ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს პატარას საფლავი უნდა გავუმზადო. ის კი, უკვე 13 წელია ცოცხლობს! არასოდეს დანებდეთ! ღმერთს თავისი გეგმები აქვს!
თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ჩემს შვილს! ეს ფასდაუდებელია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
იოსები: „იმხელა სიყვარული აჩუქეთ ჩემს შვილს! ეს მისთვის წამალივითაა“.
დედიკოს და მამიკოს სახეები სიხარულით რომ უბრწყინავთ, ნიკოლოზიც ბედნიერია. მის მამიკოს, იოსებს ამ ბოლო დროს იმხელა ენერგია აქვს, მზადაა „მთები გადააბრუნოს“. სიხარულისგან ანათებს. ძლიერ მამაკაცებსაც კი სჭირდებათ თანადგომა, როდესაც ერთადერთი შვილი უკურნებელი სენით არის დაავადებული და ძალიან დიდი თანხებია საჭირო მის გადასარჩენად. ადრე, მამიკო იოსები მხოლოდ ვალების გადახდაზე ფიქრობდა, მხოლოდ იმაზე, რომ არ აქვთ არც პამპერსი, არც მედიკამენტები, სახლში წყალიც კი არ აქვთ. ფიქრობდა და იმედი ჰქონდა გადაწურული.
ნახევარი წლის განმავლობაში, თქვენ მოახერხეთ და შეცვალეთ მათი ცხოვრება. ჩვენი არაჩვეულებრივი ბიჭუნა, ნიკოლოზი, სამწუხაროდ ვერ გამოჯანმრთელდება. მაგრამ ახლა, მის ოჯახს უკვე აქვს პირობები, მის მოსავლელად. დაუბრუნდათ სიხარული და იმედი, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ.
ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი პატარა ადამიანი, მამიკოს უსაყვარლესი ბიჭი! ახლა, იოსები მომავლის იმედით ცხოვრობს
- იოსებ, როგორ გრძნობს თავს ჩვენი ბიჭი?
იოსები: როგორც უფლის კალთაში! მშვიდად და ბედნიერად. პამპერსი რომ დასჭირდება, ვუცვლი, თუ დასაბანია, ვაბანავებ, წამლებსაც დროულად იღებს. მოსწონს ასეთი ცხოვრება და ძალიან კმაყოფილი ჩანს. ახლა, მას ყველაფერი აქვს და ჩვენც მშვიდად ვართ. ასეა მას შემდეგ, რაც თქვენს ფონდს მივმართე. გაოცებულები ვართ, რამდენი შეგძლებიათ. მართალი გითხრათ, დღემდე ვერ მოვსულვართ აზრზე.
- ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ?
იოსები: 48 წელი ვცხოვრობდით უწყლოდ, თქვენ კი მოხვედით და სამ დღეში გააკეთეთ ყველაფერი! საუკუნოვანი კრიზისი, მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა მოაგვარეთ. ადრე, მეზობლის ჭიდან ვეზიდებოდით წყალს. ის ჭაც თუ დაშრებოდა, მთლად უარესი, შორიდან გვიწევდა მანქანით მოტანა. ხან ვის ვთხოვდი წაყვანას, ხან ვის. აბა, როგორ შეიძლება ასე? მიხაროდა წვიმის მოსვლა, წყალს ვაგროვებდი. თან მძიმე ავადმყოფი შვილი მყავს, დაბანა ძალიან ხშირად უნდა, სუფთა თეთრეულიც მუდმივად გვჭირდება.
მორჩა, დასრულდა ეს კოშმარი! თქვენი დამსახურებით, საკუთარი ჭაბურღილი გვაქვს და ახლა, წყალი იმდენია, რომ ათ ოჯახს ეყოფა. 22 მეტრი სიღრმის ჭა გაიბურღა. ეზოში დააყენეს ონკანი და სადაწნეო კოშკი ავზით. ელექტროენერგია რომც გაითიშოს, წყალმომარაგება არ შეწყდება.
ახლა, იმდენი წყალი გვაქვს, ათ ოჯახს ეყოფა!
და განა მარტო ეს?! ღმერთო, შენ გესმის ჩემი და გახსოვდეს: პირობას გაძლევ, ისე არ წავალ იმ ქვეყნად, რომ ვინმეს ასევე უდიდესი სიკეთე არ გავუკეთო! ყველას, ვინც ჩემს ნიკოლოზს დაეხმარეთ, ჩვენს მეგობრებად და ჩემი შვილის მფარველ ანგელოზებად მიგიჩნევთ. განსაკუთრებით, დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი კაპანაძეს, რომელმაც საკუთარი სახსრებით მოგვამარაგა სამშენებლო მასალით ჭაბურღილისთვის.
ახლა, მარტაძეების ოჯახს საკუთარი ჭაბურღილი და სადაწნეო კოშკი აქვს
რაც არ უნდა მოხდეს, ისინი აღარასდროს დარჩებიან უწყლოდ.
- თქვენს ისტორიას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ალბათ, თქვენც ესაუბრეთ ფონდის უამრავ მკითხველს...
იოსები: უი, რეკავდნენ, „ფეისბუქზეც“ გვწერდნენ, გვესტუმრნენ კიდეც. მადლობა, ხალხო! თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობ, როგორ შემიმსუბუქდა ტვირთი, შემიძლია გზა გავაგრძელო და ჩემი ბიჭისთვის ვიბრძოლო.
ნიკოლოზი თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მას პამპერსი, მედიკამენტები და საკვები ჰქონოდა. მადლობას გიხდით სიყვარულისთვის და თანადგომისთვის!
ჩვენთან მოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, პამპერსი და სხვადასხვანაირი პროდუქტი მოგვიტანეს: ვერმიშელი, ზეთი, წიწიბურა, კანფეტი... მეზობელი სოფლიდან გოგონა გვესტუმრა, ჩემს შვილს სპორტული ფორმა აჩუქა. უცხოელმაც მოგვინახულა, ალიშერი ჰქვია, (უჩვეულო სახელია, ამიტომაც დამამახსოვრდა). ყველამ უთხრა ჩემს ნიკოლოზს თბილი სიტყვები, ყველამ სიყვარული აჩუქა. ბედნიერი ვარ, ჩემმა შვილმა ამხელა სიყვარული რომ მიიღო და იღებს კიდეც. მისთვის ეს წამალია.
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საშუალება მომეცა ჩემს შვილს ვაჭამო საკვები, რომელიც უყვარს და გულით უნდა. გამხდარი გვყავს, მაგრამ გემრიელი საჭმელ-სასმელი უყვარს. (იღიმის.)
- იოსებ, ნიკოლოზს საჭმელს თქვენ უმზადებთ, თუ ეს დედიკოს, მაიას მოვალეობაა?
იოსები: ჰმ, როგორ გეკადრებათ?! მენიუში არ არსებობს ისეთი კერძი, რომელსაც ჩემს ბიჭს ვერ მოვუმზადებ. მეც, ისევე როგორც ჩემმა მეუღლემ ვიცი, რა სჭირდება, და მზად ვარ, ცხოვრების ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო მისთვის.
- არაჩვეულებრივი მამა ხართ, აღფრთოვანებული ვარ თქვენით. და ტრაქტორი, რომელიც ასევე ჩვენმა მკითხველებმა გაჩუქეს, უკვე გამოგადგათ?
იოსები: ველოდები, ნიადაგი ოდნავ რომ შეშრეს და საქმეს შევუდგები. ისეთი განწყობა მაქვს, „მთებს გადავაბრუნებ“, რა უნდა სიმინდის დათესვას. რა კარგია, ადამიანს ამხელა სტიმულს რომ აძლევთ, ყოჩაღ თქვენ და თქვენს მკითხველებს! იცით, შფოთვის და შიშის გრძნობა აღარ მაქვს. გულზე მომეშვა. სულ სხვანაირი განწყობა მაქვს, ძალა მომეცა. ასე გეტყვით: იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. ხალხმა და თქვენმა თანადგომამ ძალა შემმატა.
მამიკო იოსებს სიმინდის დათესვა უნდა. როგორც კი დათბება, დაამუშავებს მიწას
- ნახევარი წლის განმავლობაში, რაც პროექტი გრძელდება, ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა ყურადღება თქვენს მიმართ?
იოსები: ამ თემაზე საუბარიც კი არ მსურს, ყველაფერი უცვლელად დარჩა. თავად დაფიქრდით: სოციალურად დაუცველის სტატუსი დღემდე არ აქვს ჩვენს ოჯახს.
- ნიკოლოზს მუდმივად სჭირდება მოვლა. მზად ვართ, კვლავ დაგეხმაროთ. რა სჭირდება ყველაზე მეტად?
იოსები: ჩემს შვილს მუდმივად სჭირდება ორი მედიკამენტი: „კლონაზეპამი“ და „დეპაკინის“ სიროფი. მას არ შეუძლია ამ წამლების გარეშე... მთელი გულით, უდიდეს მადლობას ვუხდი ფონდის მეგობრებს ასეთი მზრუნველობისთვის. თქვენი წყალობით, ჯერჯერობით გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები. როდესაც თქვენ ჩვენს გვერდით ხართ, რწმენა გვაქვს, რომ ნიკოლოზი დახმარების გარეშე არ დარჩება.
***
მეგობრებო, მადლობას გიხდით ნიკოლოზის ღიმილისთვის, მისი სიხარულისთვის და მშვიდი ძილისთვის. თქვენ ნამდვილი მფარველი ანგელოზები ხართ და ყველა გასაჭირისგან იცავთ მას. მის მამიკოს, იოსებს სჯერა, რომ სანამ თქვენ გვერდში უდგახართ, ცუდი არაფერი დაემართება ნიკოლოზს. ჩვენც გვჯერა ამის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარტაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.
ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 ოქტ 11 | მედიკამენტები | 196.47 | transferred |
2022 ოქტ 25 | ქანების შესწავლა | 600 | paid |
2022 ნოე 11 | ჭაბურღილის მოწყობა | 3,000 | paid |
2022 ნოე 23 | მედიკამენტები | 232.83 | transferred |
2022 ნოე 23 | ჭაბურღილის მოწყობა | 3,000 | paid |
2022 ნოე 29 | წყლის ავზი და სანტექნიკა | 3,900.9 | paid |
2022 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 3,560 | paid |
2022 დეკ 21 | მედიკამენტები | 29.6 | transferred |
2022 დეკ 21 | მედიკამენტები | 219.45 | transferred |
2022 დეკ 21 | პამპერსები | 148.6 | transferred |
2023 იან 4 | ტრაქტორი | 1,750 | transferred |
2023 იან 4 | პროდუქტები | 299.91 | transferred |
2023 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 120 | paid |
2023 თებ 8 | ჰიგიენური საშუალებები | 202 | transferred |
2023 მარ 11 | მედიკამენტები | 247.62 | transferred |
2023 მარ 23 | ხელსაწყოები | 600 | transferred |
2023 აპრ 12 | ჰიგიენური საშუალებები | 207.45 | transferred |
2023 მაი 14 | პამპერსები | 115.8 | transferred |
2023 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 130 | paid |
2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 151.84 | transferred |
2023 ივნ 20 | ჰიგიენური საშუალებები | 130.45 | transferred |
2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 153.97 | transferred |
2023 ივლ 17 | პამპერსები,ჰიგიენური საშუალებები | 174.5 | transferred |
2023 აგვ 9 | მედიკამენტები | 127.8 | transferred |
2023 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 100 | paid |
2023 სექ 20 | პამპერსები,სველი ხელსახოცები | 96 | transferred |
2023 ოქტ 14 | მედიკამენტები | 47.79 | transferred |
სულ ხარჯი: 19,542.98 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2023 აგვ 1 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 50 | Transfer to account |
2023 ივლ 28 | ჩაგინავა შოთა | 10 | Transfer to account |
2023 ივლ 28 | 'გოჩა აბულაძე | 5 | Transfer to account |
2023 ივლ 27 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
2023 ივლ 27 | ჯაბიშვილი დემეტრე | 1 | Transfer to account |
2023 ივლ 25 | ჯაკობია ანა | 10 | Transfer to account |
2023 ივლ 21 | 'ანა შერბაკოვა | 10 | Transfer to account |
2023 ივლ 18 | 'ვასილ პაპელიშვილი | 15 | Transfer to account |
2023 ივლ 16 | 'ნიკა დიასამიძე | 20 | Transfer to account |
2023 ივლ 10 | ჭიკაიძე მარინე | 5 | Transfer to account |
2023 ივლ 9 | ქათამაძე ლინა | 7 | Transfer to account |
2023 ივლ 8 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 200 | Transfer to account |
2023 ივლ 3 | 'ვიტალი კაპატაძე | 3.5 | Transfer to account |
2023 ივლ 1 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 50 | Transfer to account |
2023 ივნ 19 | ედიბერიძე მაგდა | 2 | Transfer to account |
2023 ივნ 17 | სანებლიძე ირმა | 5 | Transfer to account |
2023 ივნ 14 | ნოზაძე ოთარ | 50 | Transfer to account |
2023 ივნ 1 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 50 | Transfer to account |
2023 მაი 25 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 200 | Transfer to account |
2023 აპრ 25 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 16 | ხვედელიძე ვერიკო | 5 | Transfer to account |
2023 აპრ 16 | 'გივი კერესელიძე | 10 | Transfer to account |
2023 აპრ 6 | კოზმავა ნინო | 20 | Transfer to account |
2023 აპრ 6 | 'ირაკლი თოდუა | 50 | Transfer to account |
2023 აპრ 5 | 'ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | ქირია ბაჩა | 1 | Transfer to account |
2023 აპრ 4 | 'იოსებ ჟორჟოლიანი | 200 | Transfer to account |
2023 თებ 22 | იოსებ ჟორჟოლიანი | 100 | Transfer to account |
2023 თებ 20 | ბოლქვაძე მირიან | 2 | Transfer to account |
2023 თებ 2 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 19,542.35 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|