ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრი

page info icon
2017 მაისი 25
page info icon
3166
ჩერნოვეცკის დღის ცენტრი დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც მარტო ვერ უმკლავდებიან თავიანთ პრობლემებს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,668 ₾
( 131 დონორი )
დასრულებულია

სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად გახსნილი დღის ცენტრი – ეს სიკეთის კუნძულია! აქ ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებმაც მომავლის იმედი დაკარგეს, რომლებიც მარტოდ მარტო დარჩნენ თავიანთ პრობლემებტან ერთად და დამოუკიდებლად მათი გადაჭრა არ შეუძლიათ. 
ჩვენი ფონდის დღის ცენტრში ისინი სითბოს და მზრუნველობას მიიღებენ. მათ ნორმალური ცხოვრების დაწყების შანსი მიეცემათ!
სამედიცინო პუნქტში, მათ კონსულტაციას გაუწევს კვალიფიციური ექიმი და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს
ჩვენი ბენეფიციარები შეძლებენ შხაპის მიღებას, თმის შეჭრას, ახალი ტანსაცმლის არჩევას.
საერთო ოთახში მათ საშუალება ექნებათ უყურონ ტელევიზორს, წაიკითხონ წიგნები, ითამაშონ სამაგიდო თამაშები და ერთმანეთთან ისაუბრონ.
კომპიუტერის ოთახში ჩვენი დღის ცენტრის სტუმრები შეძლებენ ახლობლებთან ისაუბრონ, იპოვონ სამსახური.

ასევე დღის ცენტრში არის საბავშვო კუთხე. სადაც ყველაზე პატარა სტუმრებს შეუძლიათ დახატონ, დაუკრან და ითამაშონ.

ველოდებით სოციალურად დუცველ ყველა მსურველს მისამართზე: გორგასლის მეორე შესახვევი N25.

ასევე, მადლობლები ვიქნებით ნებისმიერი სახის ფინანსურ დახმარებისთვის. თითო შემოწირულმა ლარმაც კი შეიძლება ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება. 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 
მისამართი: 
თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქ. მეორე შესახვევი N25
ტელეფონი:
032 219 33 21 
+995 577 92 40 45
ფეისბუკის გვერდი:https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/
ვებ–გვერდი: https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/


თეგები:
#დღის ცენტრი