17 წლის ბიჭს დედა ხელით ატარებს!
2016 ნოემბერი 28
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ბავშვების ჯანმრთელობაა. წარმოიდგინეთ, როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილების ტანჯვას უყურებს და ვერაფრით შველის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,594 ₾
(
113 დონორი )
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ბავშვების ჯანმრთელობაა. წარმოიდგინეთ, როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილების ტანჯვას უყურებს და ვერაფრით შველის.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 17 წლის კობა სვანაძეს და მის დედას, ქალბატონ ქეთევანს გაგაცნობთ.
მათ არ გაუმართლათ ცხოვრებაში. კობას ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა, ოთხივე კიდურის პარეზი, ეპილეფსია, მხედველობის პრობლემა აქვს. მას ჩაუტარდა ორი ოპერაცია. მაგრამ, მიუხედავად ამისა კობა ვერ დადის, ვერ მეტყველებს და დამოუკიდებლად ვერ ჯდება. ახლა დედა–შვილი ქირით ცხოვრობენ ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს, ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე.
აგერ უკვე 17 წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ხელით ატარებს. კობა მხოლოდ 14 კილოგრამს იწონის, ეტლში ჯდომა ძალიან უჭირს. მხოლოდ დედასთან ჩახუტებულს შეუძლია დაივიწყოს გაუსაძლისი ტკივილები, რომლებიც მას დაბადებიდან ტანჯავს.
„17 წელია ნორმალურად არ მძინებია, როდესაც კობა ტირის, მას ხელში ვიყვან და აქეთ-იქით დავდივარ, ვუმღერი და ზღაპრებს ვუყვები. ჩემი ხმა რომ ესმის, წყნარდება და მიღიმის. მე მისი ღიმილი უბედნიერეს ადამიანად მაქცევს. კობა ვერ მეუბნება რა სტკივა, რატომ ტირის, მე კი უნდა მივხვდე და ვუშველო. ეს ძალიან მძიმეა“ - ამბობს ქეთევანი და ცრემლებს ვერ იკავებს.
რამდენიმე ხნის წინ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქეთევანის უფროსი შვილი 28 წლის გურამს პერიტონიტი დაემართა, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ სამი ოპერაციის გადატანა მოუხდა.
მოგიწოდებთ ყველას, არ დარჩეთ გულგრილი ამ ადამიანების მიმართ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები) მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ სვანაძეების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კობა სვანაძე) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/162/
ერთი ადამიანის გადარჩენით, გადავარჩენთ მთელ მსოფლიოს!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი საბრალო ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით!!!
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია...
შეგროვებულია
2,965.14 ₾
დაეხმარა
230
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,099.78 ₾
დაეხმარა
489
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ბოლო ბრძოლა ყველაზე რთულია! ვინ გაიმარჯვებს: სიცოცხლე თუ სიკვდილი?!
დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი გოგონა საავადმყოფოს საწოლზე წევს და ქერა კულულებს ცრემლები უსველებს. მას იამზე ჰქვია. მის, ჩვეულებრივ, ნათელ და სიცოცხლით სავსე თვალებში ახლა მხოლოდ...
შეგროვებულია
13,050.09 ₾
დაეხმარა
812
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
კიდევ ერთ ბავშვს ტანჯვისთვის არასდროს გავწირავდი! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ცერებრული დამბლა არ მეორდება. „გააჩინე, მალე გააჩინე და მშვიდად იქნებიო!“ მეც დავუჯერე! ღმერთო, რამხელა ტკივილია! ღმერთმა აშოროს ყველას!
ანა (დედა): დღეს, ორი მძიმედ დაავადებული შვილი მყავს და ტანჯვით არის აღსავსე ჩემი ცხოვრება! მეც ხომ ყველაფერს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილები გრძნობენ! ამქვეყნად ყველა დედას...
შეგროვებულია
20,335.64 ₾
დაეხმარა
1,326
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
პატარა ბექასთვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი გამოკვლევების ჩატარება თბილისის საუკეთესო ექიმებთან, კიდევ ერთი საბრალო ქართველი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის!
ღმერთო, გამოჯანმრთელების შანსი აჩუქე ბექას! ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ტანჯული ანგელოზის, ბექას, განკურნება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება!
თამარი (დედა): „ერთმა ჩემმა...
შეგროვებულია
14,066.12 ₾
დაეხმარა
1,123
|