პროექტის რეპორტი ჯერ ქორწილი იყო, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯერ ქორწილი იყო, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება

page info icon
2022 აპრილი 28
page info icon
4983
ლევანი ქორწილში წავიდა, ლანჩხუთში. ახალგაზრდა, ლამაზი და მხიარული, 18 წლის, უნივერსიტეტში სწავლობდა, მეორე კურსზე. როდისღა უნდა დატკბეს ცხოვრებით? ღამით კი, დედასთან, ოლიასთან მივიდნენ ახლობლები: „ოღონდ არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი...“ – „ვაიმე, რას ამბობს ეს ხალხი! გაჩუმდით, გაჩუმდით! ეს ტყუილია, არ-ა-ა! ჩემი სიკვდილი გინდათ?! რა სჭირს მის ლევანს? სად უნდა წავიდეს, რატომ?!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,603 ₾
( 286 დონორი )
დასრულებულია
მძიმედ დაავადებული ბიჭის სიმღერა ქართველი ხალხის სიკეთეზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ლევანი ხუმრობისა და ცელქობის ხასიათზე მოვიდა
           მეგობრებო, გახსოვთ რა უბედურება დაემართა ამ არაჩვეულებრივ ოჯახს?
ლევანი საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ტვინი იმდენად ჰქონდა დაბეჟილი, რომ ექიმებს მისი ნახევრის მოკვეთა მოუხდათ
ლევანი ბავშვად გადაიქცა, რომელიც ვერ ჭამს და ვერ დადის. პამპერსი სჭირდება და ცალკეული სიტყვებით საუბრობს
ლევანის შესახებ აპრილის თვეში გიამბეთ: (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/865-sogomonovi/).
         „და უცებ, ამხელა ბედნიერება გვეწვია, რომელსაც  ვერც იტევს ჩვენი სახლი! ჩემმა უნარშეზღუდულმა შვილმა კი, სიმღერა დაიწყო! - ოლია მეხვევა და ოთახში მეპატიჟება. - მთელი დღე მუსიკა გვაქვს ჩართული, ყველანაირი, რაც ჩემს ბიჭს უყვარს. „დედა, ქეთა თოფურია ჩართე, დედა „ქვინი“ მინდა, დედა, „სახე“ მინდა...“ ვაიმე, ასეთს რომ ვხედავ, მავიწყდება ჩემი წნევაც, შაქარიც, მიასმაგდება ძალა. ჩემი შვილი მხიარულობს, უხარია ახალი ტელევიზორი, პლანშეტი. გკოცნით და გეხვევით, მიყვარხართ, ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ! ჩემო ახლობლებო და საყვარელო ადამიანებო, გმადლობთ, რომ ჩემი შვილის ამბავი ასე განიცადეთ. გმადლობთ, ჩემი ტკივილი, გულთან ასე ახლოს რომ მიიტანეთ.“
- სწორად აღნიშნეთ ოლია - ახლობლები. პოსტის კომენტარები თუ წაიკითხეთ? იმდენი თბილი სიტყვა ეწერა. უამრავ მკითხველს ერთი სული ჰქონდა, სასწრაფოდ დაგხმარებოდნენ.
ოლია: რწმენა დამიბრუნდა შვილო, სიკეთის რწმენა, გამიჩნდა იმედი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები და ყოველთვის გამომიწვდიან ხელს! ჩვენ მარტონი არ ვართ და ეს უდიდესი ბედნიერებაა! ყველასგან მივიღეთ იმხელა სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემს შვილს ასე ძალიან სჭირდებოდა! თქვენი სითბო მმატებს ძალას, რომ გავუმკლავდე ამ ტვირთს და ტკივილს, რომელიც ლევანის ტრაგედიას უკავშირდება.
 „ლევანს სათანადო ზომის ეტლი აქვს“
- როგორ ხარ, ლევანიკო? როგორ არის ჩვენი ცისფერთვალება ბიჭი? 
ლევანი: მიყვარხარ! (ხელს გულზე იდებს.) იმღერე! შენ და მეც!
(ოლიამ ტელევიზორის ხმას აუწია. მე და ლევანმა ერთად ვიმღერეთ „ჩემო თბილის ქალაქო, შენმა დარმაც იდარა...“ ერთდროულად მეტირებოდა და მეცინებოდა...)
ოლია: ეს ტელევიზორი არის ისეთი კარგი და თანამედროვე, ინტერნეტით. შემიძლია რაც მოუნდება, ის ჩავურთო. კომედიებს ვრთავ „მარტო სახლში“, „ოპერაცია „Ы“. როგორ იცინის, ვაიმე, როგორ უხარია! ის ხომ, ტრაგედიამდე ძალიან ხუმარა და გონებამახვილი ბიჭი იყო, თამამი. მომენტებში, თითქოს ისევ ისეთიც არის. ახლა, ზეპირად იცის სიტყვები და ფრაზები ფილმებიდან, სულ იმეორებს.
და როგორ ცეკვავს, იცი? ძალა ჰყოფნის, ეტლიდან რომ წამოდგეს. ცალი ხელით ეყრდნობა, მეორეთი კი, მოძრაობებს აკეთებს. რამდენი წელი გავიდა, ასეთი აღარც მახსოვს. ღმერთი ყველაფერს ხედავს, რაც თქვენ მისთვის გააკეთეთ. ვევედრები, რომ ყველა მკითხველის ოჯახს ჰქონდეს ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა. ცალკე მადლობას ვუხდი ჩერნოვეცკის ფონდის თითოეულ თანამშრომელს! ვლოცულობ თქვენთვის!
- ლევანიკო, მაჩვენებ, პლანშეტზე რას უყურებ?
ლევანი: „ტომი და ჯერის“ ახლა მიაუ გამოვა და ვითხა. ბახ! ბახ! მიაუ ტირის. ბახ! (იცინის.)
ოლია: ისიც კი გაახსენდა, უნივერსიტეტში გოგონების გაცნობის რა ხერხი ჰქონდა. წარმოგიდგენიათ? მისი ტვინი მუშაობს, პლანშეტში რომ იქექება.
ლევანი: სიგარეტი ხომ არ გაქვთ? ასე ვამბობდი.
- ოჰ ლევანიკო, ისევ ისე აბრიალებ ამ ლურჯ თვალებს, არ დაგვიწყებია.
(ლევანი იცინის.)
ლევანი იპრანჭება 
- ოლია, ვიცით, რომ უამრავი ადამიანი გამოგეხმაურათ. მაგრამ,  პირადად თქვენ, ვინ დაგამხსოვრდათ ყველაზე მეტად? შეგიძლიათ, მათი სახელები რომ გვითხრათ?
ოლია: კი, ნამდვილად უამრავმა ადამიანმა დამირეკა. გვკითხულობდა, უამრავ თბილ სიტყვას მეუბნებოდა. მერე კი, ფონდის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხას. თქვენი დამსახურებით, ახლა გვაქვს ყველაფერი, რაც ლევანის ასე ძალიან სჭირდებოდა: ახალი ეტლი, დიდეკრანიანი ტელევიზორი, პლანშეტი, ახალი კარ-ფანჯარა, ლევანი სითბოში რომ იყოს. ყველამ ერთად იზრუნეთ ჩვენზე, და უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი.
შეიძლება გითხრათ, თვითონ ლევანი რამ აღაფრთოვანა ყველაზე მეტად? ერთ დღეს მოვიდა ბიჭი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან. თქვენი პოსტის მეშვეობით გაიგო ჩვენზე. ლევანის მოუტანა თაფლი და მისი საყვარელი ტკბილეული. თბილად ვსაუბრობდით. უცებ ადგა, მივიდა ჩვენს პიანინოსთან, რომელიც ამდენი წელია დუმს, დაჯდა და ერთი მელოდიის დაკვრა დაიწყო. ასე უკრავდა ორი საათი, ლევანი კი როგორც შეეძლო, ისე აძლევდა ბანს. ამას რა დამავიწყებს?! საბოლოოდ მაინც არ გვითხრა მისი სახელი. მაგრამ მისი კეთილი თვალები და სახე სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ეს ბიჭი ჩემთვის სიკეთისა და უანგარობის მაგალითია.
იცით, ისეთ დარდიან დედასაც კი, როგორიც მე ვარ, ხანდახან შეუძლია ბედნიერი რომ იყოს. ადრე, ავარიამდე, ვოცნებობდი, რომ ჩემი ლევანი უნივერსიტეტს დაამთავრებდა, ლამაზ გოგოს მოიყვანდა და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ, ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ახლა, უბრალო რამეები მაბედნიერებს - ახალი ეტლი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა, მედიკამენტები, რომელიც ჩემს შვილს აცოცხლებს, პროდუქტი, რომელზეც ვოცნებობდით. გამაბედნიერა თქვენმა დახმარებამ და გვერდში დგომამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემს მდგომარეობაში.
წამოდით, ჩემი დღევანდელი სიხარულის მიზეზს გაჩვენებთ. ფონდმა მოგვიტანა მეტალო-პლასტმასის ახალი კარ-ფანჯარა. რომ აცივდა, ძალიან ვდარდობდი. და აი, ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი თქვენგან. მოგწონთ?
         - ძალიან! ესე იგი, ახლა, ლევანის ოთახში აღარ დაუბერავს.
         ოლია: აი, ეს მახარებს. მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიქნები! ნახე, ლევანის ოთახის კარები როგორი ძველია, თან ეზოში გადის. მინები კი, ლურსმნებით არის მიმაგრებული. ღრიჭოებიდან სიცივე შემოდიოდა. ახლა, გული დამშვიდებული მაქვს, თქვენ დამამშვიდეთ.
ახალი და კარგი - ძველი ხის კარების ნაცვლად
- ოლია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა აქტიურობა? ჩვენი პოსტი ქმედებისკენ, მათაც ხომ მოუწოდებს.
ოლია: ეეჰ... არა, საყვარელო, არანაირი. პენსიას და დახმარებას ვიღებ. ჯამში იმდენად ცოტა გამოდის, რომ ხორცი, თევზი, ყველი, ნამცხვარი ფუფუნებაა ჩვენთვის, ოცნებად გვაქვს ქცეული. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთებსა და მედიკამენტებს ვერ ვყიდულობთ. ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ გვეხმარება.
ხალხის დახმარებით ჩემს შვილს ახალი, სათანადო ზომის ეტლი აქვს. ძველი უკვე პატარა იყო და ორჯერ, ცუდად დაეცა კიდეც. მაგრამ, გარეთ რომ გავიდეთ, უნდა ჩავიდეთ დანგრეული, ციცაბო კიბით. კიბეზე ეტლით ლევანის მარტო ვერ ჩავიყვან. პანდუსი გვჭირდება. დავწერეთ განცხადება, დახმარება ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. სულ გვპირდებიან, მაგრამ როდის რა იქნება?! რამდენი ხანია, ლევანი გარეთ არ ყოფილა. ისე მეცოდება, მას ხომ მთელი გულით უნდა, თვითონ რომ იაროს ახალი ეტლით.
ლევანი: კი, კი, გარეთ, გარეთ, მინდა! წავიდეთ!
- ლევანიკო, აბა, მაჩვენე როგორ მართავ შენს ახალ ეტლს.
(ბორბალს ატრიალებს იმ ხელით, რომელიც პარალიზებული არ აქვს, ეშმაკური ღიმილით მიახლოვდება და უცებ, სამხედროსავით მესალმება.)
ოლია (ღიმილით): აი, ასე მაიმუნობს და ცელქობს.
- რა მაგარი ხარ, ლევან!
(ჰაეროვან კოცნას მიგზავნის პასუხად.)
- შენ რომელი საჩუქარი მოგეწონა ყველაზე მეტად?
(ლევანი დედას უყურებს - ელოდება კარნახს. ოლიას პლანშეტი მოაქვს, ისიც მაშინვე იწყებს ლაპარაკს.) 
ლევანი: პლანშეტი მიყვარს ძალიან! პლანშეტი ჯიგარია!
ოლია: ადრე, ლევანისთვის მედიკამენტებს ვიღებდი უფასოდ, სამ თვეში ერთხელ. ახლა კი, ესეც შეუძლებელი გახდა, რატომღაც. დიდი მადლობა, რომ შეგვეშველეთ, „ეპიქსი“ და „ფინლეფსინი“ შეგვიძინეთ. მას ხომ, არ შეუძლია წამლების გარეშე: ვერ გამოიძინებს და მაშინვე ეპილეფსიის შეტევები ემართება. ჯერჯერობით მაქვს თქვენი მოტანილი მედიკამენტები და კაი ხანია, ეს შეტევები არ მინახავს. ღმერთმა ქნას, რამე იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც გამოგველევა. უბრალო ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ხელისუფლების.
საოცნებო პლანშეტი უკვე ლევანის ხელთაა
უკვე დიდი ტელევიზორის ეკრანზე შეუძლია ნებისმიერი მულტფილმისა და ფილმების ყურება
ლევანს ცეკვა უნდა!
- იგრძნობა, რომ შემდგომი პრობლემების შიში გაქვთ, ოლია. გაგვიზიარეთ, ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ!
ოლია: დიახ, რა თქმა უნდა, მეშინია. ახალგაზრდა არ ვარ, ლევანს ვერ დავტოვებ, სამსახურში რომ გავიდე. პრობლემები იქნება: მედიკამენტები და საკვები გამოგველევა და ისევ წავალთ იგივე წრეზე. უზრუნველი ცხოვრებაც დასრულდება იმიტომ, რომ ვერ ვმუშაობ და მხოლოდ პენსიით ვარსებობთ. მაპატიე, რომ ამ ყველაფერს ისევ თავს გახვევთ, შენც და სხვებსაც. მერიდება ამაზე საუბარი და ისევ დახმარების თხოვნა, ფონდმა ხომ ამდენი სიკეთე გააკეთა ჩვენთვის. აღარ მაქვს რაიმეს თხოვნის უფლება, მხოლოდ ჩვენ ხომ არ გყავართ. არა, არა, ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით, როგორმე.
მხოლოდ ეს კიბე მაწუხებს ძალიან. არც კი ვიცი, როგორ მივაღწიო იმას, რომ ეს პანდუსი გაკეთდეს. ვინ შევაწუხო? ვისთან მივიდე? არ რეაგირებენ. ლევანთან ერთად ჭიშკრამდე მივდივართ და უკან ვბრუნდებით. ძალიან საწყენია. როგორ მინდა, ვაჩუქო მას ეს სიხარული! მეც როგორ გამიხარდება, თუ გავცდებით ჩვენი სახლის ზღურბლს და სასეირნოდ გავალთ.
 „ახალი ეტლი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს პანდუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ სახლში ან სახლის ჭიშკართან „ვსეირნობ“ ჩემს შვილთან ერთად“
***
მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ და მოუსმინეთ, როგორ მღერის ჩვენი ლევანი! როგორ ცდილობს, თუნდაც ცალი ხელით რომ იცეკვოს! როგორ უნდა, ეტლიდან წამოდგომა! როგორ სწყურია სიცოცხლე! ეს ძალიან ემოციურია, სწორედ ის არის, რაზეც ვოცნებობდით და რაც ვუსურვეთ სულით და გულით! თუ  ასეთი სასწაულების მოხდენა (სხვა რა დავარქვათ ამას?!) შეგვიძლია, რა მოხდება, თუ ერთ ჯადოქრობასაც მოვახდენთ და ამ არაჩვეულებრივი ბიჭისთვის პანდუსს გავაკეთებთ?! ის, რაც გვეჩვენება ძალიან უბრალოდ - პროდუქტი, პამპერსი, მედიკამენტები, პანდუსი, დიდი ბედნიერებაა ლევანის ოჯახისთვის. თავადაც ამღერდებით სიხარულისგან, როდესაც დაინახავთ, რას მივაღწიეთ. ასეთი მომენტები ცხოვრების ბოლომდე გვამახსოვრდება.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოგომონოვების ოჯახი)
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: