პროექტის რეპორტი როცა საყვარელი შვილი ყვირის, - დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს "დედიკო რატომ არ გვაჭმევო"?! რა გულმა უნდა გაუძლოს? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა საყვარელი შვილი ყვირის, - დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს "დედიკო რატომ არ გვაჭმევო"?! რა გულმა უნდა გაუძლოს?

page info icon
2022 ივნისი 16
page info icon
1162
„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ - მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, - მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. - მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,760 ₾
( 245 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
როცა ბედნიერი ხართ, თქვენს მუცელშიც ჩიტები ჭიკჭიკებენ?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         შვიდი წლის ამირანი ამტკიცებს, რომ „ამდენი ბევრი საჩუქრისგან“ მის მუცელში ჩიტებმა დაიწყეს ჭიკჭიკი. ოჰ, რას არ მოიფიქრებენ ეს ბავშვები! მაგრამ, რაც არ უნდა თქვან და როგორც არ უნდა ეცადონ ახსნას, საჩუქრების მიღება როგორ უხარიათ, საკმარისია თვალებში ჩახედოთ, რომ ყველაფერს თავადაც მიხვდეთ.
     „ვინ თქვა, რომ საქართველოში ხალხი გაცივდა და ერთმანეთის გვერდში დგომა აღარ იციან? არ დაიჯეროთ! აქ ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ“. - ამბობს ნატალია. იმდენი ხანია გახარებული არ უნახავს მისი შვილები, რომ დაავიწყდა კიდეც, ბოლოს როდის უხაროდათ რამე.
 
„ჩქარა შევიტანოთ! ჩავრთოთ, ვუყუროთ და ვიცინოთ“
          თქვენ გულით შეისმინეთ მრავალშვილიანი დედის ლოცვა და გვერდი გულგრილად ვერ აუარეთ - საჩუქრები საჭირო და კარგია, მაგრამ ვერ შეედრება იმ ყურადღებას და სითბოს, რომელიც დაანახეთ და გული გაუთბეთ მათ.
         ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საშინელ სიღატაკეში, არ აქვთ სახლი, მცირედი სიკეთის გამოხატვაც ნამდვილი სასწაულია!
- გაგიხარდათ საჩუქრები, ნატალია?
რევაზი (9 წლის): მე მკითხეთ, მე გიპასუხებთ! პირადად მე, პირადად ჩემს ძმას და მეორე ძმას ძალიან, ძალიან გაგვიხარდა ტელევიზორი. იმხელა-ა-ა-ა-ა!
        - შენ ხარ უფრო დიდი თუ ტელევიზორი?
        რევაზი: ტელევიზორი. ძლივს ავწიეთ ორივემ ერთად. მაგრამ, ჩვენი სახლი არ უხდება ამ ტელევიზორს. არ ვიცი ეს ულამაზო სახლი როგორ გავალამაზო. მეგონა, რომ ის ადგილი, სადაც ძველი, გაფუჭებული ტელევიზორი გვედგა, ყველაზე ლამაზი იყო. მაგრა ახლა, ყველაზე ლამაზი ახალი ტელევიზორია.
        - რას უყურებთ ხოლმე თქვენს ახალ, ძალიან მაგარ ტელევიზორში?
         ამირანი (7 წლის): რა თქმა უნდა, მულტფილმებს და სხვადასხვა „სიცილის რაღაცეებს“. მე ძალიან მიყვარს „ტომი და ჯერი“. რევაზის სხვა მულტფილმები მოსწონს, ლუკას კი  - სხვა. მაგრამ, რაც მთავარია, უკვე იმდენს აღარ ტირის, როგორც ადრე.
 „არ იდარდო, როგორმე გავარკვევთ ვინ რას და როდის უყუროს“
         ნატალია (39 წლის): ხომ წარმოგიდგენიათ, მრავალშვილიან დედას რამდენი საქმე აქვს. სხედან და ტელევიზორს უყურებენ, ნაკლებად ცელქობენ. მე კი, ამ დროს შემიძლია მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე და პატარა ნინისაც მივხედო.
ამირანი: კი, როგორ არა. ჩვენ მაინც ვცელქობთ, რევაზი გვაბრაზებს. გვეუბნება, რომ უკვე დიდია და უნდა დავუჯეროთ.
-რევაზ, რატომ აბრაზებ შენს ძმებს?
რევაზი: მე ყველას ვაბრაზებ. (იღიმის.)
        - მასწავლებლებსაც?
        რევაზი: არა, მასწავლებლებს იშვიათად.
        ამირანი: წელს მეც წავედი სკოლაში. მე კარგად ვიქცევი, არავის ვაბრაზებ და „ყოჩაღებზე“ ვსწავლობ. (პირველ კლასში ნიშნებს არ წერენ, წერენ უბრალოდ „ყოჩაღ“. - რედ.)
ნატალია: აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიხარდა სკოლის ჩანთები, რომელიც ბიჭებისთვის მოგვიტანეს. არ ვიცოდი, როგორ უნდა მეყიდა. ძალიან რთულია, ახლა უკვე ორი ბავშვის სკოლისთვის მომზადება. ისედაც იცით, რომ ჩვენი შემოსავალი საჭმელშიც ძლივს გვყოფნის.
 „მიდი, წაიკითხე! იქ რაღაც წერია ინგლისურად. რა კარგი ჩანთა მაქვს! შენიც ლამაზია!“
         მინდა მადლობა ვუთხრა ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. თქვენი თანადგომა ჩემთვის უსაზღვრო სტიმულია, იმედით გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან გამიხარდა სარეცხი მანქანა, მე თვითონ ალბათ, ვერასდროს შევიძენდი. მრავალშვილიანი დედა ვარ, პატარები მყავს: აი, უმცროსი გოგონა ნინი, ჯერ მხოლოდ ათი თვისაა, სულ ხელში უნდა. თანაც, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამ კედლებში, მტვერსა და ჭუჭყს ბოლო არ უჩანს! ძალიან მიჭირდა ხელით რეცხვა.
 „ფრთხილად, რამე ზედმეტი არ მოჭრა!“
         - ერთი სიტყვით, ბედნიერები ხართ!
         ნატალია: მერე და როგორი! როგორც იქნა, ჩინოვნიკებმაც შეგვამჩნიეს! ახლა, მეტის გაკეთებას ცდილობენ ჩვენთვის. ვერ მოვთვლი, რამდენმა ადამიანმა გააზიარა პოსტი, რომელიც ზაფხულში გამოაქვეყნეთ.
- მაგრამ სამწუხაროდ, ყველას გვესმის, რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ყველა პრობლემას ვერ მოგიგვარებთ. კიდევ რა გჭირდებათ ამ ზამთარს რომ გაუძლოთ?
ნატალია: როგორ გითხრათ... ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი საჩუქარი და ნებისმიერი სახის დახმარება. როდესაც არაფერი გაგაჩნია, როდესაც ბავშვები საჭმელზე ოცნებობენ, როდსაც არ გვძინავს ნორმალურ საწოლებში, რომელი ერთი პრობლემა გამოვყო? რომელი ერთი ვიდარდო მეტად? არც კი ვიცი... ლუკა ბაღში ვრ დამყავს, არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი - მრცხვენია. და მაინც, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, სახელმწიფომ ნორმალური საცხოვრებელი რომ მოგვცეს. როგორ უნდა გავატაროთ ზამთარი ამ ოთახში, რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს? წარმოდგენაც კი მიჭირს.
         ლუკა (3 წლის): მე „პეჩენიები“ გამიხარდა - ერთიანად გადავსანსლე. ი-ი-ი-ისეთი გემრიელი იყო! კიდევ ხომ მოგვიტანთ? სათამაშოებიც არ დაგავიწყდეთ, თორემ ტელევიზორის ყურება მალე მბეზრდება.
 „გინდათ, ერთად ვითამაშოთ ჩემი ახალი ბურთით?“
 „მე ვარ უფროსი და მე გავუნაწილებ ყველას!“
„გასკდები, ეს ყველაფერი რომ შეჭამო! ხვდები?“
ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ! „ბუბლიკებზე“ არ უნდა ოცნებობდნენ, არა! ეს ხომ საქართველოა, და არა აფრიკა!
***
არ დაგვავიწყდება, პატარავ! ძალიან ვეცდებით, რომ თქვენი ხვალინდელი დღე დღევანდელს სჯობდეს. ჩვენი ფონდის ერთგული მეგობრების თანადგომით ყველაფერს შევძლებთ! თქვენს გასაჭირსაც გავუმკლავდებით. ამის დიდი იმედი გვაქვს. გავიმეორებ ნატალიას სიტყვებს და დავამატებ: ყველაფერი კარგად იქნება. სანამ ღმერთი ადამიანს ადამიანის ხელით ეხმარება, ჩვენ გადავრჩებით!
მეგობრებო, წინ არის გრძელი და ცივი ზამთარი. ბავშვებს არ აქვთ არც თბილი ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი. არ აქვთ საჭმელი. სახლში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ფანჯრებიც კი არ არის. იქნებ კიდევ ერთხელ შევეცადოთ და დავეხმაროთ ამ უსაზღვროდ თბილ ბიჭებს? ისინი ხომ, ძლიერი ქართველი ვაჟკაცები უნდა გაიზარდონ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. და არ დაგავიწყდეთ პატარა ნინიც, რომელსაც გემრიელი ფაფები უნდა. 
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლაღაძიშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/  და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270 ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: