ცელოფნის ქვეშ გატარებული ზამთარი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცელოფნის ქვეშ გატარებული ზამთარი

page info icon
2017 იანვარი 31
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის ინგა ბოგდანოვის მძიმე ისტორიას გაგაცნობთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,363 ₾
( 123 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარის ინგა ბოგდანოვის მძიმე ისტორიას გაგაცნობთ.

ინგა დაბადებიდან ცერებრალური დამბლით იტანჯება. მშობლების და დის გარდაცვალების შემდეგ ის მარტოდმარტო დარჩა, ბინის და საარსებო წყაროს გარეშე, სრულიად უსუსუსური ცხოვრების წინაშე.

ახლა ის ცივ და ნესტიან ბეტონის უფანჯრებო ავტოფარეხში ცხოვრობს. სახურავი ჟონავს და წვიმის წყალმა რომ არ დაასველოს, ინგას ცელოფანი აფარია. ზაფხულში აქ გაუსაძლისად ცხელა, ზამთარში კი სასტიკად ცივა.

ინგას არაფერი გააჩნია. საბანი და ბალიში მეზობლებმა აჩუქეს, იგი მთელი დღე დამტვრეულ საწოლზე წევს, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს.

მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ინგა დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. საწოლიდან წამოსადგომად, წყლის დასალევად ან საპირფარეშოში გასასვლელად, მას მეზობლების ან ჩვენი ფონდის ექთნების ლოდინი უწევს. ჩვენი ფონდის მედ პერსონალი ინგას მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად ძალებს არ იშურებენ. მისთვის საკვები და წამლები მიაქვთ, უცვლიან საფენებს და უტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში ინგას მდგომარეობაში  600 მარტოხელა და საწოლს მიჯაჭვული ადამიანია და ზოგიერთის მდგომარეობა ინგა ბოგდანოვას მდგომარეობაზე უფრო მძიმეა. ჩვენი ფონდის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ამჟამად ინგას ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ახალი საწოლი და თეთრეული.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ქალბატონს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ინგა ბოგდანოვა) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/175/

ინგა თვითონ ვერ გადაგიხდით მდლობას, რადგან მან ლაპარაკი არ იცის. მაგრამ გვერწმუნეთ, ნებისმიერი სახის დახმარების მიღება მას ძალიან გაახარებს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს!


მსგავსი პროექტები: