პროექტის რეპორტი სულ მარტო ვარ, შვილო, არავინ მყავს რომ შევჩივლო, ან ჭიქა წყალი მაინც რომ ვთხოვო... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სულ მარტო ვარ, შვილო, არავინ მყავს რომ შევჩივლო, ან ჭიქა წყალი მაინც რომ ვთხოვო...

page info icon
2022 სექტემბერი 28
„ნუ გეშინია, ზღაპრის გმირ საშინელ მოხუცებს კი ვგავარ, მაგრამ გულით ახალგაზრდა ვარ. იცი, ცხოვრებაში რამდენი ტკივილი და ტანჯვა მაქვს ნანახი? ჰოდა, ვერ გავუძელი. ამიტომაც გამიჩნდა ეს კუზი. დავდივარ, ძლივს დამაქვს ფეხები, ხანდახან, დღე ისე გავა, რომ ხმასაც არ ამოვიღებ. სულ მარტო ვარ, არავინ მყავს, ერთი ჭიქა წყალი რომ მომაწოდოს, ან გულის ტკივილი რომ გავუზიარო...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,857 ₾
( 282 დონორი )
დასრულებულია

დოდო ბებია ყველას გვლოცავს! გახარებულები იყავით, მეგობრებო!

ნუ შეხედავთ იმას, რომ მოხუცი ვარ და მოკრუნჩხული, მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მოხუცი და მოკრუნჩხული რომ ვარ, იმას ნუ შეხედავთ. მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ!“

 - ავტომობილების ქარხანაში ვიმუშავე 35 წელიწადი, ყველა პატივს მცემდა და ყველა კომისიის წინაშე ცდილობდნენ ჩემს წარმოჩენას. მაგრამ, რომ დავბერდი, ქუჩის ძაღლზე უარეს დღეში ჩავვარდი - ამბობს დოდო ბებია. - ვაიმე, რამდენი ცრემლი დავღვარე, როგორ მტკიოდა გული! მთელი შრომა ისე ჩამეყარა წყალში, თითქოს ტყუილად მიცხოვრია ამ ქვეყნად.

 თქვენ დამიბრუნეთ ღირსება და პატივისცემა. ცრემლები შემიშრეთ და დამიცავით ყველანაირი პრობლემისგან. გულიც იმდენად აღარ მტკივა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მირეკავენ და მეკითხებიან: „რით დაგეხმაროთ, ბებო? ტკბილო და საყვარელო!“ ყველას „ბებო“ ვარ ახლა, ეს მიხარია და გულს მითბობს. ნუ შეხედავთ იმას, რომ მოხუცი ვარ და მოკრუნჩხული, მეც გულს ამოვიღებ თქვენთვის და მოგცემთ. თუნდაც, ახლავე.

 - ჩვენო ტკბილო ბებიკო! არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ ტიროდით. ყველანი ვტიროდით, როდესაც თქვენი ამბავი გავიგეთ, როდესაც ვნახეთ, რა პირობებში ცხოვრობდით. ახლა კი, ეს სახლი სულ სხვანაირად გამოიყურება!

 დოდო: რას ამბობთ? რა შედარებაა?! ფონდის სოციალური მუშაკი რომ მოვიდა, შოკში იყო: არც ფანჯრები ჰქონდა ჩემს სახლს, არც კარი, ცხოველები და ფრინველები შემოდიოდნენ სახლში. ახლა, ადამიანის საცხოვრებელს დაემსგავსა აქაურობა, შიგნიდანაც და გარედანაც. უკვე შეიძლება ცხოვრება. კედლები მოაპირკეთეს, კარ-ფანჯარა ჩასვეს, საძინებელ ოთახში ლამინატია დაგებული, შემოსასვლელში კი - ფილები. მაცივარი მომიტანეს და ტელევიზორი, ისეთი ძვირადღირებული! ორი ნორმალური ოთახი მაქვს.

 „სახლი ადამიანის საცხოვრებელს დაემსგავსა! ახლა, უკვე შეიძლება აქ ცხოვრება!“

 „ახლა, უკვე ორი გარემონტებული ოთახი მაქვს“

 ზამთარშიც არ გავიყინე. აი, ნახე, ახლა გამათბობელი მაქვს. კიდევ, ჩექმა მიყიდეს და რეზინის ფეხსაცმელიც, თოვლსა და წვიმაში რომ ვიარო. გოლიათის ფეხი მაქვს და წარმოგიდგენიათ, იშოვნეს 42 ზომა! ეს ხალათიც ძალიან თბილია. მე ხომ წარამარა ეზოში მიწევს გასვლა. ჩემი კუზიანი ზურგით, ერთ ადგილას ჯდომას გამუდმებით მოძრაობაში ყოფნა და საქმის კეთება ჯობია. ახალი ნივთებიც ძალიან გამომადგა.

 რომ დავიღლები, დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ, ხოლმე. ჩაის მივირთმევ კანფეტით. კბილები კი არ მაქვს, მაგრამ თხილის კანფეტი ძალიან მიყვარს. ისიც მოვიმარაგე, თქვენი დახმარებით. ტკბილეული ისედაც მომიტანეს. გულს ვიხარებ, ცოტათი მაინც, ტელევიზორში ხომ სევდიანი ახალი ამბებია. როგორ უჭირს ხალხს, რამდენი შეჭირვებულია.  მოდი, გაჩვენებ, რამდენი რამე მოვხუფე.  ჯერჯერობით ასე, იატაკზე მაქვს ქილები ჩამწკრივებული.

 „რომ დავიღლები, დავჯდები და ტელევიზორს ვუყურებ, ხოლმე. სერიალის ყურება მირჩევნია, თორემ ახალი ამბები სულაც არაა სასიხარულო“

 - რა მოხუფეთ, დოდო ბებია?

 დოდო: აჯაფსანდალი, უგემრიელესია, სხვათა შორის. თქვენ რომ მომიტანეთ პროდუქტი და ბოსტნეული, დაკონსერვება გადავწყვიტე, სახლში საჭმელი თუ გამომელევა, პურს წავუსვამ და შევჭამ. თქვენი მოტანილი ბრინჯისა და წიწიბურის მარაგიც ჯერ კიდევ მაქვს.

 ყველაფერი მაქვს, მარტოხელა მოხუცს რაც სჭირდება - ახალი ჭურჭელი, სარეცხი ფხვნილის მარაგი, ტახტის ახალი და ლამაზი გადასაფარებელი. ყველაფერი გაითვალისწინეს, სახლში რაც მჭირდებოდა. ყველაფერს ჩამოგითვლი, ჩემო გოგო, რაც მაჩუქეს, გეტყვი როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ხალხს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო! ნამდვილად დასაფასებელია ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩნეს!

 „რაც სახლში მჭირდებოდა, ყველაფერი გაითვალისწინეს: გამათბობელიც მაქვს და ელექტრო ქურაც“

 - სწორედ ახლა შეგიძლიათ გადაუხადოთ მათ მადლობა, დოდო ბებია.

 დოდო: უბრალოდ „მადლობა“ კი არ დაწერო, შვილო. ეს ადამიანები, საზოგადოება, რომელიც მე დამეხმარა, თქვენი მკითხველები, მათ ხომ, ტალახიდან ამოიღეს და „გაასუფთავეს“ ჩემი ღირსება. მათ ხომ, ახალგაზრდობა დამიბრუნეს, ის დრო, როდესაც პატივსაცემი და ღირებული თანამშრომელი ვიყავი, საკუთარი თავის რჩენა შემეძლო და ამით ვამაყობდი კიდეც. გადაბმულად ორი ცვლა შემეძლო მემუშავა და სამაგალითო ვიყავი სხვებისთვის. ისეთ გაჭირვებაში ჩავვარდი, სადაც ყოველგვარი ადამიანური ღირსება იკარგება და ამაში ჩემი ნათესავების ხელიც ურევია, შვილო.

 ღმერთო, რამდენი ხალხის შეწუხება მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ცხოვრება, ნაკლებად შესამჩნევი რომ ყოფილიყო. მეუხერხულება, რომ ამხელა აურზაური ატყდა ჩემს გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, მე ხომ, ვიღუპებოდი და ვეღარ გავჩუმდებოდი. შველა ვითხოვე. თქვენ კი, ამხელა ამბავი ატეხეთ, მიიქციეთ იმდენი ადამიანის ყურადღება, რომ არც კი დამესიზმრებოდა.

 ხალხის ამხელა ყურადღება ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება! ნეტავ შემეძლოს, რომელიმე თქვენგანს რამით რომ დავეხმარო! ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს. თქვენთვის ლოცვაში ბევრ დროს ვატარებ, გისურვებთ კეთილდღეობას და ჯანმრთელობას!

 - იქნებ გახსოვთ, ვინ გესტუმრათ, ვინ დაგეხმარათ ჩვენი მკითხველებიდან?

 დოდო: რა თქმა უნდა! მირეკავდნენ, დასახმარებლად თანხას რიცხავდნენ საავტომობილო ქარხნიდან ჩემი ყოფილი თანამშრომლები, ქალაქში მცხოვრები მეზობლები, სკოლის მეგობრები. გაოგნებულნი იყვნენ იმით, რომ ასეთ პირობებში მომიწია ცხოვრება. დიდი ხანი არაფერი სმენიათ ჩემზე და ვერც კი წარმოედგინათ, რომ ასეთ დღეში ვარ... „ეს როგორ მოხდა, დოდო, რომ ამისთანა მშრომელ ქალს, ნორმალური საცხოვრებელიც კი არ გაქვს?!“ მოხდა, ახლობლებმა რომ გამწირეს, იმიტომ. ეჰ...

 უცხო ადამიანებსაც ძალიან შევეცოდე. აბსოლუტურად ყველას უხაროდა, რომ ჩერნოვეცკის ფონდის ასეთი პროექტი არსებობს და ჩემი საცხოვრებელი პირობები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

 თქვენი მკითხველები უსაზღვრო სიკეთეს აკეთებენ! წარმოგიდგენიათ? მათ ჩემი ხუთი ათას ლარიანი სესხი გადაიხადეს! ადრე მომიწია აღება, ამ სახლის მშენებლობა რომ დამესრულებინა. ვერ მოვხერხე და თანაც, ვალის ორმოში ჩავვარდი. გმადლობთ, რომ მომაშორეთ ამხელა ტვირთი, თქვენ რომ არა, თან გამყვებოდა საფლავში!

 ძალიან დავუმეგობრდი დათოს, ფოტოგრაფს (დავით ოქროფილაშვილი - რედაქციის შენიშვნა.) ჩემს შესახებ რომ გაიგო, ძალიან აქტიურობდა. ინტერნეტის მეშვეობით, ჩემზე უამბო თავის ნაცნობებსა და მეგობრებს. რამდენიმეჯერ თავისი და მათი სახელით მომიტანა საჩუქრები: პროდუქტი, საკვები ჩემი ძაღლისთვის, ფეხსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები.

 ჩემი დათო, რა კარგი მყავს. ყველანი ჩემები ხართ, ვინც დამეხმარეთ. ყველას გლოცავთ! აქ რასაც ხედავ, სულ ნაჩუქარია: რადიო, დენის ქურა, ახალი ფანჯრები... ერთმა კეთილმა ადამიანმა ყველა შტეფსელი შეაკეთა ჩემს სახლში.

 „ახლა, უკვე „კარიან სახლში“ ვცხოვრობ. ღამით ვკეტავ და მშვიდად დაძინება შემიძლია“

 - ეს შეშაც ჩვენმა მკითხველებმა გაჩუქეს, დოდო ბებო?

 დოდო: ეს რაიონის გამგეობამ მაჩუქა, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მათი. მაგრამ, თურმე რა ჰქონიათ ჩაფიქრებული: თავშესაფარში გადასვლა შემომთავაზეს. არა-ა, ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება, თუ დახმარება გინდათ, ჯობია, აქ მომეხმაროთ! - მეთქი. მერე, მუშები გამომიგზავნეს და სახლი დამილაგეს რემონტის შემდეგ. ჩემი სადღაც წაყვანა მოინდომეს! არაფრით არ წავალ!

 - დოდო ბებო, კიდევ რა საკითხები დარჩა მოსაგვარებელი?

 დოდო: ღობეა გასაკეთებელი, ჩემო გოგო, მეზობლის ღორებმა და ქათმებმა ჩემს ეზოში რომ აღარ ისეირნონ. ღობე რომ არ მაქვს, ეზოსაც ვერ ვაწესრიგებ. მავთულის ბადე კი მაჩუქეთ, მაგრამ არავინ მყავს, ღობე რომ დადგას. ჯერჯერობით ეს საქმე არ იძვრის. ჩემი პენსიით კი, ვერაფერს გადავუხდი მუშებს.

 მოუსვენარი რომ ვარ, ორჯერ წავიქეცი ეზოში, მარჯვენა ხელი ვიტკინე. სარეცხს ვერ ვრეცხავ, მაგრამ არა უშავს. სულ მტკივა. არ ვიცი, როგორ მოვიშორო ეს ტკივილი.

„ღობისთვის კარგი მასალა მაჩუქეთ, მაგრამ ჯერ არავინ მყავს, ღობე რომ დადგას“

 ***

 მეგობრებო, ჩვენი პროექტი გრძელდება, კონკრეტული საკითხების მოგვარებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ დოდო ბებიას. ჩვენი სითბო მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ჩვენი მზრუნველობის ქვეშ, დოდო ბებია ჯანმრთელი უნდა იყოს და უნდა იცოცხლოს ძალიან დიდხანს!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დოდო კაკაბაძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!









მსგავსი პროექტები: