პროექტის რეპორტი სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიმწრისგან რომ ვტირი, მუსიკას ხმამაღლა ვრთავ, ბავშვებმა რომ არ გაიგონ...

page info icon
2022 აპრილი 8
რაც არ უნდა ეცადოს, დედა ვერ გააგებინებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა, არ არის ბედნიერების საწინდარი, რომ მარტო პურით არ ცხოვრობს ადამიანი. სამი წლის ნიას, ხუთი წლის ნიკას და ათი წლის რომას, დიდი ხანია აღარ სჯერათ ასეთი ზღაპრების.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,852 ₾
( 143 დონორი )
დასრულებულია
„რა მაგარი დღეა, რა ნათელი მზეა... დღეს, ჩვენი ოჯახის ხელახლა დაბადების დღეა...“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „დიახ, დიახ! თითქოს, ხელახლა დავიბადეთ ყველანი ერთად. დიახ, დიახ! მზეც უფრო მეტად ბრწყინავს. თითქოს, უკვე სიცოცხლეც მიხარია. იმედი მოგვეცა, რწმენა დაგვიბრუნდა. იცით, როგორ გაგვახარეთ? ამდენი საჩუქარი არასოდეს მიგვიღია...“ - ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ეს სიტყვები იზამ. მის თვალებში მართლაც დავინახეთ რწმენის და იმედის სხივი. გმადლობთ, კეთილო ადამიანებო, რომ ჩვენს გვერდით დგახართ სიღატაკესთან ბრძოლაში და ცდილობთ, უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ბედნიერი  დღე გაუთენოთ.
„უკვე ყველგან შემიძლია წასვლა ჩემი ლამაზი კაბით!“
           ხიხაძეების მრავალშვილიან, უაღრესად შეჭირვებულ ოჯახს კარგად იცნობთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო. ისინი ერთ პატარა ქოხში ცხოვრობენ, სადაც არ აქვთ არანაირი პირობა. არც არაფერი გააჩნიათ. ულამაზესი ნიაკო, ცელქი ნიკოლოზი და გალანტური რომა, ის ქართველი ბავშვები არიან, რომლებიც გემრიელობებზე, სათამაშოებზე  და ფუმფულა ლოგინზე ოცნებობენ. იხილეთ პოსტი, რომელიც ჩვენმა ფონდმა 8 აპრილს გამოაქვეყნა:
         - იზა,  ძალიან გახარებულები ხართ თქვენც და ბავშვებიც. გვინდა, რომ თქვენი სიხარული ჩვენც გაგვიზიაროთ.
        იზა (40 წლის): სარეცხი მანქანა რომ დავინახე... ჯერ ისევ ყუთში იყო, მაგრამ მივხვდი, რაც იქნებოდა... სიხარულისგან შევკივლე.
„მოდი, შიგნითაც შეიხედე... ისეთი ახალია-ა-ა-ა და კრიალა-ა-ა-ა“
        მერე, გაზქურა... ისიც ოცნებად მქონდა ქცეული... როდის შევძლებდი ამ ნივთების შეძენას? ალბათ, ვერასდროს! რა კარგი ადამიანები ხართ, როგორ ზუსტად იცით, რა დროს რით შემოგვეშველოთ. აი, სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. დედა ვარ და ეს ყველაფერი ჰაერივით მჭირდებოდა.
       - ბავშვებსაც გაუხარდათ?
        იზა: რა თქმა უნდა, მათაც. ისინი სხვანაირი ბავშვები არიან. დედა რომ წვალობს, გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ. თუ გახსოვთ, რომა სარეცხ მანქანაზე ოცნებობდა იმიტომ, რომ დედას წვალება შეუმსუბუქდესო. ნიაკო ხომ, ერთი ციდაა? იცით, საოჯახო საქმეებში როგორ მეხმარება? ხვეტავს, ჭურჭელს რეცხავს... სულ თავისით. ხანდახან, ხელსაც მიშლის ამით, მაგრამ არ ვუკრძალავ. ვეუბნები, ერთად გავაკეთოთ, ასე უფრო მეტს მოვასწრებთ და უფრო ხარისხიანად გავაკეთებთ-მეთქი. 
„დედიკო, აქ გამოვაცხობთ, ხომ, ორცხობილებს?“
        ნიაკო (4 წლის): მე თოჯინებიც გამიხარდა... ძალიან ლამაზები არიან „ტირიანი“ თოჯინები!
        - როგორი?
        ნიაკო: „ტირიანი“.  აი, ტირილი რომ შეუძლიათ. გინდა, მოგასმენინო? დაიცა „სოსკას“ ჩავუდებ. 
        ნიკოლოზი (5 წლის): მოიცა, არ ატირო, ცოდოა... რა თავისნაირი მტირალა თოჯინა აჩუქეთ... (იცინის, ხითხითებს.) აი მე, ეგ თოჯინა სულაც არ მომეწონა. მე კანფეტები და „პეჩენიები“ მომეწონა. ერთიანად გადავსანსლე. 
„მალე გახსენი, გოგო... ძალიან მინდა გავსინჯო, თორემ შენ შეგახრამუნებ...“
„მპა-მპა-მპა... რა გემრიელი ხარ, ნამცხვარო!“
         - და-ძმა არ დაგეხმარა ჭამაში?
         ნიკოლოზი: აბა, ამათ გარეშე, როგორ? დედა რომ ვერ გვყიდულობდა, ცოდოები ხომ ვიყავით? მე არ ვტიროდი, მე ღონიერი და კუნთებიანი ბიჭი ვარ, ნია კი ტიროდა. ხომ გითხარი, ეს მტირალაა - მეთქი.
          - კუნთებიანი როგორ გახდი? ვარჯიშობ?
          ნიკოლოზი: აბა, რა... მართალია ჯერ სავარჯიშო რაღაცეები... ისინი... რა ჰქვია...
          - ჰანტელები?
          ნიკოლოზი: ჰო, ეგენი და კიდევ სხვა „რაღაც-რუღაცეებიცაა“... სახელი არ მახსოვს. ჰო, ეგენი არ მაქვს, მაგრამ ისე ვვარჯიშობ. რომ გავიზრდები, ყველას უნდა მოვერიო. ახლა ბევრი საჭმელებიც ხომ მოგვიტანეთ, ეგეც მომეხმარება, ღონე რომ მომემატოს. ჰოდა, დედიკო რამე გემრიელს გამიკეთებს, მაგის ხელებს ვენაცვალე... (ყველანი ვიცინით.)
          - რომა შენ რატომ ხარ ჩუმად?
           რომა: მე ყველაფერი გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. დედა მთელი დღე რეცხავდა. ახლა, მის ნაცვლად ეს „იგუგუნებს“. (ისევ გვეცინება.)
           - ძალიან ხალისიანი ბავშვები ხართ!
            იზა: უხარიათ.
            - იზა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? პირადად თუ მოგინახულათ ვინმემ, ან დაგირეკათ, გაგამხნევათ?
            იზა: ეგეც იყო. არასოდეს დამავიწყდება სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.  ქუთაისიდან იყვნენ. ისე მოულოდნელად მოვიდნენ... 
           ნიკა: სანტა კლაუსებივით, ოღონდ ზაფხულში...
           - და რა საჩუქრები მოგიტანეს ზაფხულის სანტებმა?
           ნიკა: რაც მთავარია, ველოსიპედი!
            იზა: უამრავი საჩუქარი! საკვები: კარტოფილი, ზეთი, ფქვილი, ხორცი, ტკბილეული, წვენები. ჰიგიენური საშუალებები, სათამაშოები... 
            ნიაკო: და ჩემი კაბები? იცით, რა ლამაზი კაბები მომიტანეს? აი, ამდენი. (პატარა ლამაზ თითუნებს გვაჩვენებს.) მე არ მქონდა კაბები, ზეიმზე რომ ჩამეცვა და ვტიროდი.
          - ზეიმზე ბაღში? ბაღში დადიხარ?
          ნიაკო: ახლა მახველებს. რომ მცოდნოდა, ავად გავხდებოდი, ტკბილ წამლებს დაგაბარებდით. წამლები ცუდია, მაგრამ ტკბილებს, არა უშავს... ისე მინდა ბაღში წასვლა, მე ხომ ახალი კაბები მაქვს.
         - მალე გამოკეთდები, პატარავ, და წახვალ ლამაზი კაბებით ბაღში.
         იზა: მინდა, იმ ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო, მეამაყება, რომ ჩემს პატარა საქართველოს ასეთი ახალგაზრდები ჰყავს! ბედნიერება და ბარაქა მათ ოჯახებს!
         - იზა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?
         იზა: დასაქმების პროგრამაში ჩამსვეს. მე საბავშვო ბაღში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ, 300 ლარი მაქვს ხელფასი. მართალია, საერთოდ, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ სულ არარაობას სჯობია. რას ამბობთ... ჩემი ოჯახისთვის, ეს მაინც დიდი ფულია... ჩვენ ხომ, ძალიან ღატაკები ვართ.
          - ნათესავები თუ გეხმარებიან?
          იზა: ისეთი არავინ მყავს, სისტემატიურად რომ შემაშველოს ხელი...
          - ალბათ, კიდევ უამრავი საჭიროებები გაქვთ... ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რას გამოჰყოფდით?
           იზა: როდესაც ადამიანს არაფერი გაგაჩნია... ახლა უკვე, ამ გაზქურის და სარეცხი მანქანის გარდა... აღარ ვიცი, რა ვთქვა... მერიდება. ისედაც ბევრი ოჯახი შევაწუხე. მათ ხომ თავად მოიკლეს და ჩვენ შეგვმატეს. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი გაგვიხარდება.
         - მოდით, ბავშვებს ვკითხოთ. რომა შენ გვითხარი.
          რომა: მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. დედა, უფულობის გამო ფეხბურთზეც ვერ მატარებს. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი თამაშებს ტელევიზორში. ისეთ ტელევიზორზე ვოცნებობ, რომელიც კარგად აჩვენებს. 
          - ვისი ფანი ხარ?
          რომა: მე - გიორბელიძის.
          - გურამ გიორბელიძის ფანი ხარ, შესანიშნავია! იმედი მაქვს, ტელევიზორიც მალე გექნება და გიორბელიძის თამაშს მიადევნებ თვალ-ყურს, როგორც საქართველოს ნაკრების, ასევე გერმანიის, დრეზდენის კლუბის თამაშებზეც.
          ნია: მე ბაჭია მინდა, ფუმფულიკო ბაჭია, რომ ჩავეხუტო და ბევრი მოვეფერო. (ხელები შემოაჭდო დედას კისერზე.)
***
         მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, დღეს ძალიან გახარებულები არიან. მაგრამ, კიდევ ბევრი საჭიროებები  დარჩათ. ოჯახს არ აქვს ნორმალური ავეჯი. ბავშვებს სძინავთ ძალიან ცუდ საწოლებზე. არ აქვთ მაგიდა, სკამები. მორიგეობით უწევთ საუზმობა, სადილობა, ვახშმობა. მთელი მათი შემოსავალი კვებასაც არ ჰყოფნის. ჩვენი თანადგომა და დახმარება ისევ სჭირდებათ. იმედია, ელოდებოდით ამ სტატიას, გსურდათ გაგეგოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ხიხაძეების ოჯახში. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესობისკენ მივიწევთ. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, თქვენთან ერთად, ჩვენო ძვირფასო მკითხველო! მაგრამ, კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გავხადოთ ამ ანგელოზების ყოველი დღე! დარწმუნებული ვართ, თქვენც სწორედ ეს გინდათ! მადლობა ამისთვის!
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებულის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხიხაძეების ოჯახი)
 თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
       თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: