ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

page info icon
2023 იანვარი 6
როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს - ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ - ამბობს იუზა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,450 ₾
( 100 დონორი )
დასრულებულია

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს - ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ - ამბობს იუზა.
 „არის ისეთი ნივთები, რომელიც არ იყიდება, მაგალითად, ღირსება“
- ახლა, 85 წლის ხართ. რა არის თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი?
იუზა: ამ 85 წლის განმავლობაში, ყველანაირი განსაცდელი გამოვიარე. გავიარე ცხოვრების ყველა ეტაპი: თავბრუდამხვევი დიდებაც, სიმდიდრეც და სიღატაკეც. აღარაფერი მიკვირს და აღარაფრის მეშინია. 12 წლის ასაკში უკვე სპორტის მასტერი ვიყავი ფეხბურთში. 16 წლის რომ ვიყავი, ნაკრებში გადამიყვანეს. ვთამაშობდი იმისთანა ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად, როგორიცაა მიშა მესხი, იაშინი... ჩემი სახელი საბჭოთა კავშირში იცოდა ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარდა. ქუთაისის „ტორპედოს“ „ა“ კლასში 320 თამაშია ჩემს ანგარიშზე. გუნდის კაპიტანი ვიყავი და 1960-1961 წლებში სსრკ-ს ჩემპიონიც კი.
„კაპიტანი იუზა ლოცაბერიძე მზადაა შერკინებისთვის“
         - გუნდის კაპიტნად რატომ აგირჩიეს ?
         იუზა: ალბათ, დისციპლინისა და კარგი ფიზიკური ფორმის გამო. თან, ბიჭებიც პატივს მცემდნენ.
         - და კიდევ, ალბათ იმიტომ, რომ გუნდის სახე ყველაზე სიმპათიური ბიჭი უნდა ყოფილიყო?
         იუზა: უი, რას ამბობთ. ყველა კარგი შესახედაობის იყო ჩვენს გუნდში.
         - ახლა თუ გაქვთ ვინმესთან კავშირი?
         იუზა: ჩემი თაობის ფეხბურთელებიდან, ერთად ვინც ვთამაშობდით მხოლოდ სამი კაცი დარჩა. ნოდარ სარჯველაძე 87 წლისაა, გურამ ნიშნიანიძე - 84-ის და მე - 85-ის. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი გვაქვს დარჩენილი, რომ ვიმეგობროთ. 
„ა“ კლასის ფეხბურთელებიდან დარჩა მხოლოდ სამი ადამიანი“
         - ფეხბურთელებს შორის მეგობრობა არსებობს, თუ ყველანი ერთმანეთის მეტოქეები ხართ?
         იუზა: ყველანი ვმეგობრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად რჩება, მოედანზე კი, ნამდვილი ბრძოლა იმართება! ნამდვილი ომი! ამიტომაც, ვეტერანებს გვეძახიან.
        -  ხელის გულზე უნდა გატარონ! თქვენ ხომ საქართველოს სიამაყე ხართ!
         იუზა: რომელ „ხელის გულზეა“ საუბარი, თითქოს, ვერც მამჩნევენ. უკვე რამდენიმე წელია ვითხოვ, ვიხვეწები, ვემუდარები რომ დამინიშნონ პენსია, რომელიც სპორტის ყველა ვეტერანს ეკუთვნის. ამ საკითხის მოგვარებას თავად კობიაშვილი შემპირდა. მაგრამ პირობა კაცურად ვერ შეასრულა. მე კი ვფიქრობ, რატომ შემპირდა, თუ დახმარებას არ აპირებდა? კაცს ასეთი საქციელი არ შეშვენის. იმას ხომ არ ვითხოვ, რაც არ მეკუთვნის? 150 ლარზეა საუბარი!
        - ნუთუ, ეს არის „ვეტერანობის“ ფასი? არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, სხვა ქვეყნის ფეხბურთელი რომ ყოფილიყავით?
         იუზა: იცით, როდესაც თამაში დავიწყე, სხვა ქვეყანაში წასვლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. რომც გვეფიქრა, ვინ გაგვიშვებდა. მაგრამ ალბათ, სხვა ქვეყანაში ასეთი დამსახურებებით თავს ასე, მათხოვარივით არ ვიგრძნობდი.
         - მართლაც, ძალიან საწყენია. იგივეს თუ გააკეთებდით, მაშინ რომ გცოდნოდათ, ყველაფერი ასე რომ მოხდებოდა?
        იუზა: კი! მე ამას ვაკეთებდი პირველ რიგში ჩემი ქალაქის, ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო. მაგრამ, იცით, ყველაზე მეტად რა მიკლავს გულს? 1973 წელს ქალაქ ქუთაისში დავაარსე ფეხბურთის სკოლა „მართვე“, 600-ზე მეტი ნიჭიერი ბავშვი შევკრიბეთ მთელი დასავლეთ საქართველოდან. ამ წლების მანძილზე, კლუბმა გაზარდა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი. და იცით, რა არის ყველაზე საწყენი, წელს, კლუბი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს,  ჩემი დაპატიჟება კი, არც ჩათვალეს საჭიროდ. ასეა, ასე. ოდესღაც გმირი ვიყავი, ახლა კი,  პენსიით ძლივს გამაქვს თავი, და იმის ნახევარიც სესხის დასაფარად ბანკს მიაქვს. რუსული რულეტი ყოფილა ცხოვრება, არასდროს იცი, როდის მოგხვდება ტყვია.
მთელი სსრკ-ს გოგონები ეტრფოდნენ ცისფერთვალება, სიმპათიურ ბიჭს
          - ისეთი თავბრუდამხვევი კარიერა გქონდათ, ალბათ, უამრავი გოგონა გეტრფოდათ!
         იუზა: უი, რას ამბობთ! მაგრამ, ვერ მოგატყუებთ - იყო ასეთი შემთხვევებიც, ხშირად ვუყვარდებოდი გოგონებს.
- და თქვენ?
იუზა: 20 წლის ვიყავი, ის პირველად რომ დავინახე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელი გოგონა - თამრიკო. მართალი გითხრათ, დღემდე, ამდენი წელია გასული და ჩვენი პირველი შეხვედრის დღე რომ მახსენდება, იგივე გრძნობებს განვიცდი. იცით, რა ლამაზი იყო? ვეღარც ვუყურებდი სხვა ქალებს მის მერე. ჯერ ძალიან პატარა იყო. ველოდებოდი, სკოლა რომ დაამთავრა, ხელი ვთხოვე, სამუდამო სიყვარული შევფიცე. მისი ერთგული ვიყავი მთელი ცხოვრება და მისი გარდაცვალების შემდეგაც.
ასეთ სიყვარულზე მხოლოდ წიგნებში თუ წაიკითხავთ.
          - როგორც ზღაპრებში, ღმერთო! ასეთ სიყვარულზე მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს.
          იუზა: ელიზაბეთ თეილორს ჰგავდა ჩემი თამრიკო. არა, უფრო ლამაზი იყო. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 53 წლის ასაკში. სამი წელი ვებრძოლეთ მის დაავადებას, სად არ ვუმკურნალე, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ბოლო დღეებში სულ ვეკითხებოდი, რაზე ოცნებობდა, რა უნდოდა? მაგრამ, იცით, რა მითხრა? „მინდა, ყოველთვის შენს გვერდით ვიყო!“ - ეს იყო მისი ბოლო სურვილი. რომ მახსენდება, ცრემლი მადგება თვალზე... იმის მერე კი, ჯოჯოხეთი გამოვიარე.
წინა ცხოვრებაში სპორტის ოსტატი ვიყავი
         - გვიამბეთ ამ ჯოჯოხეთზე.
         იუზა: როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთში თავბრუდამხვევი კარიერა მქონდა, ძალიან მაგარი ბიზნესი, დიდი სახლი. ღირსების ორდენითაც კი დამაჯილდოვეს. ეს ყველაფერი მქონდა... 2006 წელს კი, ბიზნესი წამართვეს და უარაფროდ დავრჩი. აღარ ჩავეძიები. უბრალოდ, 2009-დან 2017 წლამდე ბარსელონაში ვცხოვრობდი. აქ რა უნდა მეკეთებინა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. სახლთან, სადაც ვცხოვრობდი, იყო სტადიონი. როდესაც ვხედავდი, ბავშვები რომ თამაშობდნენ, გავდიოდი და ვასწავლიდი. შემომთავაზეს მევარჯიშებინა, მერე, კიდევ გამოჩნდნენ მსურველები, ასე გავხდი მწვრთნელი.
          - რატომ დაბრუნდით?
           იუზა: შვილიშვილის გამო. ფეხბურთელი იყო, ერთხელაც მეგობრებთან ერთად რომ თამაშობდა, თავი დაარტყა. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ გაითიშა. საქართველოში გვითხრეს, რომ ვერ გადარჩებოდა. ყველაფერი გავყიდე, რაც კი თანხა მქონდა გადადებული თავი მოვუყარე და გერმანიაში წავიყვანე. გვითხრეს, რომ იყო შანსი, იქ დაეყენებინათ ფეხზე. მაგრამ, იქაც ვერაფერი უშველეს და მოგვიწია საქართველოში დაბრუნება. აი ასე, რამდენიმე წუთში იცვლება ადამიანის ცხოვრება. დიდების მწვერვალზე ხარ, მერე კი, უცებ, აღარავის ახსოვხარ და პურის ფულიც კი არ გაქვს...
 
„ახლა, ველი ჩემს ბოლო დღეებს ამ ოთახში, სადაც უფლება მომცეს მეცხოვრა.“
- ოდესღაც ყველაფერი გქონდათ, ახლა კი, არაფერი გაგაჩნიათ, საკუთარი კუთხეც კი. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, თავი კვლავ ადამიანად რომ იგრძნოთ?
იუზა: ტელევიზორიც კი არ მაქვს, რომ გავიგო, რა ხდება ქვეყანაზე. არ მაქვს არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. რამე პატარა, ერთ ადამიანზე გათვლილი რომ მაჩუქოთ, ნამდვილად ბედნიერი ვიქნები. ერთი პენსიით შეუძლებელია პროდუქტიც იყიდო და წამლებიც. სულ ეს არის, რასაც ვითხოვდი.
***
         სულ ეს არის. აი, კიდევ ერთი ისტორიაც მიუახლოვდა თავის დასასრულს. ერთი პოსტი ვერ იტევს ყველა დარდსა და პრობლემას. მაგრამ, ეს ამბავი გაკვეთილია ჩვენთვის. ცხოვრების გაკვეთილი აღმაფრენასა და დაცემაზე, ბედნიერებასა და სიღატაკეზე. აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ცხოვრებაში გადახდეს ადამიანს. არ დავიღლებით ამ ფრაზის გამეორებით: დაეხმარე დღეს სრულიად უცნობ ადამიანს იმიტომ, რომ არ იცი რა გელის ხვალ. ხვალ, შეიძლება თავად დაგვჭირდეს სრულიად უცხო ადამიანების დახმარება.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს ბატონი იუზა და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა, 39-ე ქუჩა, ბინა 38.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: იუზა ლოსაბერიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: