ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქართველოს დამსახურებული მშენებელი საშინელ პირობებში ცხოვრობს!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ბატონი ომარის მხარდასაჭერად.
1,340 ₾
99
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

„სოციალური პარტნიორობის“ 600 ბენეფიციარს შორის ბევრი გამოჩენილი ადამიანია. თავის დროზე მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ახლა კი სიღატაკეში ცხოვრობენ ყველასგან დავიწყებულები და მიტოვებულები... ზოგი მხოლოდ ჩვენი ფონდის იმედად არის დარჩენილი.

ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. ის გრანდიოზულ მშენებლობებში იღებდა მონაწილეობას. აშენებდა სახლებს, სკოლებს, დიდ მიკრო–რაიონებს. უამრავი დიპლომი აქვს მიღებული. მაგრამ ყველაზე მეტად ამაყობს სიგელით, რომელიც ფილარმონიის აშენებისთვის მიიღო! ომარი ამ უკვე გაცრეცილ ფურცელს ბალიშის ქვეშ ინახავს და ძალიან უფრთხილდება.

სანამ მუშაობდა, მის ოჯახს არაფერი აკლდა. მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ომარმა მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. მკურნალობა და მხედველობის შესანარჩუნებელი ოპერაცია რომ დაეფინანსებინათ, გაყიდეს ყველაფერი რაც ებადათ. საცხოვრებლად კი ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.

ნერვიულობის ფონზე ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. ოჯახმა მთელი დანაზოგი ამ დაავადებასთან ბრძოლაში დახარჯა მაგრამ სამწუხაროდ ორივე ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი შეიქმნა.

ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ომარი მეუღლესთან ერთად ბედის ანაბარა დარჩა.

ახლა, ომარი და მისი მეუღლე ქალბატონი ზინა 8 კვ.მ ოთახში ყოველგვარი პირობების გარეშე არიან შეკედლებულები. მიზერული პენსია წამლებში იხარჯება, სადილს სოციალურ სასადილოში იღებენ.

„საშინელებაა რაც დამემართა,  განადგურებული ვარ, იმ ტკივილის გამო კი არა რასაც მე განვიცდი, არამედ იმიტომ რომ ჩემს გამო ჩემი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა... ათასი ადამიანი ცხოვრობს ჩემს მიერ აშენებულ ბინაში, მე კი სიბერეს ნაქირავებ პატარა ოთახში ვატარებ, სიღარიბეში, მათხოვარივით... გული მწყდება, რომ ამ დიდ ქალაქში ჩემთვის ერთი პატარა ბინა არ მოიძებნა!“

ძალიან მძიმეა ამ სიტყვების მოსმენა უმწეო მოხუცისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე თავის საყვარელ ქალაქს ემსახურა...

ბატონი ომარის მხარდასაჭერად, ფონდი „სოციალური პარტნიორობა“  საქველმოქმედო აქციას მართავს. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება მას ცხოვრებას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს, ხოლო მცირედი ყურადღება ღირსეული სიბერის იმედს ჩაუსახავს.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ბატონ ომარს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ომარ კვენიტაძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/147/

გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ღირსეული ადამიანის ისტორია და შეძლებისდაგვარად  დაეხმაროთ მას.
თეგები:
#მოხუცები

მსგავსი პროექტები: