მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები

page info icon
2017 მაისი 25
page info icon
2633
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
25,989 ₾
( 2,950 დონორი )
დასრულებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2012 წლიდან თბილისსა და ქობულეთში ადმინისტრირებას უწევს 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლს. ჩვენი ბენეფიციარები არიან 6-დან 18 წლა​მ​დე მზუნველობამოკლებული ბაშვები. ჩვენ​ს​ სახლებში 30 ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ფონდის ადმინისტრაცია და აღმზრდელები ზრუნავენ ბავშვებმა მიღონ ფორმალური და არაფორმალური განათლება, შეისწავლონ სხვადასხვა ცხოვრებისეული და პროფესიული უნარ-ჩვევები (სახვითი თერაპია, სუვენირების დამზადება, მოზაიკური სამკაულების შექმნა). ისინი ჩართული არიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ატივობებში: შეისწავლიან მაგიდი ტენისს, რეგულარულად იღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში.​ ​
უწყვეტი განათლების მიღების მიზნით, სასკოლო პროგრამის პარალელურად, აღსაზრდელებს პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან ინგლისურ და რუსულ ენებს, კომპიუტერს, მათემატიკას.
აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს ფონდის ადმინისტრაცია და აღმზრდელები.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ასევე შევუძინოთ დამოუკიდებლად, ღირსეულ პირობებში ცხოვრების უნარები და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
თუ გაქვთ სურვილი მატერიალური ან ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლები) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/198-family/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება. 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 
მისამართი: თბილისი, კრწანისი, გორგასლის ქ. მეორე შესახვევი N25
ტელეფონი:032 219 33 21; +995 577 92 40 45
ფეისბუკის გვერდი:https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/
ვებ–გვერდი: https://chernovetskyifund.ge/ge/contacts/