შვილის ჯანმრთელობა - ყველაზე მნიშვნელოვანია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის ჯანმრთელობა - ყველაზე მნიშვნელოვანია!

page info icon
2016 თებერვალი 9
page info icon
738
„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის შესაგროვებლად. გვინდა, რომ ნინუცას, მის დედიკოს და დაიკოს გვერდში დავუდგეთ და შევუმსუბუქოთ გასაჭირი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,474 ₾
( 93 დონორი )
დასრულებულია

მშობლისთვის, შვილის ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, ხოლო რას განიცდის დედა, როდესაც მისი შვილი ავადაა - ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. გურულების ოჯახში მეორე გოგონა, ნინუცა, თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია. ნინოს დედამ, ლიამ, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, როგორ უნდა მოევლო განსაკუთრებული ბავშვისთვის. მათ სოფელში,  კვალიფიციურ დახმარებას ვერავინ გაუწევდა.

ნინოსთვის ნაწილობრივი რეაბილიტაციის შანსი რომ მიეცა, ლიამ გაყიდა რაც კი ებადა და  ორ შვილთან ერთად თბილისში ჩამოვიდა მაგრამ დედაქალაქში ცხოვრება ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ბინის ქირა რომ გადაიხადოს და ნინუცასთვის საჭირო წამლები შეიძინოს, ლია არანაირ სამუშაოს არ თაკილობს  მაგრამ სრული დატვირთვით ლია ვერ მუშაობს. ნინუცა საწოლსაა მიჯაჭვული, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები, ამიტომ მეთვალყურეობის გარეშე მისი დატოვება ერთი წუთითაც არ შეიძლება, როდესაც ლიას სახლიდან გასვლა უხდება, ნინოსთან მისი უფროსი და - მარი რჩება. ოჯახი დღეში ერთხელ საკვებ ულუფას სოციალურად დაუცველთათვის  განკუთვნილი სასადილოდან იღებს. ეს მათთვის დიდი შეღავათია.

ნინო 13 წლისაა, ახლახანს ისწავლა ყველაზე მთავარი სიტყვების წარმოთქმა: „დედა“ და „მარი“... ასევე მას შეუძლია დედა მიახვედროს, როდის შია ან სწყურია. ჯამრთელობის პრობლემების მიუხედავად, ნინუცა ძალიან ემოციური გოგონაა, უყვარს როდესაც დედა იცინის, როდესაც მღერის მისი  უფროსი დაიკო, თვითონაც ცდილობს აჰყვეს... მას ისევე როგორც ყველა გოგონას, უყვარს ყვავილები, ლამაზად ილუსტრირებული ჟურნალების თვალიერება, უყვარს როდესაც ესაუბრებიან, უყვებიან სახალისო ისტორიებს...

მართალია, ლია ყველანაირად ცდილობს გოგონები გაამხნევოს და კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ ეს მისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. როდესაც მარტო რჩება ცრემლებს ვერ იკავებს. ძალიან განიცდის, მაღაზიების გვერდით რომ  ჩაივლის და შვილებისთვის ვერაფერს ყიდულობს... მაგრამ როგორც კი სახლის ზღურბლს გადააბიჯებს, ლია ძალ-ღონეს მოიკრებს და ბედნიერი ქალის როლს თამაშობს, რადგან ნინო ძალიან მგრძნობიარეა და განიცდის თუ დედას დადარდიანება შეატყო. ლიასთვის კი უდარდელი ადამიანის ნიღბის ტარება სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ამ ოჯახს არსებობის არანაირი წყარო არ გააჩნია! ან საიდან უნდა ჰქონდეს.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის შესაგროვებლად. გვინდა, რომ ნინუცას, მის დედიკოს და დაიკოს გვერდში დავუდგეთ და შევუმსუბუქოთ გასაჭირი. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ნინო გურული) ან ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/117/.

არ დარჩეთ გულგრილნი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი დახმარება საჭირო კი არა - აუცილებელია!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: