საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!
2022 ივნისი 28
ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან... სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,309 ₾
(
1,001 დონორი )
ჩემი ვანიკო მთელმა საქართველომ შეიყვარა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
,,არ შეგეშინდეს, ჩემო კარგებო, ეს სიხარულის ცრემლებია, ემოციებს ვერ ვუმკლავდები, ვერ გადმოგცემთ რას ვგრძნობ. ჩვენ მთელმა საქართველომ გადაგვარჩინა. ღმერთს ვეკითხები, რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული? მეუბნებით, გმირი ბებია ხარო! მე ამ გმირობას, თქვენს გარეშე როგორ შევძლებდი? მე ის მარტოხელა ბებია ვარ, რომელიც თავისი ანგელოზის გადარჩენისთვის იბრძვის, ზურგს კი მთელი საქართველო უმაგრებს.“
ვანიკოს რომ სიარული და საუბარი შეეძლოს, გეტყოდათ - მიყვარხართო, მერე თქვენკენ გამოიქცეოდა და მაგრად ჩაგეხუტებოდათ.
უსაყვარლესი ბიჭუნას - ვანიკოს შესახებ ცოტა ხნის წინ გიამბეთ. სასტიკმა დაავადებამ ის საშინელ დღეში ჩააგდო. ის კრუნჩხვებით იტანჯება. არავინ იცის, მორიგ შეტევას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბებო კი თავგანწირვით იბრძვის თორმეტი წლის შვილიშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ის მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენი სიყვარულით და სიკეთით უნდა გავაძლიეროთ!
- მარინე, ამბობთ, რომ უზომო სიყვარული იგრძენით ადამიანებისგან. მოგვიყევით, რა მოხდა, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
მარინე: მიმართვა, რომელიც თქვენი ფონდის სახელზე დავწერე, ჩვენთვის გადარჩენის ,,ბილეთი“ აღმოჩნდა. მოხვედით, გვნახეთ და ამის მერე დაიწყო სიკეთის ნაკადი. რას წარმოვიდგენდი? ამდენ ყურადღებას მე არ ვარ მიჩვეული. ერთი უბრალო, უთქმელი ქალი ვარ - ნაჭუჭიდან რომ არ გამოდის, აი, ისეთი. ჩემი შვილიშვილის ცხოვრებით ვცხოვრობ. მას ჩემ გარდა არავინ ჰყავს და ძალიან ვჭირდები. ის უმწეოა, ვერ დადის ვერ საუბრობს. ცერებრალური დამბლა აქვს. უფლის მიერ მისთვის გათენებული ყოველი დღე არის ჩემი სიმდიდრეც და ბედნიერებაც. მე მხოლოდ ამ დღეებით ვცოცხლობ.
არ ვიცი რა არის ეს ინტერნეტი, მე არ მიმიწვდება ხელი. თქვენი ვიდეო აიტვირთაო და მთელმა ქვეყანამ ნახაო... საზღვარგარეთაცო... ასე მითხრეს. ბევრმა ადამიანმა დამირეკა, პირადად მოგვიკითხა. ყველა ამბობდა, რა ლამაზი ბიჭი გყავსო. დაგეხმარებით, რომ იცოცხლოსო. მოდიოდნენ ადამიანები სახვადასხვა საჩუქრებით და ჩვენთვის საჭირო ნივთებით. თქვენი ფონდისგან ხომ სისტემატიურად ვიღებთ და ვიღებთ მედიკამენტებს, საჭმელს. დიდი მანქანა რომ გაჩერდა და უამრავი რამ ჩამოალაგეს, გავშეშდი... ამ ძვირფასმა საჩუქრებმა საერთოდ ჭკუიდან შემშალა. იცით, რა კარგი საწოლი გვაქვს თავისი ტექსტილით და თეთრეულით? მოდით, გაჩვენოთ, როგორ მოვეწყვეთ მე და ჩემი ვანიკო.
,,ეს ტახტრევანი შენია, ჩემო პრინცო! ამის შემდეგ რბილად და თბილად იქნები!“
ერთად გვძინავს რბილად და თბილად. არც მაცივარი მქონდა, არც ტელევიზორი, არც გაზქურა.
,,გაზქურაც მოგვიტანეს და გემრიელი ფაფის ინგრედიენტებიც. ახლა ჩემს ბიჭს კარგად დავანაყრებ.“
,,ეს ტელევიზორი ჩემი დაქალი გახდება, დამელაპარაკება ხან პრობლემებზე და ხანაც სიხარულს გამიზიარებს!“
-ყველაზე მეტად რა გამოგადგებათ? ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
მარინე: რას ამბობთ! ყველაფერი გამოგვადგება და ყველაფერიც გაგვეხარდა. ასე მგონია, ჩემს ვანიკოსაც უხარია. ნეტა, შეეძლოს იმის გააზრება, როგორ შეიყვარეს ადამიანებმა... ჰო, მართლა აი, გაზის გამათბობელს გამოვყოფდი. ყველაზე მეტად, ალბათ, ის გამეხარდა. ზამთარი მოვიდა, სითბო სჭირდება ჩემს ბიჭს. ბლენდერიც ძალიან გამეხარდა. საკვებს ვუქუცმაცებდი და ისე ვაჭმევდი ჩემს პატარა ანგელოზს, მას ხომ ყლაპვაც უჭირს. დიდ დროს ვანდომებდი მომზადებას. ახლა აქ ჩაყრი და მორჩა, სამ წამში მზადაა. კიდევ რა გაგვეხარდა ყველაზე მეტად? აი, წამლებზე, პამპერსებზე და საკვებზე აღარაფერს ვიტყვი, კარგი? ისინი ჩვენ მუდამ გვჭირდება და მუდამ გვიხარია, როცა მოგაქვთ!
,,ბლენდერის საშუალებით, შევძლებ მოვამზადო ჩემი ვანიკოსთვის ისეთი საკვები, რომელსაც ადვილად გადაყლაპავს!“
მარინე, ახალი მეგობრები შეიძინეთ, უამრავი ადამიანი გესტუმრათ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
მარინე: ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მხსნელები, ჩვენი ანგელოზები. მაშ, როგორ? განა ანგელოზები მარტო ცაში დაფრინავენ და წიგნებში ხატია?! მე ვხედავდი მათ ფრთებს ასე ცხადად, როგორც თქვენ გხედავთ. ეს ფრთები სიკეთე იყო. იმაში კი არაა საქმე რამდენ რამეს მოგიტანენ. ზოგს უფრო მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები. ისაა მთავარი სიყვარულით რომ აკეთებენ ამას. აი, ორსული გოგონა შეწუხდა ჩვენთვის, შორი გზიდან ჩამოვიდა, უამრავი რამ ჩამოგვიტანა. იყო ქალბატონი ნათიაც, რომელმაც პამპერსები და ჰიგიენური საშუალებები მოგვიტანა. ბატონი გიაც გვესტუმრა გვერდით სოფლიდან. ის ახლაც განაგრძობს ვანიკოს მონახულებას. იცით, როგორ უყვარს ჩემი ლამაზი ბიჭი? ვანიკოსაც ღიმილი მოეფინება ხოლმე სახეზე, თითქოს გრძნობს ადამიანი-სიკეთის მოახლოებას. კიდევ ჯარისკაცი გვესტუმრა, ფორმით, მთელი თავისი ნაწილის სახელით პროდუქტით მოგვამარაგა. ოი, როგორი მადლობელი ვარ ამ ადამიანების... ერთი უცნობი კაციც იყო, მერე ბიჭები გამოგზავნა, ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ. მინდა, ყველას უდისესი მადლობა ვუთხრა იმ უსაზღვრო სიკეთისათვის, რომელმაც მე და ჩემს ვანიკის სიცოცხლე გაგვიხანგრძლივა.
მარინე, თქვენ ამ ყველაფერს ისე თბილად იხსენებთ...
მარინე: ეს სითბო მათ მაჩუქეს! ეს სითბო ახლა მე მთელ ჩემს საქართველოს უნდა გავუზიარო. დაწერეთ, მეგობარო, დაწერეთ! ყოველი ჩემი სიტყვა დაწერეთ! ყველას გააგებინეთ და გადაეცით, რომ ჩემი გული სიყვარულით ძგერს! რომ მე მიყვარს ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც გაჭირვებაში არ ტოვებენ სხვებს! ჩემი შვილიშვილის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ამ სიცოცხლეს ველოლიავებოდი მარტოდმარტო. ახლა კი ყველას იმედი მაქვს, თქვენი იმედი მაქვს. ვინც წაიკითხავს, იმის იმედი მაქვს. საქართველო სიკეთის ქვეყანაა!
,,მკაცრი ზამთრის სიცივეც კი ვეღარ შეგვაშინებს!“
მარინე, ხელისუფლებისგან თუ გრძნობთ მხარდაჭერას და თუ შეიცვალა რამე ამ კუთხით? ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოვიდა ვინმე?
მარინე: კი, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სოციალური სამსახურიდან გვესტუმრა ქალბატონი და წამლების დასახელებები ჩაიწერა. სურათებიც გადაუღო. დაგვპირდა, რომ წამლების საკითხში დაგვეხმარებოდა. იმდენი საბუთის შევსება და მისვლა-მოსვლაა საჭირო ყოველი დახმარების მოსაპოვებლად... მე არ მაქვს იმის ფუფუნება, სადაც მჭირდება, ყველგან ვიარო. ვანიკოს ვერ ვტოვებ დიდი ხნით მარტოს. ვერსად გავდივარ, მხოლოდ მაღაზიაში 2-3 წუთით...
ინტერვიუ კარზე კაკუნმა და ჟრიამულმა შეგვაწყვეტინა. სოფლის სკოლის მასწავლებლები ესტუმრნენ პატარა ვანიკოს და თანატოლი გოგო-ბიჭები მოუყვანეს. ვანიკოს სკოლაში არასდროს უვლია. აბა, როგორ?! თუმცა, ამ პატარა გოგო-ბიჭებმა მასთან მეგობრობა გადაწყვიტეს. მოვიდნენ, ბუშტები, საახალწლო ტკბილეული და ტანსაცმელი მოუტანეს. კიდევ მოხველთო, როცა ვკითხე რამოდენიმე მათგანს, თითქოს ეწყინათ, ეს კითხვა რატომ დაგვისვითო. ჩვენ ვანიკოს მეგობრები ვართო - გადაჭრით მიპასუხეს - და აბა, რას ვიზამთო!
ბებომ მას თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. სიცოცხლე სიცოცხლისათვის!
***
მოდით, ჩვენც ვიყოთ ვანიკოს მეგობრები! მუდამ გვერდით დავუდგეთ მის გმირ ბებიას! ნუ მივატოვებთ გასაჭირში! ოჯახს კიდევ უამრავი რამ სჭირდება. არ აქვთ ცხელი წყალი, არც აბაზანა. ნეტავ, გაჩვენათ, როგორი წვალებით აცხელებს მარინე სათლით წყალს გაზზე და კიდევ უფრო მეტი წვალებით აბანავებს ავზში პატარა ვანიკოს. თუ ვინმე არ დაეხმარა, ეს პროცედურა შეუძლებელია! ბავშვს კი სისუფთავეს ვერ მოაკლებს მზრუნველი ბებია. რაც შეეხება პამპერსებს, წამლებს და საკვებს, ისინი მათ მუდამ სჭირდებათ, სოციალური დახმარება კი ამისთვის საკმარისი არ არის. თუ თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, გადადით ზემოთ მოცემულ ბმულზე და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ვანიკოს ისტორია. დარწმუნებული ვარ, უმალ გაგიჩნდებათ მისი მონახულების და დახმარების სურვილი. თქვენ ხომ კეთილი ადამიანი ხართ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ტიელიძე ვანიკო).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:0901200270; ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 ივლ 27 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,315 | transferred |
2022 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,440 | paid |
2022 სექ 12 | მედიკამენტები | 209.55 | transferred |
2022 სექ 12 | პროდუქტები | 300 | transferred |
2022 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 470 | paid |
2022 ოქტ 24 | ავეჯი | 1,450 | transferred |
2022 ოქტ 24 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 970 | transferred |
2022 ოქტ 25 | დივანი | 650 | transferred |
2022 ოქტ 27 | თეთრეული | 280 | transferred |
2022 ნოე 3 | გაზის გამათბობელი | 650 | transferred |
2022 ნოე 10 | მედიკამენტები | 217.64 | transferred |
2022 ნოე 29 | პროდუქტები | 300 | transferred |
2022 ნოე 29 | მედიკამენტები | 287.3 | transferred |
2022 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 900 | paid |
2022 დეკ 23 | მედიკამენტები | 315.37 | transferred |
2023 იან 4 | ავეჯი | 2,000 | paid |
2023 იან 29 | გაზის გამათბობელი | 649 | transferred |
2023 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 150 | paid |
2023 მარ 6 | პროდუქტები | 299.91 | transferred |
2023 მარ 11 | მედიკამენტები | 600.78 | transferred |
2023 აპრ 12 | პროდუქტები | 349.1 | transferred |
2023 მაი 10 | მედიკამენტები | 274.8 | transferred |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 297.7 | transferred |
2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 216.7 | transferred |
2023 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 95 | paid |
2023 ნოე 13 | პროდუქტები | 333.17 | transferred |
2023 დეკ 14 | მედიკამენტები | 288.69 | transferred |
სულ ხარჯი: 15,309.71 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 დეკ 4 | ილიკო ბადაშვილი | 10 | Transfer to account |
2023 ოქტ 27 | თამარ მაღლაფერიძე | 40 | Transfer to account |
2023 სექ 23 | ბახტაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
2023 სექ 22 | ჭანტურია ზურაბი | 3 | Transfer to account |
2023 აგვ 26 | 'თამილა კოპერინა | 5 | Transfer to account |
2023 აგვ 10 | ჭალაგანიძე დავით | 5 | Transfer to account |
2023 აგვ 10 | გეთიაშვილი გეგა | 5 | Transfer to account |
2023 ივლ 9 | შარაბიძე ლუკა | 5 | Transfer to account |
2023 ივლ 9 | 'ლევან ლევანიშვილი | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 26 | ქებურია კახაბერ | 30 | Transfer to account |
2023 ივნ 25 | ზოიძე როინ | 50 | Transfer to account |
2023 ივნ 25 | 'მანანა ბეჟიტაშვილი | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 19 | 'ნანა ცაბაძე | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 17 | კოპერინა თამილა | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 17 | ბერიძე გივი | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 16 | 'ელენე წეველიძე | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 15 | ხატიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
2023 ივნ 8 | გვრიტიშვილი ირინა | 0.5 | Transfer to account |
2023 ივნ 8 | 'კასრელიშვილი თეონა | 10 | Transfer to account |
2023 მაი 30 | 'მარიამ მღებრიშვილი | 1 | Transfer to account |
2023 მაი 29 | 'ნათია ბერაია | 20 | Transfer to account |
2023 მაი 22 | მელუა ირაკლი | 10 | Transfer to account |
2023 მაი 22 | 'მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
2023 მაი 15 | 'ბაკურ უტარაშვილი | 20 | Transfer to account |
2023 მაი 14 | ხაჩიძე ხათუნა | 10 | Transfer to account |
2023 მაი 10 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2023 მაი 10 | 'გოჩა ამირანაშვილი | 20 | Transfer to account |
2023 მაი 9 | 'ალექსანდრე სვანიძე | 10 | Transfer to account |
2023 მაი 9 | 'ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2023 მაი 5 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 15,309.12 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,190.78 ₾
დაეხმარა
502
|