6 ბავშვი შეიძლება დაობლდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

6 ბავშვი შეიძლება დაობლდეს!

page info icon
2016 აპრილი 25
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში, დახმარების თხოვნით 6 შვილის მამა, ბადრი ქობულაშვილი მოვიდა. მათი ოჯახის ისტორია მართლაც შემაძრწუნებელია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,350 ₾
( 153 დონორი )
დასრულებულია
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში, დახმარების თხოვნით 6 შვილის მამა, ბადრი ქობულაშვილი მოვიდა. მათი ოჯახის ისტორია მართლაც შემაძრწუნებელია!
2 წლის წინ ბავშვების დედას, ეკატერინეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე! ოჯახმა მთელი თავისი დანაზოგი მკურნალობას მოახმარა, გაყიდეს ყველაფერი რაც ებადათ. 
სანამ მეუღლე ავად გახდებოდა, ბადრი მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ როდესაც ეკატერინეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მან სამსახურს თავი დაანება, რომ ბავშვებისთვის და ცოლისთვის მიექცია ყურადღება.
ქობულაშვილების ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ბინის ქირას ვეღარ იხდიდნენ, რის გამოც  ქუჩაში აღმოჩდნენ და აეროპორტის დასახლებაში დაუსრულებელ ბეტონის კონსტრუქციას შეაფარეს თავი. ეს შენობა კარცერს უფრო გავს. აქ არც დენია გაყვანილი და არც წყალი, კანალიზაცია და გაზზე საუბარიც კი ზედმეტია.  ხელ–პირის დაბანა ბავშვებს მეზობლებთან უწევთ, სასმელი წყალი ქუჩიდან მოაქვთ. 
მათ ერთადერთ ოთახში  ,,სამზარეულო“ და ,,საძინებელი“ აქვთ მოწყობილი, იმდენად ცივა და  ნესტია, რომ კედლებზე ობის სქელი ფენაა მოდებული, სახლის გათბობა არ ხერხდება – შეშას ვერ ყიდულობენ უფულობის გამო. ეკონომიის გამო სანთლებსაც ყოველ საღამოს ვერ ანთებენ და როცა დაბნელდება დასაძინებლად წვებიან, რომ  ძველი საბნების ქვეშ ცოტა მაინც გათბნენ და ღამე გადააგორონ. ბეტონის ოთხ კედელში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების გამო, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. 
ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ არაადამიანურ პირობებში უხდება არსებობა ქობულაშვილების მრავალშვილიან ოჯახს. 6 ბავშვი, რომელთა ასაკი ორიდან თხუთმეტ წლამდეა და მათი დედ–მამა ენით აუწერელ მდგომარეობაში იმყოფებიან. 
ამჟამად ქობულაშვილების ოჯახის მდგომარეობა კატასტროფულია. საარსებოდ სოციალური დახმარება არ ჰყოფნით! დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ საკვები, მაგრამ 8 სულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის... ბავშვები ხშირად მშივრები რჩებიან და უბრალო პურიც კი სანატრელი აქვთ! 
თანხის უქონლობის გამო, ეკატერინეს მკურნალობის შეწყვეტა მოუხდა, მას ეშინია, რომ თუ მისთვის ისევ წამლების ყიდვა გახდება საჭირო, ბავშვები უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან... 
დახმარებას არავისგან ელიან... ექვსი ბავშვი: ავთანდილი, კახაბერი, მიხეილი, ნათია, მარიამი და ბარბარე გულისხმიერ ხალხს დახმარების თხოვნით მიმართავენ, მათ უნდათ, რომ დედიკო კვლავ ჯანმრთელი ჰყავდეთ... მათ არ უნდათ დაობლება. 
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ გვერდში დაუდგეთ მათ და დახმარების ხელი გაუწოდოთ! ამ ოჯახს ესაჭიროება თანხა ეკატერინეს სამკურნალოდ ასევე საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები ბავშვებისთვის, შეშა და ტანსაცმელი. 
თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქობულაშვილების ოჯახი) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/129/
გთხოვთ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის დამდეგს გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილშობილება.
მცირედი თანხის შემოწირვითაც კი, თქვენ აჩუქებთ შანსს გადარჩეს, არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელ ოჯახი, რომელიც განადგურების პირასაა მისული...

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: