რა ღირს ბავშვის სიცოცხლე საქართველოში... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რა ღირს ბავშვის სიცოცხლე საქართველოში...

page info icon
2017 ივნისი 13
შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილის გაგება, ალბათ მხოლოდ მას შეუძლია ვისაც ეს გამოცდილი აქვს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,528 ₾
( 83 დონორი )
დასრულებულია

ჩერნოვეცკის ფონდის არსებობის დღიდან, უამრავი სულის შემძვრელი ისრორია მოგვისმენია... ზოგჯერ გვიფიქრია კიდეც, რომ ამაზე უარესს ალბათ ვეღარაფერს მოვისმენდით, მაგრამ ახალგაზრდა დედის 24 წლის ქრისტინეს ისტორია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულია...

28 აპრილს, მისი ერთადერთი 7 წლის შვილი, უმშვენიერესი ნინო ცუდად გახდა. თავი ასტკივდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწრაფო გამოიძახეს. ექიმების მოსვლამდე, ნინო გაითიშა. დიაგნოზი წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა – ინსულტი! ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ამ ასაკის ბავშვისთვის, მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ნინოსთვის ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება, მისი სტაციონარიდან გადაყვანაც კი სახიფათოა... ერთადერთი, რაც მას სიცოცხლის შანსს მისცემს, საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დატოვებაა. საჭიროა დრო, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი ორგანიზმი თავად გაუმკლავდეს ავადმყოფობას და გადარჩენისთვის იბრძოლოს!

შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილის გაგება, ალბათ მხოლოდ მას შეუძლია ვისაც ეს გამოცდილი აქვს. თვეზე მეტი გავიდა დედა კი შესცქერის ნინოს და არ სჯერა, რომ ეს მის თავს ხდება...

ნინო ხომ ამ დღემდე ავადაც არ გამხდარა, ის ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ბავშვი იყო... დედასაც კი უვლიდა, როდესაც ის ავად ხდებოდა. ქრისტინეს და ნინოს გრძნობები დედაშვილურ სიყვარულს სცდებოდა, სხვაობა ასაკში სულ 16 წელი იყო, ისინი ერთად გაიზარდნენ...  

ნებისმიერი დედა მზად არის თავისი შვილის ჯანმრთელობისთვის სიცოცხლე გაიღოს, ქრისტინეც დაუფიქრებლად იზამდა ამას, მაგრამ ეს ნინოს არ უშველის. მის გადასარჩენად ფულია საჭირო.

მას ძვირადღირებული წამლები, სპეციალური ვიტამინიზირებული საკვები და ჰიგიენური საშუალებები სჭირდება.

ჩვენ ვიწყებთ აქციას ნინოს გადასარჩენად. თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:

GE15TB7194336080100003 ან 
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნინო ნოზაძე) 
ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/200-ninonozadze/
თუ თანხას უცხოეთიდან რიცხავთ ისარგებლეთ შემდეგი ანგარიშით:
IVAN: GE64BG0000000470458000
Beneficiary's Bank: BANK OF GEORGIA
SWIFT: BAGAGE22

ერთად ბევრი ადამიანი გადავარჩინეთ და ნინოს გადარჩენასაც შევძლებთ!


მსგავსი პროექტები: