პროექტის რეპორტი ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

page info icon
2022 აგვისტო 12
page info icon
2576
ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი. სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, - ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,270 ₾
( 234 დონორი )
დასრულებულია
 „ორი ველოსიპედი!“ ჩვილი გამბიელიც კი, წამით მოწყდა დედიკოს და უხაროდა ძმების ბედნიერება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! 
ის თქვენთვის იღიმის, ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო! გაიხარეთ ისევე, როგორც ამ ბავშვებმა და ოჯახმა გაიხარეს!
      „მგონი, თვლა აგერიათ. ნახე, ერთი გვინდოდა და ორი გვაქვს! ასე შეიძლება? გვეგონა, რომ ერთმანეთს ვათხოვებდით ხოლმე  და ასე ვამბობდით: ათი წუთი შენ, ათი - მე. დედას კი დრო უნდა დაენიშნა, რომ არ გვეჩხუბა. მაგრამ, ნახე! ერთმა ძალიან მაგარმა ძიამ თბილისიდან, კიდევ ერთი გამოგვიგზავნა! ხოდა ახლა, საჩხუბარიც აღარაფერია. იარე რამდენიც გინდა!“ - არ აცდიან ერთმანეთს საუბარს გაგა და გიგა. იცით, როგორ შეიცვალნენ? ვერ იცნობთ!
„ჯერ მე გამახარეს, მერე კი ჩემი ძმა“
        ცინცაძეების ოჯახზე პოსტი, ჩვენმა ფონდმა გასულ წელს გამოაქვეყნა. ქირით მცხოვრებ მრავალშვილიან  ოჯახს უკიდურესად უჭირდა და ჩვენს ფონდს მიმართა დახმარებისთვის. ნუთუ შეიძლებოდა, ვინმეს მათი ისტორიის ცრემლების გარეშე წაეკითხა?  უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, ფეხმძიმე დედა სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. ბავშვები კარტოფილის წვნიანზე, ნაყინსა და ველოსიპედზე ოცნებობდნენ. 
       უყურო მშიერ ბავშვებს და არაფერი შეგეძლოს, რა უნდა იყოს ამაზე რთული? მავანი იტყვის, რატომ აჩენენ ამდენ შვილს, რჩენა თუ არ შეუძლიათ?! მაგრამ, იქნებ ჯერ ყურადღებით წაიკითხოთ მათი ისტორია და დასკვნები მერე გამოიტანოთ? უფალი ხედავს არა ჩვენს განსჯას, არამედ  სიკეთეს სხვების მიმართ! ამ სიკეთემაც არ დააყოვნა. უამრავმა ადამიანმა, ჩვენი ფონდის მეგობრებმა შეძლეს, გვერდში ამოდგომოდნენ ოჯახს და ბედნიერი წუთები ეჩუქებინათ მათთვის. 
„მადლობა ჩემი შვილების სიხარულისთვის!“
         - ნინო, ბევრი სიახლე გაქვთ. გახარებულები ხართ. გაგვიზიარეთ.
         ნინო (29 წლის): არ ვიცი, საიდან დავიწყო... როდესაც თქვენმა წარმომადგენელმა დარეკა და გვითხრა, რომ საჩუქრები მოჰქონდათ, ნამდვილად მიჭირს იმის გადმოცემა იმ მომენტში აქ რა ხდებოდა. ბავშვები წამებს ითვლიდნენ: „აი, ახლა შემოუხვიეს ჩვენს ქუჩაზე. აი, ახლა მანქანის ხმა გაისმა და ალბათ, მოვიდნენო...“
        ჩამოტვირთვა რომ დაიწყეს, საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, უამრავი საკვები, ტკბილეული. რაც მთავარია, ველოსიპედი გიგასთვის, პლანშეტი გაგასთვის, პულტიანი მანქანა დანიელისთვის... ჩემი პატარა, ოთხი თვის გაბრიელიც კი გაითვალისწინეს! პოსტის ჩაწერისას ორსულად ვიყავი. ფაფები, პამპერსები ჩვენთვის იყო „სასწრაფო დახმარება“! ბავშვს ბუნებრივად სრულფასოვნად ვეღარ ვკვებავდი. თავად მშიერს, რა რძე უნდა მქონოდა?! 
        ღმერთო, ვისაც სულ პატარა წვლილი მიუძღვის, ასეთი დღე რომ გაგვითენდა, სულ ბედნიერი და ჯანმრთელი ამყოფე! თქვენ კიდევ არ იცით, რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს ყველაფერი. ეს ჩვენი გადარჩენა იყო! 
„ჩემმა პატარამ გემრიელად მიირთვა და ახლა, თამაში უნდა“
         გაგა: პლანშეტი მარტო ჩემი არ არის, ყველას ვათხოვებ. გიგამაც თავიდან ხომ თქვა, რომ გაგას ველოსიპედს ვათხოვებო. დანიელი ხუთი წლისაა და ჯერ არ იცის ველოსიპედის ტარება. მაგრამ, ცოტა რომ გაიზრდება, ვასწავლით. 
        - თავიდან თქვა და მერე აღარ გათხოვა?
        გაგა:  უი, რას ამბობთ, განა ძუნწია? უბრალოდ აღარ დამჭირდა. ერთმა კეთილმა ძიამ დარეკა და ჩემთვის თბილისიდან გამოგზავნა ლამაზი ველოსიპედი - „თბილისური“.
        გიგა (10 წლის): სანამ ის ძია მეორეს გამოგვიგზავნიდა, ვაძლევდი ხოლმე. მაგრამ, მე რომ მინდოდა, მაგასაც მაინცდამაინც მაშინ მოუნდებოდა ხოლმე. ცოტათი მენანებოდა, სულ ცოტათი, აი, ამხელათი... (ხელით მაჩვენებს.) მაგრამ მერე, ის ძუნწი ბავშვები მახსენდებოდა, ვინც ჩვენ არ გვათამაშებდა და გულს გვტკენდა ხოლმე... მაგათ ხომ არ დავემსგავსებოდი...
       - სწორია! თქვენ ხომ, ძმები ხართ!
       ნინო:  უნდა გენახათ გაგას თვალები, როდესაც უცნობმა კეთილმა ადამიანმა დარეკა და თქვა, რომ ველოსიპედს გვიგზავნიდა. ეს თვალები არასდროს დამავიწყდება. მოუსვენრად დადიოდა სახლში. ო, როგორ ელოდებოდა... და რომ ჩამოუტანეს, იმხელა ხმით იყვირა: აი, ჩემი თბილისური ველოსიპედიო! - და სიხარულის ცრემლები წასკდა. მადლობა კეთილ უცნობს, ჩემი შვილი ასე რომ გაახარა. სიკეთე არ იკარგება და ღმერთს ვთხოვ, ყველას ასმაგად დაუბრუნდეს კეთილი საქმეები.
       დანიელი (5 წლის): ვუ-უ-უ-უ-უ, სემომხედე, ლა მაგალი ვალ. მადლობა, ლომ მომიტანეთ პიპია და ტევიზორი.
„საინტერესო ამბებს მოგვიყვება ეს ტელევიზორი!“
         - მოგეწონა ტელევიზორი, დანი?
         დანიელი: პიპია მიკალს, ტევიზორიც. იქაც პიპიებს უკულებ.
         - ნინო, თქვენ რა გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
         ნინო: პირველ რიგში, ჩემი შვილების სიხარულის დანახვა გამიხარდა. მერე, სხვა ყველაფერი... სულ ყველაფერი... თქვენ უკვე იცით, რომ ამ სახლში ქირით ვცხოვრობთ. აქამდე, აქ არაფერი იყო ჩვენი. ახლა, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა გვაქვს, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა. ორსულად ვიყავი და უამრავ სარეცხს ვრეცხავდი ხელით ცივ წყალში. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იყო.  რამდენჯერ ცუდადაც გავმხდარვარ. ახლა, ოთხი პატარას დედა ვარ. თქვენი წყალობით, უკვე მაქვს ეს ჯადოსნური მანქანა და მასთან ერთად, გამარტივდება ჩემი ყოველდღიური შრომაც. მადლობა თქვენს ფონდს. მადლობა კეთილ ხალხს! არ დავიღლები თქვენი დალოცვით. 
„გახსენით დროზე, უნდა ვნახოთ როგორ ბზრიალებს და აკრიალებს!“
       - ნინო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გააკეთა თქვენთვის რამე? იქნებ, ჩვენმა პოსტმა მათი სინდისიც გააღვიძა?
       ნინო: ერთჯერადად დაგვეხმარნენ პროდუქტით. საკვები ყოველთვის გვჭირდება. თუმცა, ესეც რაღაცაა... ვფიქრობ, უფრო მეტიც შეეძლოთ... მაინც მადლობელი ვარ!
       - ნინო, წინა სტატიაში აღნიშნეთ, რომ ცხოვრებაში ძალიან დიდი სტრესი და გაჭირვება გაქვთ გამოვლილი. იქნებ, ერთი ბედნიერი დღე, ერთი ბედნიერი წუთი მაინც გაიხსენოთ, ისეთი, რომელიც არასდროს გავიწყდებათ.
       ნინო: ბედნიერი დღე და წუთები თქვენმა ფონდმა და იმ კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. ეს ნამდვილად არასდროს დამავიწყდება! ადრე კი, ძალიან დიდი სირთულეები იყო - სულ გაჭირვება, სულ ტირილი...  გიგა, გაგა და დანი პირველი ქორწინებიდან მყავს. ოჯახი რომ დამენგრა, ქუჩაში დავრჩი და ბავშვები არ გამომატანეს. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მათ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და დროებით, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. იქ ბავშვები არ იყვნენ კარგად. დღემდე გამოჰყვათ სტრესი. 
        - ცუდად ექცეოდნენ?
        ნინო: იქ ორი წელი დაჰყვეს. ვერ გეტყვით, ვინ როგორ ექცეოდა, მაგრამ ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში ჩამორჩენა აქვთ. კარგად რომც გექცეოდნენ, შენი ოჯახი და დედა ხომ, მაინც სულ სხვაა?! მშობლის გვერდით, ბავშვი თავს უფრო დაცულად გრძნობს. დედებს ისე რომ ეხმარებოდეს სახელმწიფო, როგორც მიმღებ დედებს ეხმარება, ყველა ბავშვი ბედნიერი იქნებოდა თავის ოჯახში. რა თქმა უნდა, მოძალადე, ლოთ და წამალზე დამოკიდებულ მშობლებს არ ვგულისხმობ.
        - თქვენ სად იყავით მაშინ, რას საქმიანობდით?
        ნინო: ამ დროს, მე სამუშაოდ თურქეთში გადავიხვეწე, იმ იმედით, რომ ბინის საყიდლად თუ არა, ქირის თანხას მაინც შევაგროვებდი, რომ ჩემი შვილები დამებრუნებინა. ო, ღმერთო, რა რთული იყო მათ გარეშე ცხოვრება უცხო მხარეში. უზომოდ მენატრებოდნენ ჩემი პაწაწუნები. 
       - და მერე დაბრუნდით?
       ნინო: დიახ. ბინა ვიქირავე, მეორე ოჯახი შევქმენი. ვიბრძოლე. ჩემი შვილებიც დავიბრუნე. ბედნიერ წუთებზე მკითხეთ და გეტყვით: კიდევ მაშინ იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები, როდესაც სოციალურმა მუშაკმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შვილების წაყვანა შემეძლო. ჩავიკეცე და ხმამაღლა ვტიროდი.  არა, კი არ ვტიროდი, ვბღაოდი! ჩვენი შეხვედრა კი, სასწაული იყო. ბავშვებს ისე ვიხუტებდი გულში, სუნთქვა გვეკვროდა ოთხივეს. აი, ასეთი ბედნიერი წუთები მქონდა,  სევდანარევი და დაუვიწყარი.
        - ნინო, ჩვენმა კეთილმა საზოგადოებამ  გარკვეულწილად შეძლო თქვენი დახმარება. მაგრამ ალბათ, კიდევ უამრავი რამ გჭირდებათ... კიდევ რას ითხოვდით? თქვენი პატარებისთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
        გიგა: მე გეტყვით. დედიკოს რცხვენია. ხშირად, პურს ვერ ვყიდულობთ, ძვირია. დედიკოს საცხობი რომ ჰქონდეს, სახლში გამოგვიცხობდა.
       გაგა: არც მაცივარი გვაქვს.
       ნინო: გაჩუმდით, ბავშვებო! მერიდება, ხალხი კიდევ რამით რომ შევაწუხო. მათ ხომ, საკუთარი პრობლემებიც უხვად აქვთ...
        დანიელი: მე ცულ მინდა ფიები. ცუპიც გემლიელია. გაბის ფაფებს სევჭამ თუ ალ მექნება. 
მოდით გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გაბრიელს არ შიოდეს, არ სციოდეს და დედის თბილ კალთაში გაიზარდოს!
       
***
        ვისაც გვილხინს და ძალიან კარგად თუ არა, საშუალო დონეზე მაინც ვცხოვრობთ, ვწუხვართ იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის, ხანდახან, ბოლო მოდელის ტელეფონის, კომპიუტერის ან ბრენდული ტანსაცმლის ყიდვას ვერ ვახერხებთ. ჩვენს გვერდით კი, არიან ბავშვები, რომლებიც გემრიელ საჭმელზე ოცნებობენ. მოდით, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და შევეცადოთ, რეგულარულად დავეხმაროთ ამ ოჯახს საკვებით, რომ შიმშილის მწარე გრძნობა მაინც დაივიწყონ ამ ბავშვებმა! 
***
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებულის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცინცაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund         
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
     
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
       


მსგავსი პროექტები: