აჩიკო ბაირამოვის დასახმარებლად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აჩიკო ბაირამოვის დასახმარებლად!

page info icon
2016 აპრილი 4
page info icon
1818
სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ბიჭის - აჩიკო ბაირამოვის და მისი ოჯახისთვის 2014 წლის 6 სექტემბრის საღამო საბედისწერო აღმოჩნდა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,770 ₾
( 148 დონორი )
დასრულებულია
სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ბიჭის - აჩიკო ბაირამოვის და მისი ოჯახისთვის 2014 წლის 6 სექტემბრის საღამო საბედისწერო აღმოჩნდა! 
მთელი ოჯახი სახლში იყო, აჩიკო პატარა ძმას შეჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა და სკოლის დავალებების შესრულებაში დაეხმარებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი სახლში დამოუკიდებლად ვეღარ მოვიდოდა...
სახლთან ახლოს, აჩიკო საშინელ ავარიაში მოყვა... როდესაც მის დედას, ჯამილას შეატყობინეს უბედური შემთხვევის შესახებ, ის ვერ იჯერებდა, რომ სახლიდან რამოდენიმე საათის წინ გასული შვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ აწყობდა სამომავლო გეგმებს და ოჯახის შექმნას აპირებდა, იყო ბედნიერი და ჯანმრთელი - ახლა სიკვდილს ებრძოდა! 
მაშველები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ აჩიკოს გამოყვანას დამტვრეული მანქანიდან... ჯამილა ლოცულობდა, რომ მისი შვილი გადარჩენილიყო... სამი თვე იყო აჩიკო რეანიმაციაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიერთებული. ახალგაზრდა, ძლიერმა ორგანიზმმა გაიმარჯვა, და მან თვალები გაახილა! რამდენი დარდი და ტკივილი იყო ამ თვალებში, ამ თვალებით სთხოვდა აჩიკო დედას, რომ გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა.
სახლში რომ გაწერეს, 25 წლის არჩილი 35 კილოს იწონიდა. დედამ და დამ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს საყვარელი ადამიანი. მისი მდგომარეობა დღემდე სტაბილურად მძიმეა. ის ყოველდღიურ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სუნთქავს და იკვებება ტრაქეაში და კუჭში ჩადგმული სპეციალური მილებით.
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არჩილს ძვირადღირებული მედიკამენტები და სპეციალური კვება სჭირდება. დედამ შეამჩნია, როდესაც შვილი ყველა საჭირო წამალს იღებს, მისი მდგომარეობა უკეთესი ხდება.
სამწუხაროდ, მკურნალობისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. ფუნქციური საწოლის ქირის გადახდაც კი, რომელიც თვეში 50 ლარს შეადგენს, ოჯახი ვერ ახერხებს და ახლა იმასაც განიცდიან, რომ ამ საწოლის დაბრუნება მოუწევთ... 
ჩვენი ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას აჩიკო ბაირამოვის გადასარჩენად! არ დარჩეთ გულგრილნი, არ აუაროთ გვერდი სხვის გასაჭირს, ამ ხალხს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება! ერთი შეხედვით, თქვენთვის უმნიშვნელო შეწირული თანხით არჩილისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენა იქნება შესაძლებელი, რომლებიც მის მდგომარეობას გამოაკეთებს!  
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება არჩილ ბაირამოვი) ან  პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/125/
ერთად უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და გვჯერა, რომ შევძლებთ არჩილსაც დავუბრუნოთ ჯანმრთელობა!  

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: