სიბერე ჩვენი მომავალია - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიბერე ჩვენი მომავალია

page info icon
2017 აპრილი 3
მარტოობისგან და უბედური შემთხვევებისგან დაცული არავინაა. ვინ იცის შესაძლებელია სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესღაც ჩვენც დაგვჭირდეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
208 ₾
( 31 დონორი )
დასრულებულია

ყველა ოცნებობს სიბერე თბილ და მყუდრო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროს. მაგრამ მარტოობისგან და უბედური შემთხვევებისგან დაცული არავინაა. ვინ იცის შესაძლებელია სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესღაც ჩვენც დაგვჭირდეს.

ჩვენი ფონდის ბენეფიციარმა, გულიმჯან ბოკერიამ ღურსეულად იცხოვრა. ახალგაზრდობიდან მუშაობდა, რომ ოჯახისთვის არაფერი მოეკლო და საკუთარი ჭერი ჰქონოდა. წლების წინ მეუღლის ავადმყოფობის გამო, ყველაფრის გაყიდვა მოუხდა, რასაც ახალგაზრდობიდან დიდი წვალებით და ჯაფით აგროვებდა. მეუღლის გადარჩენა ვერ მოხერხდ... როდესაც საუბარს შვილებზე იწყებს, ცრემლებს ვერ იკავებს, მათი ცხოვრებაც ვერ აეწყო სათანადოდ... ასე დარჩა გულიმჯანი, სრულიად მარტო, ფაქტობრივად ქუჩაში, და  მტელი სიბერე ერთი ნაქირავებ ბინიდან მეორეში უხდება გადასვლა...

მუდმივი ნერვიულობის ფონზე გულიმჯანის მდგომარეობა საბოლოოდ შეირყა და ავადმყოფობასთან გამკლავება მას უკვე აღარ შეუძლია. ახლა ის საწოლიდანაც კი ვერ დგება. კიდურები შეშუპებული აქვს, საშინელი ტკივილებისგან და წყლულენისგან  იტანჯება...

ჩვენი ფონდის ექთნები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ქალბატონ გულიმჯანს მდგომარეობა შეამსუბუქონ. უმუშავებენ ჭრილობებს, ეხმარებიან ჰიგიენის მოწესრიგებაში. მართლაც, უამრავი მარტოხელა ადამიანისთვის ჩვენი ფონდის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პენსია, რომელსაც გულიმჯანი ღებულობს, წამლების შესაძენადაც არაა საკმარისი.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას გულიმჯან ბოკერიას დასახმარებლად. მას წამლები, ჰიგიენური საშუალებელი და საკვები პროდუქტები სჭირდება. მოგიწოდებთ ყველას, დახმარება აღმოუჩინოთ ამ უკიდურესად გაჭირვებულ ხანდაზმულ ადამიანს. ვაჩვენოთ მას, რომ გარშემო კეთილი და გულისხმიერი ადამიანები არიან, ვისთვისაც სხვისი პრობლემები ძალზედ მნიშვნელოვანია, ვისაც სითბოს და სიყვერულის გაზიარება შეუძლია!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიმჯან ბოკერია ან პირდაპირ ვებ გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/186

ერთად უკვე უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ, გვჯერა, რომ ამ ქალბატონსაც ვიხსნით გაჭირვებისგან!


მსგავსი პროექტები: