წამლები მარტოხელა მოხუცებისთვის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წამლები მარტოხელა მოხუცებისთვის

page info icon
2016 დეკემბერი 15
page info icon
233
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს 600–ზე მეტ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცზე.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,259 ₾
( 95 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს 600–ზე მეტ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცზე. ამ უმწეო ადამიანებს წყლის მიმწოდებელიც კი არ ჰყავთ. საკვების მომზადება, წნევის გაზომვა ან წამლის დალევა კი მათთვის დაუძლეველი ამოცანაა.

ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ, ჩვენი ფონდის 30 ექიმი, ექთანი და სოციალური მუშაკი კვირაში 7 დღე, სრულიად უფასოდ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს: მიაქვთ მათთვის საკვები, აჭმევენ, უტარებენ საჭირო სამედიცინო პროცედურებს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები ამ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.

ჩვენი ბენეფიციარები მიზერული პენსიით საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. ჩვენი ფონდი სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს მათ ტკივილგამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო, დიაბეტურ, ჰიპოტენზიურ, კარდიოლოგიურ, და ა.შ.  მედიკამენტებს.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მარტოხელა მოხუცების ბედი, დაგვიდგეთ გვერდში და დაგვეხმაროთ ამ მადლიან საქმეში.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მარტოხელა მოხუც ადამიანებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მედიკამენტები მარტოხელა მოხუცებისთვის) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/167/

ერთად დავეხმაროთ მათ, ვისზეც ჩვენს გარდა არავინ იზრუნებს!


თეგები:
#შინ მოვლა