პროექტის რეპორტი კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი" - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი"

page info icon
2022 ივნისი 21
page info icon
903
„ნუთუ ასე ხდება: რომ მშია - მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? - მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: - ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,077 ₾
( 295 დონორი )
დასრულებულია
ნუთუ, ახლა სითბო გვექნება სახლში? ღმერთო, როგორ ვოცნებობდით მე და ჩემი პატარა თბილ სახლზე...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „ფიჩხის მოსაგროვებლად აღარ წავალთ და აღარ დაგვეჩხვლიტება ხელები. დედა აღარ მოიგდებს  ტომრებს ზურგზე და  ყოველ საღამოს, წელი აღარ ეტკინება ამის გამო...“ - გვეუბნება პატარა ნიკა. ძალიან უხარია დედა-შვილს ახალი გამათბობელი. 
„განა შეშის ღუმელივით რთული ასანთებია?! „წკაპ“ და მზადაა!“
„იფ, იფ, რა კარგად ათბობს. მოდი, მოდი, მიეფიცხე, არ შეგცივდეს!“
        ჩვენი ფონდის კეთილი მეგობრების წყალობით, მარტო გამათბობელი კი არა,  ნიკასთვის საწოლი და ტელევიზორიც შევიძინეთ, ხოლო მისი დედიკო - მაია სარეცხი მანქანით და ახალი მაცივრით გავახარეთ.
„მადლობა ჩემი დედიკოს გახარებისთვის, ყველას მაგრად ჩაგეხუტებით...“
„რამდენი ხანია, მაცივარი არ ამუშავებულა ამ ოჯახში. როგორ გამახარეთ!“
       ავაგიმოვების ოჯახი სოფელ ბადიაურში ცხოვრობს, ძალიან უჭირთ. მხოლოდ სოციალურ შემწეობის იმედად  დარჩენილი დედა-შვილი ხშირად მშიერია, რადგან ძნელია თვიდან თვემდე, პროდუქტის ფასების კოლოსალური ზრდის პირობებში, ადამიანმა ამ შემოსავლით ირჩინოს თავი. მათი სახლიც  ავარიულია,  არ აქვთ ნორმალური ცხოვრებისათვის  შესაბამისი პირობები. ჩვენმა ფონდმა ავაგიმოვების ოჯახის შესახებ პოსტი, 26 ივნისს გამოაქვეყნა. 
         - მაია, გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენი გაჭირვების შესახებ თავის ერთგულ მეგობრებს ამცნო?
         მაია: ნეტავ, სათითაოდ ყველასთან შემეძლოს მისვლა და მადლობის გადახდა. ეს ადამიანები მათი სიკეთის შუქით ანათებენ სამყაროს. ჩვენი პატარა ქვეყანაც რა იქნებოდა, მათ გარეშე? რა იქნებოდა კეთილი ადამიანების გარეშე? იცით, როგორ გვენატრებოდა სითბო - სითბო სულიერი და სითბო ფიზიკური...  თქვენ ორივე მოგვიტანეთ! ორივენაირად გაგვათბეთ! 
         - საჩუქრებიდან რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად? გამათბობელი?
        მაია (46 წლის): დიახ, უზომოდ გაგვიხარდა... შეშის მოსაგროვებლად ყოველდღე გვიწევდა ტყეში სიარული. ეს ისეთი რთული იყო... 
        ნიკა (7 წლის): მეც ვეხმარებოდი დედას. მარტოს ხომ არ გავუშვებდი? ბოლო-ბოლო, კაცი მე ვარ ოჯახში. იქ, ტყეში მგელი რომ შეხვედროდა? 
        - შენ არ გეშინია მგლების?
       ნიკა: ცოტა მეშინია, მაგრამ ეგენი ვერ შემამჩნევენ... მოთმენა შემიძლია ყველაფრის. აი, რომ მშია, მაგასაც ვითმენ. მუცელი რომ მტკივა, მაგასაც... ვერავინ მამჩნევს...
          - ხანდახან, არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა, ზოგი რამ უნდა გვითხრა...
         ნიკა: კარგი, გეტყვით. ტელევიზორი მომეწონა, კარგ მულტფილმებს აჩვენებს. ვერთობი ხოლმე. აბა, სათამაშოები მე არ მაქვს და... რამით ხომ უნდა გავერთო. მხოლოდ სწავლა და წყლის მოზიდვაში დედის დახმარება დამღლელია.
          - წყალს შორიდან ეზიდებით?
         მაია: დიახ, ვეზიდებით. მაგრამ ახლა, უკვე გვიკეთებენ გაყვანილობას. მალე თქვენს მოტანილ სარეცხ მანქანასაც შევაერთებთ და ხელით რეცხვაც აღარ მომიწევს. ძალიან მიხარია. ერთი სული მაქვს, როდის დაასრულებენ.
          - რა მულტფილმებს უყურებ, ნიკა?
„ეს ტელევიზორი ჭკვიანიაო, ასე მითხრეს. ნეტა თუ გამოიცნობს, რომელი მულტფილმი მიყვარს?“
         ნიკა: რობოტებზე მიყვარს მულტფილმები, საინტერესოა. სათამაშო რობოტები და პულტიანი მოწყობილობები ძალიან მომწონს, მაგრამ არასდროს მქონია. ვიცი, არც არასდროს მექნება. როცა ვუყურებ, თითქოს, მეც  ვთამაშობ... 
         მაია: ნიკას ძალიან გაუხარდა საწოლი. ახლა, ტკბილად სძინავს  ჩემს ბიჭს. ხომ ასეა, ნიკა?
         ნიკა: ასეა! ხტუნვაც შეიძლება საწოლზე, ხანდახან... დედა მიშლის ხოლმე, უნდა გავუფრთხილდეთო. ყველაფერს გავუფრთხილდები, რაც გვაჩუქეთ! დიდი მადლობა! 
„ამ საწოლში დავიძინებ, მოკუნტული აღარ ვიქნები და დიდი ბიჭიც გავიზრდები.“
        - მაია, სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა ნახა სტატია თქვენს შესახებ. დიდი იყო გამოხმაურებაც. ალბათ, დაგირეკეს უცხო ადამიანებმა დახმარების მიზნით.
        მაია: ჩვენ ვერ ვსარგებლობთ სოციალური ქსელებით, არც ინტერნეტი გვაქვს და არც შესაბამისი მოწყობილობები. დამირეკეს, დიახ, მითხრეს, რომ „ფეისბუქზე“ წაიკითხეს ჩვენი ამბავი. იყო მოსული ორი ბიჭი. უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ძალიან გაგვახარეს. ისეთი თბილი დღე იყო... ნიკაც ისეთი გახარებული იყო...
„ალო, ალო, გესმით ჩემი ხმა? სანამ ნამდვილი ტელეფონი მექნება, ჯადოსნური ტელეფონით დაგირეკავთ და გეტყვით „ცამდე დიდ მადლობას!“
        - ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ გქონდათ გამოხმაურება?
        მაია: მოვიდა გამგებელი, ნახა ჩვენი სახლი. ჯერჯერობით, რაიმე რეალური ნაბიჯები, მოქმედება სახლის გადახურვის კუთხით არ ყოფილა, მაგრამ დაველოდოთ. იმედია დაგვეხმარებიან.
        - მაია, ვიცი, კიდევ უამრავი პრობლემა დაგრჩათ...
        მაია:  ღატაკი ადამიანის პრობლემებს რა გამოლევს? უკვე მერიდება თხოვნა. ისედაც, ამდენი ადამიანი შევაწუხეთ. სახურავიდან წყალი რომ არ ჩამოგვდიოდეს, ყველაზე მეტად ეგ მინდა. ზამთარი მოდის -  წვიმების, თოვლის სეზონი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გველოდება?..
***
        მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საბრალო დედა-შვილის დასახმარებლად წამოწყებულ პროექტს. იქნებ, ერთად შევძლოთ და დავიცვათ ისინი მკაცრი ზამთრისაგან. ამ ეტაპზე, სახლის სახურავის შეკეთება ყველაზე მნიშვნელოვანია!  მათ ასევე ესაჭიროებათ   თბილი ტანსაცმელი და საკვები. 
         თუ შენ კითხულობ ამას, ნუ აუვლი გულგრილად გვერდს სხვის გაჭირვებას! შეეცადე გააკეთო კეთილი საქმე! შეძელი და  პური მაინც უწილადე გაჭირვებულს! მერწმუნე, ისინი არასდროს დაივიწყებენ შენს სიკეთეს! უფალი კი, დაგლოცავს და გაგაძლიერებს! 
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
    ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ავაგიმოვების ოჯახი)
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund 
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund. 
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: