პროექტის რეპორტი დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში

page info icon
2022 მარტი 31
ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი - სოციალურ სასადილოს საჭმელი. „რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ - ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,928 ₾
( 239 დონორი )
დასრულებულია

აღარ ვართ ობლები! მადლობა ღმერთს, ამდენი მფარველი ანგელოზი რომ გამოგვიგზავნა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იანა: „ამ გემრიელობებისთვის და საჩუქრებისთვის, უამრავ ჰაეროვან კოცნას გიგზავნით ყველას! მადლობა, კეთილო ადამიანებო!“

 - სულ პატარა ვიყავი, როდესაც დავობლდი. ერთი წვეთი სითბო და სიყვარული  ოცნებად მქონდა ქცეული. თქვენ კი, იმდენი მაჩუქეთ, რომ ახლა, ბედნიერებისგან ტირილი მინდა - ამბობს მარტოხელა დედა ანასტასია და გულში იკრავს თავის ორ შვილს, იანას და გიოს. - ჩემს ბაჭიებსაც აჩუქეთ და ბედნიერებისგან სულ გათამამდნენ. უფრო მხიარულები და თავდაჯერებულები გახდნენ. ვუხსნი ჩემს პატარებს, რომ მთელმა საქართველომ იზრუნა ჩვენზე და უხარიათ, რომ აღარ ვართ ობლები. შიმშილის, გაჭირვებისა და ღალატის ამ სევდიან ისტორიას ბედნიერი გაგრძელება აქვს.

„ამდენი სითბო და ყურადღება. მთელმა საქართველომ იზრუნა ჩვენზე!“

 -  როგორია თქვენი ცხოვრება ახლა, ანასტასია? არც თქვენს ხმაში, არც გამოხედვაში დეპრესიის კვალიც კი აღარ იგრძნობა და ძალიან გვიხარია ეს. თქვენი პრობლემების მოგვარება თუ შევძელით?

 ანასტასია: ბურთი მეჩხირება ყელში, თვალზე ცრემლები მადგება, მაგრამ ახლა, ეს არის ბედნიერების ცრემლები. ყველა ისეთი კარგი და კეთილია! მარტო ვერასდროს გავუმკლავდებოდი ამდენ საყოფაცხოვრებო პრობლემის. მარტოხელა უმუშევარ დედას ხომ, სახლში ყველაფერი მოუწესრიგებელი, ძველი და გატეხილი აქვს.

 როგორ მიხაროდა, ჩვენი ძველი ტახტი რომ გადავაგდე, მის ადგილას კი, ახალი საწოლი დავდგი! ისეთი კარგი გრძნობა მეუფლება, ჩვენს ახალ, ბედნიერ ცხოვრებას რომ ვუყურებ. მაცივარიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც. ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახდა.

„დედიკოსია ეს ახალი საწოლი. ძველი ტახტი კი, გადავაგდეთ!“

„მე და ჩემს ძამიკოს კი, ორსართულიანი საწოლი გვაქვს!“

იანა: „ჩემია მეორე სართული, გიო კი ისე, უბრალოდ აძვრა“

„ამ ახალი ნივთებით ჩვენი ახალი ცხოვრება დაიწყო.“

 იანა: ჩემი დათუნიაც ძალიან მაბედნიერებს. გაიცანით, ეს ჩემი „ძილის“ დათუნიაა. ფუმფულაა. ვეხუტები და ტკბილად ვიძინებ. ძალიან კარგმა ადამიანებმა მაჩუქეს. ასე მითხრეს: „გაიზარდე დიდი და ჭკვიანი გოგო, დედიკოს დაუჯერე და არ აწყენინო.“

„გაიცანით, ეს ჩემი „ძილის დათუნიაა“

 გიო: მე კი „ჭამის“ პინგვინი მყავს! ჩემთან ერთად ჯდება და ჭამს, ხოლმე.

 იანა: ჩვენი გიო ხომ, ცუდად ჭამს. პინგვინთან ერთად კი, იცით, რა კარგად! ახლა, თუ ჭირვეულობს, უკვე შეგვიძლია, მისი საჭმელი მაცივარში რომ შევინახოთ და აღარ ვყრით.

 უამრავი სათამაშო გვაჩუქეს: თოჯინები, სატვირთო და პატარა მანქანები.

„როდესაც გიო ჯიუტობს და არ ჭამს, მის სადილს მაცივარში ვინახავთ, ხოლმე“

 - თმა რომ შეიჭერი, ძალიან გიხდება! საყვარელი ხარ!

 იანა: კიდევ, ახალი მაისური, შარვალი და კაბები მაქვს. მთლიანად ახალი ვარ. (იცინის.)

 - სკოლაში თუ შეამჩნიეს, ახალი ტანსაცმელი რომ გაცვია? რას გეუბნებიან მეგობრები?

 იანა: მეგობრებიც და მასწავლებელიც მეუბნებიან: „ძალიან გიხდება, იანა!“ „ძალიან ლამაზი ხარ!“, „მშვიდობაში!“ ერთხელ კი, ყველაფერი ახალი მეცვა სკოლაში და მთელი კლასი ტაშს მიკრავდა. როდესაც ყველაფერი ახალი მაცვია, ვანათებ, ყურებამდე ვიღიმი და „სუპერ“ განწყობაზე ვარ. ბავშვებმაც ეს მაშინვე შეამჩნიეს.

„როდესაც ყველაფერი ახალი მაცვია, ვანათებ!“

 ანასტასია: გიოსაც ძალიან კარგი ჯგუფელები ჰყავს ბაღში. ბევრი სათამაშო გვაჩუქეს მშობლებმა. ერთ-ერთი ბავშვის დედამ კი, საზაფხულო გამოსასვლელი კაბა მაჩუქა. სიხარულით ჩავიცვამ. უფალს მადლობას ვწირავ, ამდენი ანგელოზი რომ გამოგვიგზავნა და გვეხმარებიან!

 - ანასტასია, იქნებ გახსოვთ ჩვენი მკითხველების სახელები, ვინც გესტუმრათ?

 ანასტასია: ძალიან ბევრმა მოგვიტანა პროდუქტი და ტანსაცმელი ისე, რომ ჩვენთვის სახელები არც კი უთქვამთ. გამიხარდა, როდესაც შემეხმიანა ჩემი თანაკლასელი, ბაკურიანის სკოლიდან - მირანდა აბრამიშვილი. იანას დაბადების დღე ჰქონდა 1 აპრილს და მირანდამ უგემრიელესი ტორტი გვაჩუქა. მერე კი, გოგოებმა ბაკურიანიდან მაგიდაზე დასადგამი გაზქურა გამომიგზავნეს. გოგოებო, დიდი მადლობა რომ გახსოვართ და გულით გსურთ, რომ დამეხმაროთ! ძალიან მიყვარხართ!

საჩუქარი ყოფილი თანაკლასელებისგან

 მინდა, მთელი გულით გადავუხადო მადლობა თეა გრიგოლიას. ტანსაცმელი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ჩვენთვის. ტაქსის მანქანა სავსე იყო, იმდენი ნივთი გამოგვიგზავნა. სახლში ძლივს ავიტანე, იანა და გიო მეხმარებოდნენ. ხელში ვერ ვიტევდით! ყველაფერი გაითვალისწინა, ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც. ძალიან კარგი ჯემპრები, ქურთუკები, თეთრეულიც კი.

 იანა: დედიკო, ის დეიდა არ დაგავიწყდეს, მტვერსასრუტი რომ მოგვიტანა.

 ანასტასია: იანასაც ახსოვს, ვინ გვესტუმრა. (იღიმის.) იმ დეიდას, დედიკო, ჰქვია მარინა ასათიანი. კიდევ, ტაფები და სამზარეულოს ტილოები მოგვიტანა.

 იანა: და კიდევ, სერგო ძიაზე უთხარი აუცილებლად, ნამცხვრები, მარმელადი და გემრიელობები რომ მოგვიტანა.

 ანასტასია: სერგო მურჯიკნელმა ოთხი ჩანთა პროდუქტი მოგვიტანა, ტკბილეულის დღესასწაული მოუწყო ბავშვებს.

 ისე მოსწონთ ეს ყურადღება ჩემს შვილებს, გამხიარულდნენ, ცელქები გახდნენ, გიო თვითონ მირბის ყველა სტუმართან, რომ დაელაპარაკოს.

გიო ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ყველას!

 ჩემთვის კი, ეს მეტია, ვიდრე დახმარება და ყურადღება. ეს ახდენილი ოცნებაა! ვიგრძენი ის სიყვარული, რომელიც ბავშვობაში ასე ძალიან მაკლდა.

 იცით, რა სასიამოვნოა (უცებ ცრემლები წასკდა), როდესაც ვიღაცას სჭირდები, როდესაც  შენზე ზრუნავენ. როდესაც გამხნევებენ და გულში გიკრავენ. მეუბნებოდნენ: „ნუ დარდობ, ანასტასია, სიკეთე ყველასთვის არსებობს.“ „ჩვენც გვიჭირდა, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით მაგრამ, როგორღაც გამოვძვერით. შენც ყველაფერი გამოგივა.“ ყველამ, ვინც კი მესაუბრა, იმედი მაჩუქა.

 მიყვარხართ! ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის! ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

 იანა: პატარები, მე და გიო რასაც ვიტყვით, იმასაც გადასცემთ მკითხველებს?

 - რა თქმა უნდა, რა გადავცე?

 იანა: უამრავი ჰაეროვანი კოცნა!

 გიო: ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

 - ანასტასია, სახელმწიფოსგან თუ მიიღეთ რაიმე დახმარება, პროექტის მსვლელობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ? მერიისგან ან გამგეობისგან?

 გიო: სასადილოში პასკები მოგვცეს.

 იანა: გიო, ეს აღარ არის ახალი ამბავი. სასადილოზე ისედაც იციან. „ახალ“ ახალ ამბებზე გვეკითხებიან.

 ანასტასია: მთავრობის მხრიდან ახალი არაფერია.

 - კიდევ რა დახმარება გჭირდებათ, ანასტასია?

 ანასტასია: უკვე მერიდება, თქვენს ფონდს რამე რომ ვთხოვო, გულიანად დამეხმარნენ ადამიანები. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რა გვაწუხებს.

 ძველი, ხის ფანჯრებია ჩვენს ბინაში. ქარიან ამინდში სახლში ძალიან ცივა, წვიმის დროსაც შემოდის წყალი. სამზარეულოს ნიჟარას წყალი გასდის, ვერ ვხვდები, რომელი შლანგებია დაზიანებული. მეშინია, მეზობლებთან არ ჩავიდეს წყალი. თუ ამის მოწესრიგება მოხერხდა, ამოვისუნთქავ. უფლის ნებაა ყველაფერი. ყველაფრისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

 ***

 ანასტასიას მოერიდა და არ უხსენებია სხვა პრობლემები. ის, რომ აკლიათ საკვები, გაზის გამათბობელი კი გაფუჭებულია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თქვენ ხედავთ იმაზე მეტს, რაც არის თვალშისაცემი. ისედაც გეცოდინებათ, რა  შეიძლება აწუხებდეს ორი შვილის მარტოხელა დედას.

 საოცარი გული გაქვთ ყველას და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასე უხვად გასცემთ ამ სითბოს! სწორედ მან გადაარჩინა ეს ოჯახი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ტეფნაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!









მსგავსი პროექტები: