მინდა საქართველო ვასახელო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მინდა საქართველო ვასახელო!

page info icon
2015 ნოემბერი 10
დიანა ჯიშიაშვილის ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ - არ არსებობს. 11 წლის წინ მისი ჩვეული ცხოვრება დასრულდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
605 ₾
( 25 დონორი )
დასრულებულია

დიანა ჯიშიაშვილის ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ - არ არსებობს. 11 წლის წინ მისი ჩვეულიცხოვრება დასრულდა. მან მიიღო ხერხემლის ტრავმა, რომელიც, ექიმების თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო... 18 წელი რეანიმაციაში შეუსრულდა. იყო სრულიად პარალიზებული და გადარჩენის შანსები თითქმის არ ჰქონდა. მაგრამ დიანამ გადაწყვიტა, რომ იცოცხლებს! გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, რეაბილიტაციის უმძიმესი პროცედურები. მკურნალობის საფასური რომ გადაეხადათ, მის ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ყველაფრის გაყიდვა მოუხდა, დანა-ჩანგლისაც კი.  მაგრამ ეს თანხაც არ აღმოჩნდა საკმარისი. უსახსრობის გამო, დიანას ვერ ჩაუტარდა საჭირო მკურნალობა და ამის გამო ძვლებზე და სახსრებზე სერიოზული პრობლემები დაეწყო.

მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით და უსაზღვრო ნებისყოფის დახმარებით დიანამ შეძლო, დაეწყო ახალი ცხოვრება. ამას 5 წელი დასჭირდა...ხუთწლიანი ბრძოლა საკუთარ თავთან! დიანამ გაიმარჯვა! ეტლზე ისწავლა ჯდომა. შემდეგ განათლება მიიღო - ის კომპიუტერული ქსელების სისტემების ადმინისტრატორია. დიანა მშვენივრად წერს, აქვს ბლოგი და აქვეყნებს სტატიებს ჟურნალში „განსხვავებული“.

თავისი შესაძლებლობების რეალიზება ბოლომდე რომ მოახდინა, დიანამ  ფარიკაობაში დაიწყო ვარჯიში. მოკლე დროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. როდესაც ხელში ცივი იარაღი უჭირავს, ის ყოვლისშემძლე ხდება. 2 თვის წინ მონაწილეობა მიიღო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც უნგრეთში, ქალაქ ეგერში გაიმართა და ბრინჯაო მოიპოვა! ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ შედეგებს დიანამ უმოძრაო ხელის მტევნით მიაღწია. შეჯიბრის დროს, საბრძოლო იარაღს - რაპირას, ხმალს ან დაშნას მჭიდროდ უმაგრებენ ხელზე ელასრიური ბინტით.

ახლა დიანა ინტენსიურად ვარჯიშობს და ემზადება ახალი შეჯიბრისთვის... მისი მიზანია საქართველო ასახელოს და სამშობლოში ოქროს მედალი ჩამოიტანოს!

 „ერთი სარეაბილიტაციო კურსის თვის მაინც თუ შევძლებ თანხის შეგროვებას, ხელი რომ აღვიდგინო და იარაღი სრულფასოვნად დავიჭირო, მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად გავიმარჯვებ. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი და შეუპოვარი ხალხი ცხოვრობს!“ - ამბობს დიანა. ბევრჯერ მიუმართავს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, მაგრამ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვა.  საჭირო მკურნალობის ჩატარება კიევშია შესაძლებელი. „უკრაინაში საგრძნობლად იაფია, ვიდრე ევროპაში, და ხალხიც უფრო ახლობელია - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“

დიანა ძალიან ენერგიულია, უსმენს როკ-მუსიკას, ოცნებობს, მოხვედეს „სეპულტურას“ კონცერტზე, რომელიც თბილისში, 27 ნოემბერს გაიმართება. მაგრამ ბილეთის ყიდვა არ შეუძლია. პენსია, რომელსაც ის იღებს, საჭმლის საყიდლადაც ძლივს ჰყოფნის. სხვა შემოსავალი არ აქვს, მატერიალურ დახმარებას არავინ უწევს.

ფონდი „სოციალურიპარტნიორობა“ იწყებს აქციას დიანას რეაბილიტაციისთვის თანხის შესაგროვებლად. ძალიან გთხოვთ ყველა ადამიანს, ვისაც დახმარების გაწევა შეგიძლიათ გამოიჩინოთ გულისხმიერება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი თანადგომა არა მხოლოდ ერთ ადამიანს დაეხმარება, არამედ საქართველოსაც მოუტანს შედეგს.

თუ გაქვთ საშუალება დახმარება აღმოუჩინოთ ამ მშვენიერ, ძლიერ, ენერგიულ გოგონას, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ანგარიშზე:  GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: დიანა ჯიშიაშვილი), ან ფონდის საიტიდან: https://fsp.ge/ge/donate/106/


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: