გურამ მღებრიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გურამ მღებრიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება!

page info icon
2016 ივნისი 27
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 70 წლის გურამ მღებრიშვილის სულისშემძვრელ ისტორიას გაგაცნობთ. იგი პარალიზებულია და საწოლსაა მიჯაჭვული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,225 ₾
( 101 დონორი )
დასრულებულია
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 70 წლის გურამ მღებრიშვილის სულისშემძვრელ ისტორიას გაგაცნობთ. იგი პარალიზებულია და საწოლსაა მიჯაჭვული. მეუღლე ლენა,  მას როგორც პატარა ბავშვს  ისე უვლის. აჭმევს, ბანს, უცვლის...
ბატონი გურამი ახალგაზრდობაში მშენებლად მუშაობდა, მეუღლესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. უბედური შემთხვევის გამო, ერთიმეორეს მიყოლებით ორი მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ. 
 ამ ტრაგედიამ ცოლ–ქმარზე ცუდად იმოქმედა. გაუთავებელი ნერვიულობის გამო ბატონი გურამის ჯანმრთელობა გაუარესდა, მან მუშაობა ვეღარ შეძლო. ახლა ოჯახზე ზრუნვა ქალბატონმა ლენამ ითავა. ის არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს, მეუღლისთვის საჭირო წამლების საყიდლალ თანხა რომ ეშოვა.  მაგრამ მისი შემოსავალი საკმარისი არ იყო და ამიტომ იძულებულები გახდნენ ბინა გაეყიდათ. არსებული თანხა მკურნალობაში დაიხარჯა, ქირასაც ვეღარ იხდიდნენ და შემდეგ უსახლკაროდ დარჩენლები, თბილისის გარეუბანში ძველი სკოლის შენობაში შესახლდნენ.  ახლა საკლასო ოთახში ცხოვრობენ, სადაც თითქმის არ არის პირობები. 
ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ოჯახის მდგომარეობა ძალიან მძიმეა! ბატონი გურამი დამოუკიდებად თავსაც ვერ ატრიალებს და მხოლოდ მეუღლეზეა დამოკიდებული. ქალბატონ ლენასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აწუხებს ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია, ხერხემალი, თირკმელები... მაგრამ თავისთვის წამლებს არ ყიდულობს. ამბობს, რომ მეუღლისთვის მკურნალობა უფრო აუცილებელია! მათ სიყვარულმა წლებს გაუძლო. ლენა 44 წლის წინ შეპირდა მეუღლეს, რომ სულ მისი ერთგული იქნებოდა და სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და იზრუნებდა მასზე და ამ პირობის ერთგულია დღემდე! 
სოციალური დახმარება ბატონი გურამის მკურნალობაში იხარჯება, პროდუქტების საყიდლად თანხა საერთოდ არ რჩებათ. იკვებებიან სოციალური სასადილოდან მოტანილი საჭმლით...  
ამ ოჯახის პრობლემებს „სოციალური პარტნიორობა“ გვერდს ვერ აუვლიდა. ჩვენი ფონდის ექთნები ქალბატონ ლენას მეუღლის მოვლაში ეხმარებიან, მიაქვთ მათთვის მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. 
მაგრამ ეს მცირედია, ამ ოჯახის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. ყველა გულისხმიაერ ადამიანს გთხოვთ გვერდში დაუდგეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქოთ მძიმე ცხოვრება. მათ ესაჭიროებათ პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები და სხვა მრავალი საოჯახო წვრილმანი...
თუ გაქვთ საშუალება მათ ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ მღებრიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/139/
დამოიჩინეთ გულისხმიერება და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: