სკოლაში ყველა ბავშვმა უნდა იაროს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სკოლაში ყველა ბავშვმა უნდა იაროს!

page info icon
2016 სექტემბერი 5
page info icon
316
მეგობრებო, ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 100–ზე მეტ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,604 ₾
( 106 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 100–ზე მეტ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ჩვენი მიზანია ამ ბავშვებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ და უკეთესი მომავლის იმედი მივცეთ.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი პატარა სკოლაში ვერ დადის იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ჩასაცმელი არ აქვთ, მათ არ აქვთ ჩანთები და რვეულები, ხოლო ზოგი დასუსტებულია შიმშილისგან! საშინელებაა არა?!

განათლების მიღება – ეს ერთადერთი საშუალებაა ამ ბავშვებისთვის, რომ თავიანთი ცხოვრება შეცვალონ, თავი დააღწიონ სიღარიბეს და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები!

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას. ვაგროვებთ თანხას ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების, ჩანთების და ტანსაცმლის შესაძენად!

გვჯერა, რომ თქვენ გამოიჩენთ გულისხმიერებას და დახმარების ხელს გაუწვდით პატარებს. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ სკოლაში წავიდეს.

თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასკოლო ნივთები) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/149/

შემოწირული თანხით ჩვენ შევიძენთ ყველაფერს, რაც ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის დასჭირდებათ. დაწვრილებით ანგარიშს საჩუქრების გადაცემის შესახებ ჩვენს ვებ–გვერდზე და ფეისბუკზე გამოვაქვეყნებთ!