ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვებს დახმარება სჭირდებათ!

ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ბავშვებს უჭირავთ. არჩილ და მაია ბატიაშვილების ოჯახში 6 ბავშვი იზრდება.
შეგროვებულია
3,342.06 ₾
დასრულებულია

ადამიანის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ბავშვებს უჭირავთ. არჩილ და მაია ბატიაშვილების ოჯახში 6 ბავშვი იზრდება. ყველაზე პატარა ლეონია - 1 წლისაა, მარიამი - 2 წლის, ლიკა - რვის, გიორგი - ცხრის, ეკატერინე - ათის,  უფროსი ალექსანდრე - ცამეტის. მშობლებს შვილები ძალიან უყვართ, მაგრამ სიყვარულის გარდა მათ ვერაფერს აძლევენ...

ადრე, არჩილი მშენებლობაზე მუშაობდა. იმდენს შოულობდა, რომ ბინის ქირის ფული გადაეხადა და ოჯახი შეენახა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არჩილმა ვეღარ შეძლო ფიზიკური შრომა. ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, მრავალშვილიანი ოჯახი ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში გადადიოდა, და როდესაც ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, ილორის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის ნახევრად დანგრეულ შენობაში შესახლდნენ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი, კანალიზაციაც მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ გაიყვანეს.

საჭმელი რომ გაამზადონ და ხელ-პირი დაიბანონ დედა და ბავშვები წყალს ქუჩიდან ეზიდებიან, მეორე სართულზე ააქვთ ხის კიბით, რომელზეც ასვლა ძალიან სახიფათოა.

8 ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს, მაია ყველანაირად ცდილობს „სახლში“ სიმყუდროვე და მოჩვენებითო კომფორტი მაინც შექმნას. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია, უწყლობის და ელემენტარული პირობების არქონის გამო.

შეგიძლიათ წარმოიდგინთ, რომ ოჯახის 8 წევრისთვის პატარა 4 კვადრატული მეტრის ოთახი ასრულებს სამზარეულოს, აბაზანის და ტუალეტის ფუნქციას? და ეს ფართი მთავარი ოთახიდან მხოლოდ ფარდითაა გამოყოფილი?!

თბილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ბავშვები სკოლაში რეგულარულად ვერ დადიან, ხშირად ავად ხდებიან. როდესაც ჩვენ მათ ვსტუმრობდით, პატარა ლიკას მესამე დღე მაღალი სიცხე ჰქონდა. იმდენად დასუსტებული იყო, რომ საწოლიდან ვერც კი წამოდგა. მშობლები მისთვის წამლებს ვერ ყიდულობენ, თუ ერთ ბავშვს წამლები უყიდეს, დანარჩენები მშივრები დარჩებიან... საშინელი არჩევანია არა?!.  

ზოგჯერ, ხვალინდელი დღის იმედით, ბავშვები მშივრები იძინებენ...

მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ბატიაშვილებს ოჯახის კიდევ ერთი წევრი - სპანიელი ჯესი შეემატათ. ბავშვებმა მშიერი და შეშინებული პატარა ლეკვი ქუჩაში იპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავად ენატრებათ საჭმელი, „ჯესი“ ვერ დატოვეს და სახლში შეიფარეს. დედა ხომ ყოველთვის ეუბნება მათ, რომ გასაჭირში არავინ დატოვონ, რომ პურის ბოლო ნამცეცი მშიერს გაუნაწილონ...

მიუხედავად მათი მდგომარეობისა, როგორც კი ბავშვების გაღიმებულ სახეებს და გაბრწყინებულ თავალებს დაინახავთ, მათ საშინელ საარსებო გარემოს ვეღარ შეამჩნევთ.

ოჯახი ცდილობს, ამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს, მამა არჩილი მთელი დღეები ლუკმა-პურის საშოვნელადაა გასული, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და ზოგჯერ მხოლოდ საჭმლისთვის მუშაობს. მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახისთვის, ეს საკმარისი არ არის!

ახლა კი ფოტოებს შეხედეთ, არა მხოლოდ თვალებით, არამედ თქვენი გულით! აქ სიტყვები ზედმეტია... აქ მოქმედებაა საჭირო!

ბატიაშვილების ოჯახს პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და შეშა სჭირდება!

ჩვენ ვიწყებთ აქციას ბატიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ბატიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/119/

ნუ დარჩებით გულგრილი, გაუკეთეთ სიკეთე ამ ბავშვებს და იგი თქვენ ბავშვებს დაუბრუნდება!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


Похожие проекты: