როგორ დავაძინოთ 7 ბავშვი 9 კვადრატულ მეტრის ოთახში?! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორ დავაძინოთ 7 ბავშვი 9 კვადრატულ მეტრის ოთახში?!

page info icon
2016 მაისი 16
page info icon
817
როდესაც ჩვენს ფონდს „სოციალური პარტნიორობას“ თხოვნით მომართა ელენე ძოძუაშვილმა - ახლაგაზრდა დედამ, რომელიც მარტო ზრდის შვიდ შვილს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,785 ₾
( 79 დონორი )
დასრულებულია

როდესაც ჩვენს ფონდს „სოციალური პარტნიორობას“ თხოვნით მომართა ელენე ძოძუაშვილმა - ახლაგაზრდა დედამ, რომელიც მარტო ზრდის შვიდ შვილს, ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო, თუ რა რთულ პირობებში უხდება ცხოვრება მას და მისი ოჯახს!

როგორ დააძინოს 7 ბავშვი პატარა ოთახში, რომლის ფართი სულ 9 კვადრატული მეტრია - აი ეს არის ყოველდღიური პრობლემა ძოძუაშვილების ოჯახში.

ეს ოჯახი თბილისის გარეუბანში, ფონიჭალაში ძველ მიტოვებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, რომელიც მალე უნდა დაანგრიონ. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სრულიად გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ელენე შიშით ელოდება იმ დღეს, როდესაც საცხოვრებელს დაანგრევენ, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ის თავის შვიდ შვილთან ერთად პრაქტიკულად ქუჩაში აღმოჩნდება.

პაწაწინა ოთახში დგას ორი საწოლი და კარადა. თითოეულ საწოლზე სამ-სამ ბავშვს სძინავს, ხოლო დედას მეშვიდე შვილთან ერთად იატაკზე. აქვე ჭამენ, სწავლობენ გაკვეთილებს და დაბანასაც კი ახერხებენ, რადგან სართულზე მოწყობილ საპირფარეშოში შესვლაც კი საშიშია. აქ  ცივა, საშინელი ანტისანიტარიაა, ხშირად წყალი არ მოდის.

ამ შენობაში ვირთხებია. მათგან თავდასაცავად ელენე ხაფანგებს დგამს და მუდმივად ყურადღებით არის, რომ შემთხვევით ბავშვები არ მივიდნენ. 

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ საშინელ პირობებში ცხოვრებისთვის ელენეს თვეში 120 ლარის გადახდაც კი უწევს. 

ელენეს დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან საჭმელი მოაქვს. ბავშვები ამბობენ, რომ გემრიელია... მაგრამ სხვა არჩევანი მათ არ აქვთ შედარებაც არაფერთან შეუძლიათ.

მიუხედავად ყველა პრობლემისა, ბავშვები ძალიან კეთილი და განვითარებულები არიან. უფროსი გოგონა მარიამი 15 წლისაა. მას უნდა, რომ  თარჯიმანი გამოვიდეს და თარგმნოს ქართული ხალხური ზღაპრები უცხო ენებზე. 13 წლის ბექა მორიდებული და შრომისმოყვარე ბიჭია. მას შემდეგ, რაც ისინი მამამ მიატოვა, მარიამი და ბექა დედას ეხმარებიან და ზრუნავენ უმცროს ძმებსა და დებზე! 11 წლის ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო საკვებს ვერ იღებს და საშინელ პირობებში ცხოვრობს სპორტსმენია და იღებს დიპლომებსა და მედლებს. თეონა და ნინო კარგად სწავლობენ. მათ იციან, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა თავი დააღწიონ სიღატაკეს.  8 წლის გიორგი თავის ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებულია და მსჯელობს ზრდასრული ადამიანივით. ყველაზე უმცროსი საბა კი სულ მოწყენილია, რადგან სათამაშოები არ აქვს. 

იმისთვის, რომ ძოძუაშვილების ოჯახმა იარსებოს, მას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები და წამლები ბავშვებისთვის, ჰიგიენის საშუალებები, სასკოლო ნივთები, საბავშვო ტანისამოსი და ფეხსაცმელი.  

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ დარჩება გულგრილი ამ ადამიანების უბედურებისგან, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქციას ძოძუაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად!

მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ ყოფა ამ ოჯახს და გადავარჩინოთ ბავშვები!

თუ თქვენ საშუალება გაქვთ ფინანსურად დაეხმაროთ მათ, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხები ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ძოძუაშვილის ოჯახი) ან პირდაპირ ჩვენი საიტის მეშვეობით https://fsp.ge/ge/donate/132/

თუ დახმარება არ შეგიძლიათ, გააზიარეთ ეს ამბავი რათა მან თავის ადრესატი იპოვოს! 


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: