პროექტის რეპორტი როგორია 3 პატარა ბავშვის ცხოვრება ნახევრად დანგრეულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორია 3 პატარა ბავშვის ცხოვრება ნახევრად დანგრეულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში?!

page info icon
2022 ოქტომბერი 18
page info icon
3954
ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,498 ₾
( 208 დონორი )
დასრულებულია

ჩემს შვილებს ბედმა გაუღიმა, მათ სიყვარულის ზღვა დაინახეს!


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


თეა: „ბავშვებს ეგონათ, რომ ისინი არავის უყვარდა. თქვენ კი, მათ სიყვარულის ზღვა აჩუქეთ!“


„ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი რამ, ადამიანები რომ მოდიან, საჩუქრები მოაქვთ და სახელსაც არ გიმხელენ,“ - ამბობს მრავალშვილიანი დედა, თეა. – „ღმერთო, რამდენი კარგი ადამიანი გავიცანით! როგორ გაუმართლათ ჩემს შვილებს! გარდა იმისა, რომ დახმარება მიიღეს, ბავშვებმა მოისმინეს უამრავი ბევრი თბილი სიტყვაც: „ძალიან კარგი და ლამაზი გოგო ხარ, თეკლა.“ „ძალიან ჭკვიანი და გულკეთილი ბიჭი ხარ, შიო.“ „ტკბილი და ოქროს ბიჭი ხარ, გაბი“... შეხედეთ, რა კარგად გრძნობენ თავს, როგორ გადასხვაფერდნენ. ხომ გახსოვთ, რა კოშმარში ვცხოვრობდით?

ჩვენ კარგად გვახსოვს, სამი შვილის მარტოხელა დედა გადარჩენისთვის როგორ იბრძოდა, როგორ გადააკეთა საცხოვრებლად საზოგადოებრივი საპირფარეშო. არც საკვები, არც საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ ამ ბავშვებს. ცხოვრებაში აღარაფრის იმედი ჰქონდათ, აღარაფერი უხაროდათ.

- ახლა გავგიჟდები, გაბრიელ, შეხედეთ გაბრიელს, თქვენთან ჩასახუტებლად როგორ გამოიქცა. - განცვიფრებული თეა სახეზე იფარებს ხელებს. - ღმერთო, არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ბავშვი ბევრად უფრო გახსნილი გახდა.

- ახლა, მე და გაბრიელი ერთმანეთს მივესიყვარულებით, თავის ახალ მატარებელს და რკინიგზას მაჩვენებს. მერე კი, ვისაუბროთ სხვა სიახლეებზე.

თეა: მიესიყვარულეთ რამდენიც გაგიხარდებათ! (ბედნიერად იცინის.) მე კი, ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ ეს არის შედეგი იმ განმავითარებელი სათამაშოების, ველოსიპედისა და ტელევიზორის, რომელიც თქვენმა მკითხველებმა აჩუქეს. არ ჰქონია არანაირი აუტისტური სპექტრი, რომელსაც ეჭვობდნენ ექიმები. უბრალოდ სჭირდებოდა ადამიანური პირობები.


გაბი ურთიერთობაში უფრო გახსნილი გახდა. თვითონ გვაჩვენა ახალი სათამაშოები და ველოსიპედი


დაბადების დღე კი არა, ნამდვილი ფეიერვერკი ჰქონდა გაბრიელს! ფონდისა და თქვენი მკითხველების წყალობით, ცხოვრებაში პირველად მოვახერხეთ სადღესასწაულო სუფრის მოწყობა. მომეცა იმის საშუალება, რომ მაღაზიაში 400 ლარის პროდუქტი და ჩემი შვილისთვის ტორტი მეყიდა. რამდენი საჩუქარი მიიღო იმ დღეს! ველოსიპედი რომ მოუტანეთ, წამოხტა და ყვიროდა: „ვაუ! ვაუ!“ სწორედ იმ ბავშვზე მაქვს საუბარი, რომელიც აქამდე ემოციებს საერთოდ არ გამოხატავდა, იშვიათად შედიოდა ვინმესთან კონტაქტში.


შიო: „მე კანფეტის შემგროვებელი მანქანა ვარ. ახლა, ყველაფერს მივითვისებ!“


შიო: „კაი, გვეყოფა თამაში. მოდი, გავსინჯოთ, ჩქარა!“


- თეა, თქვენ ახსენეთ ადამიანები, ვინც შეცვალა თქვენი ცხოვრება. არა უშავს, მათი სახელები თუ არ იცით, მაინც კარგი იქნება, მათზე რომ გვიამბოთ.

თეა: ამ ფანტასტიურ ადამიანებზე დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო. რამდენიმე დღის წინ, ერთი ბიჭი გვესტუმრა, კომპიუტერი მოუტანა გაბრიელს. იქ უკვე ჩაწერილი ჰქონდა ბევრი მულტფილმი გაბისთვის. უბრალოდ კომპიუტერი ჩართო, გვაჩვენა, როგორ მუშაობს და ისე წავიდა, რომ თავისი სახელიც არ გვითხრა. მადლობის თქმა ძლივს მოვასწარი. აქაც ვუხდი მადლობას.

თინეიჯერ გოგონას, თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა, დაბადების დღე ჰქონდა და დედასთან ერთად გვესტუმრა, მოგვიტანა სხვადასხვა გემრიელობები. სურათებიც კი არ გადაუღია „ფეისბუქზე“ დასადებად. შეამჩნია, რომ ჩემი თეკლა მორცხვობდა, გაუგო, როგორც თანატოლმა (თინეიჯერის გულის ტკენა ხომ, ისეთი ადვილია), გულისხმიერება გამოიჩინა.

ორი ადამიანის სახელების გარკვევა მაინც მოვახერხე. ბატონმა დავითმა სათამაშოები აჩუქა გაბრიელს. ბატონმა ზურაბმა, შეიძლება ითქვას, ჩაგვაცვა და დაგვახურა მთელ ოჯახს. (იცინის.)იმდენი სხვადასხვანაირი ტანსაცმელი იყო, რომ მეზობლებსაც კი გავუნაწილეთ. მივეცით ის ნივთები, რომელიც არ მოერგოთ ჩემს შვილებს. დავითიც და ზურაბიც ძალიან გულთბილი ადამიანები არიან, ბავშვებსაც გაესაუბრნენ, რჩევები მისცეს, გაამხნევეს და შეაქეს.

ასევე, მინდა, დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო სამხედროთა ჯგუფს. ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, კახეთიდან, საცხოვრებელიც კი შემომთავაზა. ასე მითხრა, ჩამოდით და იცხოვრეთო, რამდენ ხანსაც გენდომებათ, შემიძლია, სახლის ნახევარი დაგითმოთ. როგორ შეიძლება არ დააფასო ასეთი სიკეთე! გაბის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რომ არ არა და მუდამ, კლინიკის სიახლოვეს ყოფნა რომ არ გვჭირდებოდეს, აუცილებლად დავთანხმდებოდი და გადავიდოდი. მაგრამ, ვერ გავრისკავ. ღმერთო, ჩვენ ამხელა სიკეთე მივიღეთ! დადგება დრო, ჩემი შვილები გაიზრდებიან და აუცილებლად დააბრუნებენ.

- თეკლა, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

თეკლა: ჩემი პირადი პლანშეტი. და კიდევ ის, რომ დედაჩემი და ჩემი ძამიკოები ასეთი გახარებულები არიან.


„რა მაგარია, როდესაც საკუთარი ველოსიპედი გაქვს! რა გულიანად ვისეირნებ!“


თეა: რა თქმა უნდა, დედა გახარებულია. აბა, რა?! როგორც იქნა, ქვედა მეზობლებთან წყალი აღარ ჩადის. როგორც იქნა, მოვიშორე ეს ძველი მილები და ონკანები, საპირფარეშოსა და სამზარეულოში. ფონდის დახმარებით, სანტექნიკა მთლიანად შეცვლილია. გადასარევად ირეცხება ჭურჭელი, შეგვიძლია სარეცხი მანქანის ჩართვა, დაბანა, წყალი არსად ჟონავს და არსაიდან წვეთავს.


თეა: „რა თქმა უნდა, დედა გახარებულია! ამდენი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა!“


ახალი სარეცხი მანქანაც გვაქვს, შეხედეთ, რა ლამაზია! ჩვენი ახალი მაცივარი არ მიჩვენებია ჯერ? მაცივარი აუცილებლია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს. არ მაქვს საშუალება, საჭმელი ყოველდღე მოვამზადო. რაღაც უნდა შევინახო. ამიტომ, მაცივარი ძალიან გვშველის.


„ახლა, თავადაც ნახავთ რა მალე კეთდება საქმე. საჭმელს მოვამზადებთ, ამასობაში კი, სარეცხიც დაირეცხება“


თეკლა: დე, მე არაფერს დამიტოვებ, რომ ვიტრაბახო?

თეა: რა თქმა უნდა, შვილო.

თეკლა: ტელევიზორი ძალიან ეხმარება გაბის. უკვე დაიწყო პირველი სიტყვების წარმოთქმა. დიდი მადლობა, ასეთი საჭირო ნივთები რომ მოგვიტანეთ. პლანშეტით მუსიკას ვუსმენ, სკოლისთვისაც ვმეცადინეობ, ფილმებსაც ვუყურებ.


თეკლა: „ პლანშეტით ვმეცადინეობ და მუსიკასაც ვუსმენ. ძალიან მომწონს როკი“


- აღარ გკითხავთ, ისედაც ვხედავ, რომ სულ სხვანაირი განწყობა გაქვთ.

თეკლა: უფრო თავდაჯერებული გავხდი და დიდი მოტივაციაც მაქვს იმის, რომ ახალ საქმეს მოვკიდო ხელი.

- მაგალითად?

თეკლა: მინდა, ელექტრო გიტარაზე ვისწავლო დაკვრა, როკი დავუკრა. თან, გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი გამომივა.

- მაგარია! მოზარდს სწორედ ასეთი განწყობა უნდა ჰქონდეს.

თეა: ამხელა ქალი ვარ, მაგრამ პროექტის მერე, მეც გავხდი უფრო თავდაჯერებული. ძალა და ენერგია შემმატეთ, ცხოვრება და ბრძოლა რომ გავაგრძელო. ბავშვებიც დამშვიდდნენ და მშვენიერ ხასიათზე არიან. ეგონათ, რომ ისინი არავის უყვარდა, რომ არავის სჭირდებოდნენ. კეთილმა ადამიანებმა კი, თავიანთი სიყვარულითა და ყურადღებით გული გაუთბეს.

თქვენი ფონდის უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მთავრობასაც მიაწვდინეთ ჩემი ხმა. შეგვამჩნიეს ჩვენც და ჩვენი პრობლემებიც.

- დიახ, ჯანდაცვის ექს-მინისტრი და დეპუტატი დავით სერგეენკო გესტუმრნენ. ამჟამად როგორია მდგომარეობა ბუნებრივ აირსა და დენთან დაკავშირებით? რამე თუ შეიცვალა?

თეა: ბატონი დავით სერგეენკო ძალიან ეცადა, ძალიან უნდოდა ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ, ეს რთული საკითხია და ერთი ადამიანის ძალისხმევა არ არის საკმარისი.

ვითხოვთ დენის და ბუნებრივი აირის შემოყვანას, მაგრამ მთავრობის თქმით, ამ შენობას ჰყავს მესაკუთრე და ვერაფერს მოახერხებენ. უცნობი მესაკუთრის შიშით ვცხოვრობთ, 82 ოჯახი, 102 ბავშვი (სხვათა შორის, ის ოთხი წელია თვალად არავის გვინახავს). მთავრობა ჩვენზე პასუხს არ აგებს. ადამიანების ბუნებრივი აირისა და დენის მათხოვრებად ქცევა არ შეიძლება. თუ ჩემს გაბის ინჰალაციის გასაკეთებლად დენი არ ექნება, იძულებული გავხდები ელექტროენერგია მოვიპარო.

- კიდევ რა შეგვიძლია, თეა, კიდევ რით დაგეხმაროთ?

თეა: ზამთრის მოსვლამდე ვეღარ გავბედავ, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. ფანჯრები არ გვაქვს ჩასმული, მაგრამ ახლა, უკვე აღარც ცივა იმდენად.

***

მეგობრებო, კეთილი საქმის გასაკეთებლად, მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის დროს! თუკი გაქვთ საშუალება, თეას ფანჯრების ჩასმაში რომ დაეხმაროთ, გააკეთეთ ეს, ნუ დაელოდებით ზამთრის დადგომას.

მადლობას გიხდით სიყვარულისა და გულისხმიერებისთვის! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ ბავშვების გულებში იმედის ნაპერწკალი ააკიაფეთ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:


#GE15TB7194336080100003


#GE42LB0115113036665000


#GE64BG0000000470458000


(დანიშნულება: პაპიძეების ოჯახი)


თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/990-papidze/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: