ლავრენტი კუჭუხიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლავრენტი კუჭუხიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!

page info icon
2016 ოქტომბერი 31
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ბატონ ლავრენტი კუჭუხიძეს გაგაცნობთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,214 ₾
( 144 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ბატონ ლავრენტი კუჭუხიძეს გაგაცნობთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენი დახმარება სჭირდება!

ბავშვობაში გადატანილი მენინგიტისგან, მას კიდურები წაერთვა. მუდმივი ავადმყოფობის გამო მას სკოლაშიც კი არ უვლია. არ უთამაშია ეზოში ბავშვებთან. მას ყოველთვის სხვისი დახმარება სჭირდებოდა. უჭირდა თავისით ჩაცმა, ჭამა და თავის მოწესრიგება. დედა უვლიდა პარალიზებულ შვილს ღრმა მოხუცებულობამდე, როდესაც დედა გარდაიცვალა, ბატონ ლავრენტის ნერვიულობის ნიადაგზე ორი ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც საწოლსაა მიჯაჭვული და შემდეგ დიაბეტი დაემართა რამაც მას მხედველობა წაართვა.

მისი და ჯული, ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, ბატონი ლავრენტი მარტო რომ არ დაეტოვებინა. ახლა 80 წლის ქალბატონი, რომელიც თავად ძლივს გადაადგილდება ოთახში,  74 წლის ძმას უვლის.

საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა. ბინაში ცივა და ნესტია, ოთახის გათბობა მოხუცებს არ შეუძლიათ. პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნით. ოთახში მხოლოდ ერთი ნათურა ანთია, და ისიც ძლივს ბჟუტავს. ბატონი ლავრენტი მთელი დღე წევს, უამრავი საბნის ქვეშ, რომ არ გაიყინოს.

ალბათ წარმოიდგინეთ რა საშინელ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება ბატონ ლავრენტის და მის მოხუც დას. 

გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ მათი ისტორია და დახმარების ხელი გაუწოდოთ მათ. თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლავრენტი კუჭუხიძე) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/158/

დავეხმაროთ მოხუცებს და ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი! 


მსგავსი პროექტები: