ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სოციალური პარტნიორობა“ პატარა ლუკას დასახმარებლად

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ლუკა ნავროზიანის დასახმარებლად
შეგროვებულია
1,556 ₾
დასრულებულია

საწოლს მიჯაჭვული ადამიანის მოვლა - რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო ხარ და არავინ გიდგას გვერდში. მაგრამ ზოგჯერ დასახმარებლად მოდიან სრულიად უცნობი ადამიანები. „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3,5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 500 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. რომელთა შორის 12 არასრულწლოვანი ბავშვია. ერთ-ერთი 13 წლის ლუკაა.

ლუკას დედა, ირინა 15 წლის გათხოვდა. შეეძინა მშვენიერი გოგონა. ახალგაზრდა ოჯახი  ბედნიერი იყო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 7 წლიანი ლოდინის შემდეგ შეიტყვეს, რომ ირინა ორსულად იყო და ბიჭს ელოდა. მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. პატარა ლუკა თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა,  და ექიმების დიაგნოზმა განაჩენივით გაიჟღერა: მიკროცეფალია, ეპილეფსია, კიდურების დეფორმაცია და ღეჭვის რეფლექსის არქონა...

„კეთილმა ხალხმა“ ირინას ურჩია ბავშვი დაეტოვებინა და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ირინამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარ შვილს არასოდეს მიატოვებდა და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა. სამწუხაროდ ირინა მარტო დარჩა ორ ბავშვთან და უამრავ პრობლემასთან ერთად. 13 წლის განმავლობაში იგი რჩება თავისი შვილის ერთგული და მას ახალშობილივით უვლის.

პატარა ოთახში, სადაც ირინა ორ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს, არ არის არანაირი პირობები. სველი წერტილები, რომლითაც 4 ოჯახი სარგებლობს, ეზოშია. მიუხედავად ყველა ცხოვრებისეული პრობლემისა, ირინა ცდილობს იყოს მშვიდი, რადგან იცის, რომ დედის ყველა ემოცია  ბავშვს გადაეცემა. ლუკა დედას გრძნობს, რეაგირებს მის ხმაზე, იღიმის, როდესაც ირინა მას ეფერება, ეხუტება და უმღერის... მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება და ცრემლების შეკავება, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. სოციალური დახმარების და ლუკას პენსიის დიდი ნაწილი ოთახის ქირაში იხარჯება. ლუკას დღეში 3,5 ლარის წამლები სჭირდება და ზოგჯერ ოჯახი არჩევანის წინაშე დგება, იყიდონ საჭმელი თუ წამლები. მაგრამ ალბათ ხვდებით როგორ არჩევანს აკეთებენ ირინა და ლუკას უფროსი და - მშივრები როგორმე გაძლებენ, ხოლო ლუკასთვის წამლების გარეშე არ შეიძლება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ირინას და ლუკას ეხმარება წამლებით და საკვები პროდუქტებით. ექთნები ეხმარებიან ირინას შვილის ბანაობაში, უტარებენ ბავშვს საჭირო პროცედურებს. მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ფონდი ვერ გადაწყვეტს ირინას და ლუკას პრობლემებს. აქ მთელი საზოგადოების ჩართულობაა საჭირო. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (ფინანსური,პროდუქტებით, მედიკამენტებით...), ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში მიუთითეთ ლუკა ნავროზიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/105/

ამ ოჯახის შესახებ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც დახმარების სურვილს გამოთქვამს. 


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები: