პატარა თამარი დაინახავს დედიკოს და მამიკოს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა თამარი დაინახავს დედიკოს და მამიკოს!

page info icon
2017 მარტი 27
დღეს სიმსივნე განაჩენი არ არის, და ბავშვებს მისი დაძლევა უფრო ადვილად შეუძლიათ, მთავარია, დახმარება დროულად გამოჩნდეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,400 ₾
( 161 დონორი )
დასრულებულია

ძალიან ძნელია, როდესაც ბავშვის ტანჯვას უყურებ, რომელიც თვალებით გეხვეწება, რომ სიცოცხლე სწყურია! ზოგ მშობელს წილად ხვდება ცრემლი, განცდა და უძილო ღამეები, უამრავი ბიუროკრატიული წინაღობა ბავშვის მკურნალობის გზაზე.

დღეს სიმსივნე განაჩენი არ არის, და ბავშვებს მისი დაძლევა უფრო ადვილად შეუძლიათ, მთავარია, დახმარება დროულად გამოჩნდეს. ასეთ დროს, მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი პატარას მომავლის იმედი ჩავუსახოთ და ბედნიერი ბავშვობის შანსი მივცეთ!

პატარა თამარი სულ რაღაც 10 თვისაა და ამ მცირე დროში უამრავი განსაცდელს გაუძლო. ის 2 თვის იყო, როდესაც მშობლებმა მის თვალში უცნაური ნათება შენიშნეს. ამ დროიდან დაიწყო თამარის ვიზიტები სხვადასხვა სპეციალისტებთან, იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი ცდებოდა დიაგნოზში. მაგრამ ყველა ერთი და იმავეს ამბობდა – რეტინობლასტომა, თვალის ავთვისებიანი სიმსივნე!

ვერაგი ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებდა და 3 თვეში თამარს 2 ოპერაციის და ქიმიოთერაპიის 4 კურსის გადატანა მოუხდა. სამწუხაროდ თამარმა ერთი თვალი დაკარგა და ახლა მეორეს შესანაჩუნებლად იბრძვის.

თამარს მხედველობა და სიცოცხლე რომ შევუნარჩუნოთ, მას მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, მაგრამ ნაკაშიძეების ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა, მათ  ყველაფერი გაყიდეს, რომ შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები.

თამარი ძალიან მხიარული და საყვარელი გოგონაა. ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს. ის ყველას ჩუქნის თავის არაჩვეულებრივ ღიმილს, რომელიც გულს გაგითბობთ!

გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ თამარს  ერთი თვალი მაინც შევუნარჩუნოთ, რომ კვლავ ეთამაშოს და ჩაეხუტოს დაიკოს, გულები გაუხაროს დედიკოს და მამიკოს.

ჩვენ უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და გვჯერა, რომ თამარსაც  გადავარჩენთ!

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თამარის დასახმარებლად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თამარ ნაკაშიძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/184/

ნებისმიერი სახის დახმარება თამარის სამკურნალოდ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენს მიერ შემოწირული ერთი ლარიც კი თამარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება!

მსგავსი პროექტები: