პროექტის რეპორტი არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია... ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არაადამიანური ტკივილი! ამას ვერავინ გაუძლებდა! 11 ურთულესი ოპერაცია! პირველივემ ხეიბრად აქცია მშვენიერი ქართველი გოგონა! ახლოვდება ბოლო ოპერაცია... ის იქნება ყველაზე რთული და გადამწყვეტი!

page info icon
2022 ივლის 20
page info icon
8357
იცოცხლებს თუ მოკვდება ალიონა?! აი, რა არის საფიქრებელი, მეგობრებო! ჩვენ ვიპოვეთ საუკეთესო პროფესორი საქართველოში. ის შეპირდა ალიონას, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, გერმანიიდან შეუკვეთა ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული პროთეზები, რომელიც მას სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნებს! წინააღმდეგ შემთხვევაში... ამაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია! აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას, მიეცი მას ნუგეში! ის ხომ იღუპება! შემდეგი ოპერაცია გადამწყვეტია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
74,042 ₾
( 2,449 დონორი )
დასრულებულია

თქვენი ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან, ჩვეულებრივი ქალი ვარ უამრავი პრობლემითა და საშინელი ტკივილებით. სანამ თქვენ მოგმართავდით, მხოლოდ სიკვდილზე ვოცნებობდი...“

როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ერთი წამითაც არ გასვენებს ტკივილი, როდესაც შიგნიდან ლპები, შენი შვილი კი ამ ყველაფერს უყურებს, რაზე უნდა იოცნებო კიდევ? ერთადერთი ხსნა იყო რიგით მეთორმეტე ოპერაციის გაკეთება. პირველმა ოპერაციამ ალიონა ხეიბრად აქცია და უბრალოდ არ დაუტოვა სხვა გამოსავალი, ისევ დანის ქვეშ დაწოლის გარდა.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში საუკეთესო პროფესორს, რომელიც ალიონას სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდა. მან გერმანიიდან გამოიწერა ყველაზე სრულყოფილი და ძვირადღირებული პროთეზები, რომელმაც ამ ქალის ცხოვრებაც უნდა გახადოს სრულფასოვანი. ალბათ, თქვენც გესმით, რომ ამ ოპერაციისთვის საჭირო იყო კოლოსალური თანხა, რომლის შეგროვებასაც ალიონა და მისი მეგობრები მარტო ვერასდროს შეძლებდნენ, მაგრამ ამ დროს, თქვენ - ყველაზე კეთილი ქართველები ამოუდექით მხარში!

 „თქვენ სახსარი კი არა, ბედნიერების ფრთები მაჩუქეთ!“

 ახლა, ალიონას ახალი სახსარი აქვს. წინ რეაბილიტაციის რამდენიმე თვეა და ის კვლავ შეძლებს ტკივილის გარეშე ცხოვრებას. ხელახლა ისწავლის სიარულს, ტვირთად აღარ დააწვება თავის პატარა შვილს და დედას. ისინი იმდენი წლის მანძილზე უვლიდნენ და მისი ოცნებაა, კვლავ ფეხზე დადგეს და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

- ალიონა, ახლახან ოპერაცია ჩაგიტარდათ. გვიამბეთ, როგორ გრძნობთ თავს, რა შეგრძნებები გაქვთ?

ალიონა: ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. უფრო სწორად, მთელი დღეც არ მეყოფა ამისთვის. შოკში ვარ! არა, იმის გამო კი არა, რომ ახლა ვწევარ საუკეთესო კლინიკის პალატაში და ყველა ექიმი და მედპერსონალი თავს მევლება. შოკში ვარ იმის გამო, რომ ადამიანებმა ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს, ლუკმა პური მოიკლეს და მაჩუქეს ჯანმრთელობა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობ? დავფრინავ! გული მღერის!

როდესაც მითხრეს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა გროვდება, არ მჯეროდა, ისევ და ისევ ვურეკავდი თქვენს თანამშრომელს და ამ სიტყვების გამეორებას ვთხოვდი. ალბათ ეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე. ყოველდღე მირეკავდა და მამშვიდებდა, ძალიან საყვარელი გოგოა! გულახდილად გეუბნებით, ხმამაღლა ვტიროდი სიხარულისგან და ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ფონდი და ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები სიცოცხლეს მჩუქნიან, ჩემს ბიჭს ჩუქნიან დედას, დედაჩემს კი - შვილს! ხომ გეუბნებით, ჩემს გრძნობებს სიტყვებით ვერ აღვწერ! მეჩვენებოდა, თითქოს ყველანი ჩემი დები და ძმები ხართ! ღმერთო, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული? მადლობა, ღმერთო!

 „ეს ადამიანები ჩემი და-ძმები გახდნენ“

 - როგორ ჩაიარა ოპერაციამ? ექიმები რას გეუბნებიან?

 ალიონა: აქ უკვე ყველას დავუმეგობრდი. ისეთი კარგები არიან! არ ვიცი, ფონდს სცემენ პატივს, თუ უბრალოდ ამ საავადმყოფოში მუშაობენ ასეთი გულკეთილი ადამიანები, მაგრამ თვალს არ მაშორებენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, შეხორცების პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულო რომ იყოს. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი ოპერაცია, და შედეგი, რომელსაც ყველანი მთელი გულით ველოდებით, არა მხოლოდ მათ ძალისხმევაზე და ჩემს სურვილზე, არამედ ჩემს ნატანჯ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. ასეა თუ ისე, უკვე სამჯერ გამომიცვალეს სახსარი, 12 ოპერაცია გადავიტანე. თავადაც გესმით, რომ შეიძლება რაღაც ისე არ წავიდეს. მაგრამ, მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვიან ექიმები. თუ მეტყვიან, რომ გაუნძრევლად უნდა ვიწვე - დავწვები და არ გავტოკდები, თუ მეტყვიან, რომ უნდა ვირბინო - ვირბენ! ხომ გეუბნებით, სახსარი შემიცვალეს, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბედნიერებისგან ფრთები შემესხა!

„თქვენი წყალობით, ობლად არ დარჩა ჩემი შვილი“

 - სისტემატიურად მოგინახულებთ და ვუამბობთ ჩვენს ქველმოქმედებს თქვენს ისტორიას. თქვენზე უამრავ ადამიანს შესტკივა გული!

 ალიონა: არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ! ყოველდღე ვლოცულობ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უსასყიდლოდ ეხმარება სრულიად უცნობებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და სიმდიდრე მოგცეთ! თქვენისთანა ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მილიონები ჰქონდეთ! მაშინ, ჩვენს საქართველოში სიღატაკე აღარ იარსებებს!

 აუცილებლად უნდა ვილოცოთ, მეგობრებო! ღმერთო, ღმერთო, ნუ მიატოვებ ალიონას და ჩვენს კეთილ ქართველებს!

 მეგობრებო, თქვენ ძალიან სჭირდებით ალიონას, ის ახლა მხოლოდ თქვენი წყალობით არის ცოცხალი. თქვენ რომ არა, კიდევ ერთი პატარა ბიჭუნა დაობლდებოდა, შავით შეიმოსებოდა კიდევ ერთი დედა. ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს, სიკეთე კი, აუცილებლად დატოვებს თავის კვალს.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მასთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

 მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

 თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

 მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

 ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ალიონა ზარიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!



მსგავსი პროექტები: