შინმოვლის პროგრამა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შინმოვლის პროგრამა

page info icon
2017 მაისი 25
შინმოვლის პროგრამა სახლს (საწოლს) მიჯაჭვული ადამიანებისთვის 2012 წლიდან მოქმედებს და დღესდღეობით გვყავს 600 პაციენტი
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,198 ₾
( 401 დონორი )
დასრულებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2012 წლიდან უწევს სასიცოცხლო დახმარებას 700 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს. ისინი დაუძლურებულნი არიან. იმისდა მიუხედავად თუ ვინ იყვნენ ისინი ადრე, თუ რა თანამდებობას იკავებდნენ, ახლა მათ ტკივილი და ტანჯვა აერთიანებს. არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ.
ეს მოხუცები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. საკვების და საჭირო წამლების ყიდვის საშუალება არ აქვთ. ხოლო ექიმთან მისვლა მათთვის საერთოდ დიდი ფუფუნებაა.
ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ, ჩვენი ფონდის 30 ექიმი, ექთანი და სოციალური მუშაკი კვირაში 7 დღე, სრულიად უფასოდ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს: მიაქვთ მათთვის საკვები, აჭმევენ, უტარებენ საჭირო სამედიცინო და ჰიგიენურ პროცედურებს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები ამ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.
ჩვენი ბენეფიციარები მიზერული პენსიით საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. ჩვენი ფონდი სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს მათ ტკივილ გამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო, დიაბეტურ, ჰიპოტენზიურ, კარდიოლოგიურ, დაა.შ.  მედიკამენტებს.
თუ გაქვთ საშუალება მატერიალური ან ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მარტოხელა მოხუცებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინმოვლა) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/197-home-care/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მისამართი: 
თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქ. მეორე შესახვევი N25
ტელეფონი:
032 219 33 21 
+995 577 92 40 45
ფეისბუკის გვერდი:https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/
ვებ–გვერდი:https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/

თეგები:
#შინ მოვლა