პროექტის რეპორტი შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს...

page info icon
2022 აპრილი 21
page info icon
921
ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ - ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან. იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე - არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,965 ₾
( 222 დონორი )
დასრულებულია
თქვენს შესახებ რომ გავიგე, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა დროებით გადავიფიქრე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
             „ჩვენს სახეებზე ღიმილი, თქვენი დამსახურებაა“
         არღანაშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ორი წლის ბარბარეა. მას უწევდა იმის ატანა, რასაც დიდებიც კი ვერ უძლებენ. ოჯახი ცივ ზამთარს ატარებდა გაყინულ იატაკზე  და მონაცვლეობით ეძინათ ძირს მიგდებულ ძველისძველ  ლეიბზე. ასე იყო იქამდე, სანამ ეს ოჯახი, თქვენს სიკეთეს მიენდობოდა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/864-arganashvili/ 
          იმ სიკეთისთვის, რაც გაიღეთ, თქვენთვის კიდევ ერთი ოჯახი ლოცულობს.  ახალი ლოგინი აქვთ, სადაც 18 წლის რუსას და მის 2 წლის შვილს სძინავთ. ასევე, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი არის ტელევიზორი, რომელიც ისინი ყოველდღიურობას უხალისებთ და უფერადებთ. 
          - დიანა, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ახლა, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, რაც ხალხმა გაგიცნოთ? 
          დიანა: ჩვენი ცხოვრება მონეტის მეორე მხარეს დაემსგავსა, იმას, რომელიც გამარჯვებას ნიშნავს. გამარჯვებას, რომელიც მარტოობის დამარცხებას ნიშნავს. ადრეც აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად, სიმარტოვეში ცხოვრება გვიჭირდა. არც პატრონი გვყავდა, არც მომკითხავი.
 სახლში ისე ხშირად აღარ ისმის ბარბარეს ტირილის ხმა. ჩვენ ხომ, ტელევიზორი გვაქვს რომლითაც, ჩვენც ვერთობით და მასაც ვართობთ. ღამის მოსვლა აღარ გვეზიზღება, რადგან ბავშვებს სრულფასოვნად სძინავთ ახალ კომფორტულ ლოგინში. მახსოვს, პირველად, ლოგინი რომ მოიტანეს, რა ტკბილად და გემრიელად ეძინათ ღამით. ისე გათენდა, ბარბარეს ერთხელაც არ გაუღვიძია. ნეტავ გენახათ, როგორ გაიშალა ბავშვი წელში, დაისვენა, ალბათ, წოლისგან მოკუნტულმა სხეულმა... 
           მაცივარიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სხვა ნივეთები. ვერც შევადარებ, რადგან სახლში ყველაფერი თავისებურად საჭირო იყო.
ძალიან გაგვახარეთ და დიდი ამაგი გაწიეთ, დაუვიწყარი გრძნობა მაჩუქეთ, რისთვისაც ვლოცავ თითოეული თქვენთაგანის კეთილ გულს.        
  „ჩვენს ლოგინში ჩემი თოჯინაც ეტევა“
          - დიანა, ახალი სანაცნობო ხომ არ გყავთ ? ვინც, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში? 
         დიანა: ძალიან გამახარებდა და გამაბედნიერებდა ახალი ნაცნობობა და ურთიერთობები მაგრამ, არც ინტერნეტი გამაჩნია, არც ნორმალური ტელეფონი რომ სოციალურ ქსელებში ვიაქტიურო. ვიცი, რომ ჩემს პოსტს გამოხმაურება ჰქონდა, წერდნენ კომენტარებს, გვლოცავდნენ, გვკითხულობდნენ. მაგრამ, აბა, როგორ მეპასუხა?.. ესეც გადმოცემით ვიცი. ორი ბიჭი იყო მოსული ჩვენთან და ძალიან ბევრი პროდუქტი მოგვიტანეს, გაოცებული დავრჩი მათი გულისხმიერებით, არ შემეძლო, არ აღმენიშნა. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, რაც გაიმეტეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასმაგად დაუბრუნდეთ უკან. ბედნიერება მარტო ფულს კი არ მოაქვს, უფრო ხშირად მოაქვს ურთიერთობებს და ყურადღებას... ვცდილობ, ჩემი შვილებიც ასე გავზარდო.
“რომ მოგვწყურდება, მაცივარში ცივი წყალი სულ გვექნება. ხომ კარგია, ბებიკო?“
         - რუსა, შენ რას გვეტყვი, როგორ მოგწონს საჩუქრები? ახლა როგორ ატარებ სახლში დროს?
რუსა (18 წლის): რა შედარებაა, სანამ ეს ყველაფერი გვექნებოდა, არ ვიცი როგორც ვცხოვრობდით... ალბათ, უფრო ვარსებობდით. ხომ გახსოვთ წინა შეხვედრის დროს ბარბარეს რა სჭირდა?  ბავშვი დასტრესილი იყო სიცივით, უჭმელობით და ცუდი ძილით. ახლა უყურეთ, რა სხვანაირია, სახე გაუნათდა. ის რომ ბედნიერია, ჩვენც ყველანი ბედნიერები ვართ.  დედისთვის შვილის გახარებულ თვალებზე ტკბილი, არაფერი არსებობს, მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო ამ განცდებისთვის. მე მჯერა, რომ თუ ღმერთმა ნუ ქნას და ოდესმე თქვენც გაგიჭირდათ, ისევე დაგეხმარებიან და არ მიგატოვებენ, როგორც თქვენ, ჩვენ... 
           
        „დედა, აი, იც კიკი მაუსი ჩამირთე ლააა“ 
         - რუსა, სწავლაზე ხომ არ მოგიფიქრებია რამე, როგორც მახსოვს ძალიან მოწადინებული იყავი.
          რუსა: სწავლაზე, დიდი ხანია, ნაფიქრი და გააზრებული მაქვს ყველა დეტალი.  ვიცი, რაც მინდა და მიზნის მიღწევის სურვილი ძალიან დიდია. თუმცა, ხელ-ფეხი მაქვს ისევ შეკრული, არ მაქვს კომპიუტერი. ყველაფრის სწავლას ვაპირებ ინტერნეტით, რადგან იმის საშუალება არ მექნება, რომ მოვემზადო და ცოდნაში ვინმეს ფული გადავუხადო. უფრო იაფი გამოდის ინტერნეტით სწავლა, უბრალოდ ამისთვის, კომპიუტერია საჭირო. არ არის აუცილებელი, ახალი იყოს, ნახმარსაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი. მთავარია, მუშაობდეს და თავის საქმეს აკეთებდეს.
“მეც მინდა, ეგეთ სახლში ვიცხოვროთ ყველამ“
       - დიანა, ადგილობრივი ხელისუფლება ხომ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც პოსტი გამოვაქვეყნეთ? 
       დიანა: ძალიან განაწყენებული ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე. აუცილებელია, რომ ვიღაცამ თავი მოიკლას, ან, შიმშილით დაიღუპოს ვინმე, ყურადღება რომ მოგვაქციონ უბრალო ხალხს? ჩვენს უბანში, ჩემზე გაჭირვებული მეორე არ დადის, მეზობლებს ფანჯრებს ვუწმენდ ხოლმე, რომ კაპიკი კაპიკს დავადო და ქირის ფული როგორმე შევაკოწიწო. ხანდახან, სეზონზე, აქაურებს ხილის კრეფაშიც ვეხმარები. არანაირ სამსახურს არ ვთაკილობ, მაგრამ არ მყოფნის. იყო შემთხვევა, რომ ერთ დღეს ქირის ფული ვერ შევაგროვე და მეპატრონემ სახლიდან გამოგვიშვა.  თვენახევარი პრაქტიკულად გარეთ გავატარეთ. ვიყავი მისული ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და ვთხოვე: „სიღარიბის ზღვარს  ქვემოთ ვართ, ორ წლის ბავშვთან ერთად და გარეთ ხომ არ დაგვტოვებთ? ქირის გადახდაში მაინც მოგვეხმარეთ.“ მაგრამ, უარი მითხრეს. ჩემს უბანში საახალწლო ნუგბარი რომ მოიტანეს, ყველას მისცეს ჩემს გარდა. მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჩემმა ოჯახმა რა დააშავა... რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ღარიბ და გაღატაკებულ ადამიანებს ყველაზე ცოტა ყურადღებას გვითმობენ. არადა, ჩვენ უნდა ვიყოთ პრიორიტეტში.
          - დიანა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება? 
         დიანა: როდესაც ყველანაირი გასაჭირი გაქვს ნანახი,  მთავრობას არ აინტერესებ, არ გაქვს არავის იმედი და უცებ, შენს ცხოვრებაში ჩნდება მთელი რიგი უცხო ადამიანების, ვინც გაძლევენ იმას, რაც არასდროს არავის მოუცია... წარმოიდგინეთ, რას ნიშნავთ ჩვენი ოჯახისთვის?  უდიდესი და შეუფასებელი როლი გიკავიათ. ადამიანები, რომლებსაც არც კი ვიცნობ, მათი მადლობელი სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიქნები. სამაგიეროდ, მათ სიკეთეს ვიცნობ და ყოველთვის ვეცდები, ამ საქმეში მეც მივბაძო მათ.
         - დიანა, სულ ბოლოს, მინდა, თამამად მითხრათ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, კიდევ რაიმე ხომ არ სჭირდება თქვენს ოჯახს? 
        დიანა: რადგან ნებას მრთავთ, რომ კიდევ ვითხოვო რამე, მაშინ, ყველაზე საჭიროს გეტყვით... სარეცხი მანქანა ოცნებად მაქვს ქცეული, ხელებზე შემომხედეთ, რას მიგავს, ეს აღარ არის ქალის ხელები... მეშინია, ამდენი სარეცხის მოხრილი რეცხვისგან, კუზი არ ამომივიდეს. ძალიან დავიღალე, შვილო... მთელი ცხოვრებაა ტანჯვა-წამებით და წვალებით მოვდივარ. იქნებ, ცოტა დასვენება მეც მეღირსოს ასეთ ასაკში. ეს ერთი თხოვნაა, მეორე კი, ქირას ეხება. 250 ლარის გადახდა, ჩვენი ოჯახისთვის დამანგრეველია, ძლივს ვართმევთ თავს. ამაშიც თუ შეგვეშველებით, თავს უფლებას მივცემ, გარკვეული პერიოდი მშვიდად ვიცხოვრო და ეზო-ეზო აღარ ვიწანწალო. იქნებ მოვიდეს კიდეც ის დრო, ისე გვატარო დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან, რომ წასვლის დროს, 100 წლის მერე, მშვიდად წავიდე აქედან.
           
     „ჩემი ოჯახი, ჩემი სიცოცხლის აზრია“
***
          ძვირფასო მკითხველო! რა ხანია, ჩვენთან ერთად ხარ, ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი ხარ. იცნობ ამდენ ოჯახს და   მათ კეთილდღეობაში მონაწილეობა გაქვს მიღებული. ახლაც დაელოდება ეს საყვარელი  ოჯახი თქვენს კეთილ ნებას... ვიცი, რომ იმედებს კვლავ გაუმართლებთ. რადგანაც, უკვე ბევრჯერ გყავთ გადარჩენილი გაჭირვებული ოჯახები შიმშილობას, უსახლკარობას და ყინვებს. თქვენ ზუსტად იცით ბედნიერებისთვის ვის რა სჭირდება. უკვე ისეთი გამოცდილები ხართ სიკეთის კეთებაში, ბადალი არ გყავთ. არღანაშვილების ოჯახს ძალიან გაახარებთ, თუ პირადად ესტუმრებით ან, დაურეკავთ და გაამხნევებთ. თბილ მოკითხვას შეუთვლით და იმედს არასდროს დაუკარგავთ.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: არღანაშვილების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: