მრავალშვილიანი ოჯახი დღეში 8 ლარზე ცხოვრობს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მრავალშვილიანი ოჯახი დღეში 8 ლარზე ცხოვრობს!

page info icon
2016 ოქტომბერი 24
page info icon
788
„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში“ ქალბატონი გიული სამადაშვილი მოვიდა ახალშობილთან ერთად. ის გვთხოვდა დავხმარებოდით მის 6 შვილს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,412 ₾
( 82 დონორი )
დასრულებულია

„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში“ ქალბატონი გიული სამადაშვილი მოვიდა ახალშობილთან ერთად. ის გვთხოვდა დავხმარებოდით მის 6 შვილს!

მათ საცხოვრებელ ბინაში საშინელი ვითარებაა. კედლები ჩამოშლილია, იატაკი ბეტონისაა, ჭერიდან ჟონავს, ავეჯიც დამტვრეულია. ოჯახში მხოლოდ ერთი მაგიდა და ერთი სკამია. ამიტომ ბავშვები რიგრიგობით მეცადინეობენ და სადილობენ. ოთახის გასათბობად ოჯახს საშუალება არ აქვს. ძველ გაზის გამათბობელს მხოლოდ მაშინ რთავენ, როდესაც ბავშვებს სიცივისგან ხელები ეყინებათ.

სარეცხი მანქანა და თბილი წყალი სახლში არ აქვთ, გიულის სარეცხის რეცხვა ხელით უწევს ცივ წყალში.

2002 წელს შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, გიულიმ და ივანემ ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ იმდენი შვილი ეყოლებოდათ რამდენსაც ღმერთი მისცემდა.

ახლა, ოჯახში 6 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. ყველა ძალიან კარგად სწავლობს და უამრავი ჯილდო და სიგელი აქვთ მიღებული. უფროსი ბიჭი, შმაგი ფერმერობაზე ოცნებობს, რომ პატარა და–ძმას საჭმელი არ მოაკლდეთ, მეგის უნდა პედიატრი გამოვიდეს, რადგან უზომოდ უყვარს ბავშვები. 8 წლის თამარს ხატვაზე უნდა სიარული, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახს საჭირო თანხები არ გააჩნია. 7 წლის ელენეს უნდა რომ ბალერინა გახდეს და დიდ სცენაზე იცეკვოს. 5 წლის ნინიკო ბაღში დადის და ოცნებობს რომ სახლშიც ისევე თბილოდეს, როგორც ბაღში. პატარა ლევანი, სულ რაღაც ერთი თვისაა და ჯერ არ იცის, როგორ მძიმე პირობში მოუწევს ცხოვრება.

ტატალაშვილების ოჯახი ცდილობს ამ მძიმე მდგომარეობას თავი დააღწიოს. მამა მთელი დღეები სახლიდანაა გასული და არანაირ სამუშაოს არ თაკილობს. ოჯახის საშუალო შემოსავალი დღეში დაახლოებით 8 ლარს შეადგენს. 8 ლარს დღეში, 8 ადამიანისათვის – ძნელი წარმოსადგენია არა?!

ეს თანხა საკვების საყიდლადაც არ არის საკმარისი. პატარა თამარსაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამოდენიმე ხნის წინ გაუარესდა, მშობლები ანალიზებს და გამოკვლევებს ვერ უტარებენ, რომ ბავშვის დიაგნოზი მაინც გაიგონ.

დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან იღებენ საჭმელს, მაგრამ ეს ბავშების გამოსაკვებად საკმარისი არ არის. ბავშებმა კარგად იციან რა არის შიმშილი და ზოგჯერ პურიც კი ენატრებათ.

„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ ვერ დარჩებოდა გულგრილი ქალბატონი გიულის დახმარების თხოვნის მიმართ. ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ტატალაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/157/

არ დარჩეთ გულგრილი და დაეხმარეთ მათ!   

მსგავსი პროექტები: