მაყვალა გვენცაძის დასახმარებლად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მაყვალა გვენცაძის დასახმარებლად!

page info icon
2015 ნოემბერი 30
page info icon
807
ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად. მას სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და კედლების შელესვა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
642 ₾
( 42 დონორი )
დასრულებულია

ჩვენი ფონდის ბენეფიციარების ისტორიები, რომლებიც სხვადასხავა მიზეზის გამო მოხვდნენ გამოუვალ მდგომარეობაში, ვერავის ტოვებს გულგრილს.

ქალბატონი მაყვალა გვენცაძე ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაუსაძლისი პირობების სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასჯერ მოსმენას, ერთხელ ნახვა სჯობს.

იყო ბედნიერი მეუღლე და დედა. ჰქონდა კარგი სამუშაო, მაგრამ ერთ დღეს მის საყვარელ მეუღლეს სიმსივნე აღმოუჩინეს. საშინელი ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეემსუბუქებინა და ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები დაეფარა, სახლიდან  ყველაფერი გაყიდა, ძვირფასეულობა, ავეჯი, ჭურჭელი და საბოლოოდ სახლიც.  სამწუხაროდ მეუღლის გადარჩენა ვერ მოახერხა და შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. ავტოფარეხში შესახლდნენ, სადაც ადრე მაყვალას პატარა მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

ავტოფარეხის ერთ-ერთ კუთხეში, სადაც ყველაზე ნაკლებად წვეთავს წვიმის დროს,  საძინებელი მოიწყვეს. შესასვლელში - სამზარეულო. ფარეხში ცივა და ისეთი ნესტია, რომ სარეცხს გასაშრობად დღეები სჭირდება.

სველი წერტილები საცხოვრებელში არ არის. კეთილი მეზობლები,ახლომდებარე კორპუსებიდან, ნებას რთავენ მაყვალას, რომ მათი საპირფარეშოთი ისარგებლოს და დასალევად წყალიც აავსოს. ეს ძალიან ძნელია ფიზიკურად და მორალურადაც ძალზედ დამთრგუნველია,  ყოველდღიურად შეაწუხო მეზობლები.

საშინელებაა, როდესაც ასეთ პირობებში გიწევს ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში -  ქალაქში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე...

დაათვალიერეთ ქალბატონი მაყვალას საცხოვრებელი პირობების ფოტოები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უხდება ასეთ და ზოგჯერ უარეს  პირობებში ცხოვრება.

ჩვენი ფონდის თითოეულ ბენეფიციარს თავისი პრობლემები აქვს. საქველმოქმედო ფონდი - „სოციალური პარტნიორობა“ თითოეულ მათგანს უწევს დახმარებას. ზოგს ვეხმარებით მედიკამენტებით და საკვები პროდუქტით, ზოგს ვუტარებთ სათანადო მკურნალობას და ყოველდღიურად ვუვლით, ვეხმარებით საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში…  ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ. მაგრამ  მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ მთელი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება. რაც შეიძლება მეტი თანამზრახველი გვჭირდება,  ვინც სხვის გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და დაეხმარება. ნებისმიერი სახის დახმარებით: მატერიალური, ფინანსური, ან თუნდაც სოციალურ ქსელებში  ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების გაზიარებით, თქვენ შეძლებთ სოციალურად დაუცველი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. 

ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად. მას სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და კედლების შელესვა.

გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, ვისაც შეგიძლიათ საშენი მასალის მოწოდება. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსურად დაეხმაროთ ქალბატონ მაყვალას,  თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: მაყვალა გვენცაძე),ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/109/.

გადაათვალიერეთ ფოტოები კიდევ ერთხელ, წამით წარმოიდგინეთ, რომ ქალბატონი მაყვალას ადგილას შეიძლება ჩვენი ახლობელი ადამიანი ყოფილიყო და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: