პროექტის რეპორტი ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა!

page info icon
2022 ივლის 26
page info icon
1069
ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“ - ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა - მარიკა ცხოვრობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,077 ₾
( 152 დონორი )
დასრულებულია
მადლობა, დეიდებო და ბიძიებო! თქვენ მაჩუქეთ დაუვიწყარი ქობულეთური არდადეგები, უამრავი საჩუქარი და კანფეტების წვიმა...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
      მილენას არაფერი ჰქონდა, სულ არაფერი... არც სათამაშოები, არც ტკბილეული. ზოგჯერ საჭმელიც არ ჰქონდა და მშიერი იძინებდა. ე-ე-ეჰ, რამდენჯერ უტირია, რამდენჯერ... მერე, როგორც ზღაპარში, ისე აღმოჩნდა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი საჩუქარი აჩუქეს.  იქ ზღვაც იყო, სანაპიროზე კი ბევრი ლამაზი ნიჟარა.
       ძერიების ოჯახში, სამი მშიერი ბავშვი თქვენ გადაარჩინეთ! რა სამწუხაროა, რომ ასეთ პატარა, ლამაზ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,  უამრავ ბავშვს უწევს შიმშილსა და სიცივეში ცხოვრება. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 
ჩვენი ფონდის ერთგულმა მეგობრებმა კვლავ მოახდინეს სასწაული და შეძლეს მათი ცხოვრების მთლიანად შეცვლა!
„ამიერიდან, ჩვენი ცხოვრებაც ასეთი ბრჭყვიალა იქნება.“
„ნახე, როგორც სიმღერაშია! ციდან თოვლის ნაცვლად კანფეტები ცვივა!“
       - მარიკა, როგორც ვხედავ, ბავშვები ძალიან გახარებულები არიან საჩუქრებით. 
       მარიკა (30 წლის): არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მართლაც მოულოდნელობებით იყო სავსე ჩვენი ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე. არ მეგონა, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი თუ ცხოვრობდა. ისეთი ძვირფასი საჩუქრები მივიღეთ საახალწლოდ... სარეცხი მანქანა ის ნივთია, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. 690 ლარი - ეს არის ჩემი შემოსავალი. მარტო ვზრდი ბავშვებს. მათ უამრავი რამ სჭირდებათ. ეს თანხა საკვებშიც კი არ გვყოფნის, რომელ ტექნიკაზე და ფუფუნების საგნებზე შეიძლება საუბარი? დიახ, ეს ნივთები ჩვენთვის ფუფუნებაა... 
„აქამდე არაფერი გაგვაჩნდა, ახლა მაცივარი და სარეცხი მანქანა გვაქვს!“
„ისეთი ყოჩაღი „გოგოა“, ერთ საათში რეცხავს იმდენს, რამდენსაც მე მთელ დღეს ვანდომებდი.“
         მადლობა, რომ ამჯერად მოწყენილები არ შევხვდით ახალ წელს. ეს თქვენი დამსახურებაა. ბავშვებს აქვთ საჭმელი, ტკბილეული. ახალი წელი ჩვენთან ახალი იმედებით და რწმენით მობრძანდა.
        ნიტა (7 წლის): დედიკოს ძალიან უჭირდა ხელით რეცხვა. ხანდახან, მე და მილენაც ვეხმარებოდით ხოლმე. ახლა, მანქანა გარეცხავს. ის არ დაიღლება.
„აბა, როგორი გოგო ვარ? გადამიღეთ ლამაზი სურათი!“
       - რა ყოჩაღი გოგონები ყოფილხართ...
       მილენა (6 წლის): საოჯახო საქმეებში ხშირად ვეხმარებით დედიკოს. მას ეს ძალიან ახარებს. ყოველთვის ამბობს, რომ კარგი შვილები ვეზრდებით.
       მაქსი (9 წლის): მე რომ გავიზრდები, ძალიან კარგ სამსახურს ვიშოვი. ისეთი სამსახური მჭირდება, სადაც იმხელა ხელფასს გადამიხდიან, რომ ჩემს დაიკოებს და დედიკოს სახლი ვუყიდო. აი, ისეთი ლამაზი სახლი ქობულეთში რომ ვნახეთ.
      - მარიკა, გვიამბეთ ქობულეთურ არდადეგებზე.
       მილენა: ეგ მე უნდა გიამბო! დედიკოს დაურეკა ერთმა კეთილმა...  არა-ა-ა-ა, ძალიან, ძალიან კეთილმა ძიამ, ინტერნეტში ვნახეო თქვენი ამბავი. მინდა, რამით დაგეხმაროთო. მინდა,  ბავშვები გავახაროო. მერე თავის ლამაზ სახლში დაგვპატიჟა. ეს სახლი უზარმაზარი იყო, ზღვის სანაპიროზე... 
აუზიც ჰქონდა, ბევრი ოთახები. იქ სხვებიც ცხოვრობდნენ. მხიარულება იყო. ლიფტი ზემოთ და ქვემოთ დადიოდა, ძალიან სახალისო იყო
მარიკა: ქობულეთის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე  ბატონი დიმიტრი შეგვეხმიანა. მან ერთკვირიანი არდადეგები მოგვიწყო თავის ლამაზ სასტუმროში Iveri Beach Hotel https://www.facebook.com/iveribeach. ღმერთო, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა. არა მარტო ის, არამედ მთელი პერსონალი.  უზომოდ გულისხმიერები და ყურადღებიანები იყვნენ ჩვენს მიმართ.
ბავშვებმა უამრავი საჩუქარი მიიღეს: სასკოლო ნივთები, ჩანთები, სათამაშოები, ტკბილეული...
          შემოგვთავაზეს კიდევ დარჩენა,  მაგრამ სკოლა იწყებოდა და ვერ გავაცდენდით. მოკლედ, ამ ადამიანებმა ჩემს პატარებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს. იქ ყველაფერი გვქონდა: სიყვარული, სითბო, კომფორტი, გემრიელი საჭმელი და ზღვა, რომელიც ჩემმა შვილებმა პირველად ნახეს.
         - მართლა არასდროს ყოფილხართ ზღვაზე? 
         მაქსი: არასდროს! არც აუზი გვინახავს აქამდე... მხოლოდ ფილმებში და სურათებში...
         მილენა: იცით, რა სახალისო იყო ლიფტით „კატაობა“? ლიფტიანი სახლებიც არასდროს გვინახავს. დედიკოს არასდროს ჰქონდა ფული, რომ სადმე წავეყვანეთ. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, როგორც ზღაპარში.
         ნიტა: სანაპიროზე ბევრი ნიჟარა შევაგროვეთ. ლამაზი ქვები, სულ ფერად-ფერადი იყო. მთელი პარკი გამოგვივიდა. ახლა ამ ნიჟარებს ყურზე მივიდებ ხოლმე და ზღვის ხმა მესმის. მისი სუნიც მცემს. ყველაფერი მახსენდება. რა კარგი იყო-ო-ო-ო. ნეტა თუ კიდევ წავალთ როდესმე?!
           მარიკა: რაც ჩამოვედით სულ ამაზე ლაპარაკობენ. ბატონ დიმიტრის დიდი მადლობა ჩემი შვილების გაბედნიერებისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს გამო ასე შეწუხდა, მადლობა თქვენს ფონდს, თქვენმა საჩუქრებმა მართლაც რომ დააგვირგვინა ეს ყოველივე. აღტაცება და სიხარული ვერ დავმალე, ორი უზარმაზარი ყუთი რომ ჩამოტვირთეს სატვირთო მანქანიდან. ცრემლები წამომცვივდა. ჩვენთვის ასეთი ძვირფასი საჩუქრები არასდროს უჩუქებიათ. ჩვენი სანტები ხართ, კეთილო ხალხო!  ვილოცებ იმისთვის, ამ ახალმა წელმა უამრავი სიკეთე და სიხარული რომ მოგიტანოთ!
„ახალ წელს გილოცავთ! ჩემი პატარა გულით გისურვებთ ბევრზე ბევრ სიხარულს!“
       მაქსი: იცით, მე კიდევ ერთი მედალი მივიღე შეჯიბრებაში. მე ხომ ტაეკვანდოს მომავალი სპორტსმენი ვარ!  მინდა, ეს მედალი თქვენ მოგიძღვნათ! ისეთი გახარებული ვიყავი, ყველას მოვუგე. (იცინის.) კიდევ ბევრს ვივარჯიშებ და უფრო მეტ მედალს ავიღებ. მათაც თქვენ მოგიძღვნით - ყველას, ვინც ასე გაგვახარა და ბევრი საჩუქარი გვაჩუქა. მე თქვენ მიყვარხართ!
„ყველა მედალს თქვენ გიძღვნით!“
       - ჩვენც გვიყვარხართ, ბავშვებო! თქვენ ყველას უყვარხართ. მე მჯერა, რომ გამოჩნდება კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აღარ დაინახონ თქვენს თვალებზე ცრემლი. 
       მარიკა: ყოველი თქვენი გამოჩენა ჩვენთვის დღესასწაულია. სატელეფონო ზარიც კი გვაბედნიერებს და იმედს გვმატებს.
        - მარიკა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ შეგეხმიანათ ვინმე?
         მარიკა: გადმომცეს კრიზისული დახმარება - 200- ლარიანი ვაუჩერი. დამასაქმეს სოციალური პროგრამით.  ეზოს ვალაგებ აქვე. შორს წასვლა არ მიწევს. ანაზღაურება 300 ლარამდე მაქვს. ესეც რაღაცაა. ხომ გესმით, ამით ქირის გადახდას მაინც მოვახერხებ. მაგრამ როდის მექნება ჩემი სახლი? ალბათ, არასდროს! თუნდაც, ერთი პატარა ოთახი მაინც რომ მომცეს მთავრობამ... ერთი ციცქნა პატარა სახლი. ო, როგორი ბედნიერი იქნებოდნენ ჩემი შვილები...
„ჩემს ბაჯბაჯას მაგრად ჩავეხუტები და მოვუყვები ჩემს ოცნებებზე“
       მილენა: ჩემს ახალ დათუნია ბაჯბაჯასაც ექნებოდა სახლი, კვატია ანუკისაც. მერე თქვენც დაგპატიჟებდით და კიდევ ბევრ ლამაზ ამბებს გიამბობდით ერთ ღარიბ გოგოზე, რომელსაც სახლი აჩუქეს. 
„ანუკის მშიერს ვერ დავაძინებ, ის ხომ ძალიან პატარაა... და სახლიც კი არ აქვს...“
***
          მეგობრებო ეს ადამიანები ოცნებობენ სახლზე და არა მხოლოდ. კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ბავშვებსაც უამრავი რამ სჭირდებათ და არ აქვთ. განა შეუძლია მარტოხელა დედას მხოლოდ სოციალური შემწეობით სრულფასოვნად გამოკვებოს სამი მცირეწლოვანი პატარა? რა რთულია ცხოვრება, როდესაც გიჭირს და უყურებ ატირებულ შვილებს, რომლებსაც სცივათ და შიათ. ღმერთო, რამდენ მშობელს ამის ყურებას სიკვდილი ურჩევნია. სიკვდილი? არა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ!  ჩვენ ყველას უნდა დავუდგეთ გვერდში.  ყველა უნდა ვიხსნათ. ეს არის ჩვენი მისია. ეს არის ჩვენი გზა. და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს უფალთან!
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
      მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
    (დანიშნულება: ძერიების ოჯახი).
     თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund         
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund     
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270

მსგავსი პროექტები: