ჩერნოვეცკის ფონდის სასადილო - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდის სასადილო

page info icon
2017 მაისი 25
page info icon
7334
სასადილოში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გემრიელად და ნოყიერად ისადილოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,854 ₾
( 1,785 დონორი )
დასრულებულია

ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მათ ელემენტარულად პურის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ და ზოგჯერ შიმშილობენ კიდეც.

1 მაისიდან ფონდმა ახალი გრანდიოზული პროექტი „ სოციალური სასადილო“ გახსნა. სადაც ყოველდღიურად, ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია გემრიელად ისადილოს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა ვისაც დახმარება სჭირდება!

ჩვენი მზარეულები ყოველდღიურად გემრიელ, დაბალანსებულ საკვებს ამზადებენ. ყოველდღიურ მენიუში შედის წვნიანი, სხვადასხვა სახის ხორცის კერძი გარნირით, ბოსტნეულის სალათები, ხილი, დესერტი და გემრიელი კომპოტები.  

სადილის თითო ულუფა – ეს ერთი ბედნიერი ადამიანია, ეს შიმშილს გადარჩენილი მთელი ოჯახია!

ყველა ჩვენს სტუმრს თავისი ისტორია აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ისინი ჩვენთან კარგი ცხოვრების გამო არ მოსულან!

თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანებს იმედი აჩუქოთ! იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენი დახმარებით შესაძლებელია ადამიანი შიმშილს გადავარჩნოთ!

მადლობლებივიქნებითნებისმიერისახისფინანსურდახმარებისთვის. თითოშემოწირულმალარმაცკიშეიძლებაადამიანი გადაარჩინოს. თუგაქვთსურვილიდასაშუალება, თანხაშეგიძლიათჩარიცხოთანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო)ანვებ–გვერდიდანhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/

ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მისამართი

თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქ. მეორე შესახვევი N25

ტელეფონი:

032 219 33 21 

+995 577 92 40 45

ფეისბუკის გვერდი:https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/

ვებ–გვერდი:https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/


თეგები:
#სასადილო