ძინავს. ჩემი დილა, ისევ ბებოთი იწყება, მერე დედიკო ჩაის მიდუღებს და ყიყლიყოებს მიწვავს.  ვჯდები ახალ მაგიდასთან და ჩემს ახალ პლანშეტში ვუყურებ გადაცემას „ჩემი ოჯახი“. 
„ეს დედას საფირმო ღვეზელია... მმმმ... რა სუნიაა...“
        კიდევ, დეიდა, ჩემს კლასელებს და მასწავლებლებს უფრო შევუყვარდი, სულ მეფერებიან ხოლმე... კიდევ, ველოსიპედი გამიხარდა ძალიან. იმიტომ, რომ მაღაზიაში მაგით მივდიოდი და ეზოშიც... ჩემნაირი მაგარი ველო არავის ჰყავს მთელს უბანში, იცით? მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ბორბალი გამიფუჭდა და დროებთ ვეღარ დავდივარ....
„ახალი სამზარეულოს კუთხე, ახალი პლანშეტი და ახალი ცხოვრება“
         - ხატია, იქნებ, კიდევ გაქვთ რაიმე  გადაუჭრელი პრობლემა, რაშიც ჩვენი ფონდი დაგეხმარებათ?
       ხატია:  თქვენი გვერდში დგომა ერთხელ უკვე ვიგრძენი და ვიცი, რომ თამამად შემიძლია დაგეყრდნოთ. თქვენ რომ მეიმედებით, ასე არავინ!..
ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვიურად ქირაში 100 ლარის გადახდა ძალიან გვიჭირს, მთელი სოციალური დახმარება ბანკის ვალებში მიდის, ხშირად მიწევს არჩევანის გაკეთება, ქირა დავაგვიანო, თუ საჭმელი და მედიკამენტები ვიყიდო დედაჩემისთვის. თან მეშინია, ბინის პატრონიც არ გავანაწყენო.  ჩემი ოცნებაა, რომ თემუკა თავის სახლში ვაცხოვრო, საკუთარ სახლში, რომელიც ჯერ არ გვქონია... ამ ეტაპზე, ძალიან გაგვახარებთ, თუ თემურის ველოსიპეტის შეკეთებაში დაგვეხმარებით, მისი სიხარული რომ გავახანგრძლივოთ. ხომ იცით, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ახალი ბორბლის ყიდვის საშუალება არ გვაქვს და ძალიან მწყდება გული. 
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ასეთი ყურადღებისთვის და ინტერესისთვის... რომ გულთან მიგაქვთ ჩვენი ტკივილი და გასაჭირი. 
         ვერასოდეს დავივიწყებ როგორ მიიღეთ ჩემი შვილი, საკუთარი შვილივით... ჩემი ტკივილი, საკუთარი ტკივილივით და დარწმუნებული ვარ, ჩემს სიხარულსაც ასევენ გაიზიარებთ.
   
   „მთავარია, ბებო იყოს კარგად, დანარჩენს ეშველება“
                                             ***
         მეგობრებო, დგებუაძეების ოჯახ არასდროს დაგივიწყებთ... თქვენმა გვერდში დგომამ, მათ გულებში დიდი იმედი და სიყვარული გააღვიძა. ისინი ცხოვრების რიტმს აყვნენ და აღარ გრძნობენ თავს გარიყულად. მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზე ადამიანური ურთიერთობები იყო. მიუხედავად მათი მატერიალური მდგომარეობისა, ხატიამ, თემური უკვე შემდგარ ადამიანად გაზარდა და მისით ამაყობს.  როგორც ამბობს თემური, მან დაინახა ქართველ ხალხში დიდი სიყვარული და თანადგომა, რაც აქამდე დიდად არ უგრძვნია. ისინი ყოველთვის იმას ითხოვდნენ, რაც მართლა სჭირდებოდათ. ახლაც მცირე თხოვნით შემოიფარგლნენ. ვფიქრობ, ამ მცირედის ასრულება, ისევ მოგანიჭებთ დიდ სიხარულს, მათი ბედნიერი თვალები კი, ისევ აგავსებთ დადებითი ემოციებით!..
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის  პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან გადახედოთ ჩვენს ვებგვერდზე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს . ყოველ ჯერზე როდესაც ფონდის გვერდზე, გაეცნობით ახალ-ახალი ოჯახების ტრაგედიებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდით, თქვენც იგრძნობთ უფლის ხელს, რადგან ეს არის, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვთისმსახურება.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        სიკეთე არის თითოეული ჩვენგანის მზე, რომელიც უნდა  გავუზიაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. სიკეთე და სიყვარული არასდროს არ იკარგება, ეს კურთხევაა მათთვის ვინც გასცა, და მათთვის, ვინც მიიღო. უფალი გფარავდეთ.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: დგებუაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund


მსგავსი პროექტები: