ტანსაცმელი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტანსაცმელი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის

page info icon
2017 იანვარი 18
page info icon
149
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს.
საქველმოქმედო ნომერი:

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია სასიცოცხლო დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვს.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც პატარების სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ბავშვები ცხოვრობენ კომფორტულ გარემოში, იღებენ 4–ჯერად ბალანსირებული კვებას და ხარისხიან განათლებას, უზრუნველყოფილნი არიან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

სანამ ეს ბავშვები ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მოხვდებოდნენ, მათ არ ჰქონდათ არანაირი საცხოვრებელი პირობები. ტანსაცმლის და ფეხსაცმლის არქონის გამო ისინი სკოლაშიც კი ვერ დადიოდნენ და ცივ ამინდებში სულ სახლში იყვნენ.

ჩვენი ფონდი ცდილობს ამ ბავშვებს მისცეს ყოველივე საუკეთესო. მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც მათ ყოველთვის აკლდათ.

მოგიწოდებთ ყველას, ხელი შეგვიწყოთ ამ კეთილშობილურ საქმეში! თუ გაქვთ სუფთა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები – გთხოვთ მოგვიტანოთ ფონდის ოფისში. ჩვენი ოპერირების ქვეშ სამი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, სადაც 15 გოგონა და 15 ბიჭი იზრდება, რომელთა ასაკი 7–დან 15 წლამდეა.

შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში და არ დარჩეთ გულგრილი!