ჰიგიენური საშუალებები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჰიგიენური საშუალებები

page info icon
2017 მარტი 1
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 5 წელია ზრუნავს 600 მარტოხელა მძიმე ავადმყოფ მოხუცზე. ისინი საწოლს არიან მიჯაჭვულები, სრულიად უმწეონი და უსუსურები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
368 ₾
( 33 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 5 წელია ზრუნავს 600 მარტოხელა მძიმე ავადმყოფ მოხუცზე. ისინი საწოლს არიან მიჯაჭვულები, სრულიად უმწეონი და უსუსურები. სისუფთავის შენარჩუნება და ჰიგიენის დაცვაც კი მათთვის შეუძლებელი ამოცანაა.

მიუხედავად იმისა თუ ვინ იყვნენ ისინი და რა თანამდებობებს იკავებდნენ – ახლა მათ საერთო გასაჭირი აერთიანებთ: არაადამიანურ პირობებში გარდაუვალი ტანჯვა ჭუჭყსა და ანტისანიტარიაში.

ეს მოხუცები იმდენად გაჭირვებულები არიან, რომ ზოგჯერ საკვების და საჭირო წამლების ყიდვა არ შეუძლიათ, ჰიგიენური საშუალებების შეძენაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩვენი ფონდი სრულიად უფასოდ მათ ჰიგიენურ საფენებსა და უროლოგიურ ზეწრებს აწვდის, ყიდულობს მათთვის საპონს, სარეცხის ფხვნილს, შამპუნს, ტუალეტის ქაღალდს. ჰიგიენურ საშუალებებზე ფონდი თვეში დაახლოებით 15000 ლარს ხარჯავს.

მოგიწოდებთ ყველას, ვინც მარტოხელა მოხუცების ბედის მიმართ გულგრილნი არ ხართ, დაგვიდგეთ გვერდში ამ კეთილშობილურ საქმეში და უმწეო ადამიანების ტანჯვა ერთად შევამსუბუქოთ.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჰიგიენური საშუალებები) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/180/

გადმორიცხეთ ნებისმიერი ოდენობის თანხა და გაუზიარეთ მეგობრებს! მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული ადამიანის ცხოვრების შემსუბუქება ნებისმიერს შეუძლია!


თეგები:
#შინ მოვლა