პატარა ქეთი საშინელი ტკივილებისგან იტანჯება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა ქეთი საშინელი ტკივილებისგან იტანჯება!

page info icon
2017 მარტი 14
page info icon
1558
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით დარდისგან განადგურებულმა მშობლებმა მოგვმართეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,381 ₾
( 264 დონორი )
დასრულებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით დარდისგან განადგურებულმა მშობლებმა მოგვმართეს. 
3 წლის წინ გიგი და ანა ჯულაყიძეების ოჯახში მეორე ქალიშვილი დაიბადა. მათი ყოველდღიური ცხოვრება ბავშვზე სასიამოვნო ზრუნვით აივსო. დრო გადიოდა, ბავშვი ჯანმრთელი და ძალიან საყვარელი გაიზარდა, მაგრამ 2016 წელს ოჯახის ბედნიერი ცხოვრება დასრულდა.
ეზოში ბავშვებთან თამაშისას, ქეთი წაიქცა. პატარამ ღვიძლი დაიზიანა, ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გოგონას 2 ურთულესი ოპერაციის გადატანა დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა და საბოლოოდ ქეთის გული გაუჩერდა...
სასწრაფო დახმარების მანქანით ბავშვი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, გული კვლავ ამუშავდა, მაგრამ ცნობიერების დაბრუნება ვერ შეძლეს. ქეთის მდგომარეობა დღემდე კრიტიკულად მძიმეა. უკვე ნახევარი წელია ბავშვი ყელში და ცხვირში ჩადგმული მილების საშუალებით იკვებება და სუნთქავს. 
ქეთის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს, მას ინტენსიური, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მაგრამ ოჯახმა ყველა რესურსი უკვე ამოწურა. მათ შვილისთვის ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. მამას სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა, რადგან მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლა ძალზედ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. 
„მჯერა, რომ ქეთი მალე კარგად გახდება, რომ ეს საშინელი ტკივილები დაეხსნება მის პატარა სხეულს, რომ ოდესმე კიდევ დამიძახებს დედას, მჯერა, რომ კეთილი ადამიანების წყალობით შევძლებთ ქეთი სიკვდილს გამოვლიჯოთ ხელიდან და დავამარცხოთ მისი ავადმყოფობა!“ – ამბობს ანა და ცრემლებს ვერ იკავებს.
დამოუკიდებლად ეს ოჯახი ვერ შეძლებს შვილის გადარჩენას. ამიტომ გთხოვთ, ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მათ, ცხოვრებაში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ჯანმრთელობაა!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას პატარა ქეთის დასახმარებლად. ამ ოჯახისთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003  ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქეთი ჯულაყიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/182/
ნებისმიერი სახის დახმარება ქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! პატარა გოგონას სიცოცხლე ჩვენს ხელშია!

მსგავსი პროექტები: