აჩუქე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოხუცებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აჩუქე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოხუცებს!

page info icon
2016 აპრილი 23
page info icon
573
მეგობრებო, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! მთელი საქართველო იზეიმებს ამ დღეს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,756 ₾
( 151 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! მთელი საქართველო იზეიმებს ამ დღეს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად.

სამწუხაროდ, ჩვენს შორის ძალიან ბევრ ადამიანს არც ნათესავები ჰყავს და არც ხმის გამცემი მხოლოდ „სოციალური პარტნიორობა“ არის მათი მეგობარი.

ფონდი, უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 600 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოხუცს, რომლებიც თავიანთი მიზერული პენსიით, ხშირად საჭირო წამლებისა და საკვების შეძენასაც ვერ ახერხებენ. სააღდგომოდ ტრადიციული პასკა ან შესაღებად კვერცხი რომ იყიდონ, ამაზე არც კი ოცნებობენ.

ამიტომ, ამ ნათელი დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, გასაჭირში მყოფი, მარტოხელა მოხუცებისთვის სააღდგომოდ პროდუქტების ნაკრების შესაძენად, რომელშიც შევა პასკა, ათი კვერცხი, ბურღულეული, მაკარონი და ზეთი. ერთი ასეთი ნაკრების ფასი, საშუალოდ 10 ლარია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე დიდი თანხაა იმისთვის, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანებს დღესასწაული მივულოცოთ.

თუ გაქვთ სურვილი და საშუალება მარტოხელა მოხუცებს გაულამაზოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სააღდგომო ნაკრები) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/128/ფოტომასალას, სააღდგომო ნაკრების გადაცემის შესახებ გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუკის გვერდზე და საიტზე.

დაე ეს კეთილშობილური, ქრისტიანული საქციელი წინ მიუძღოდეს თქვენს წმინდა ლოცვებს და გულწრფელ ჩანაფიქრებს! ღმერთმა გაგაძლიეროთ და სიკეთის გზაზე გატაროთ!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#შინ მოვლა