გამოსახლების მოლოდინში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გამოსახლების მოლოდინში

page info icon
2017 აგვისტო 2
77 წლის თინა ბალახაძის მდგომარეობა დღითი–დღე უარესდება. იგი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, წვალობს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტკივილისგან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
158 ₾
( 9 დონორი )
დასრულებულია


ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი განგების ნებით გასაჭირში ვარდება. ამ შემთხვევაში, მის მიმართ გამოჩენილ  თანაგრძნობას და დახმარებას შეუძლია ფასდაუდებელი ამაგი გაუწიოს დაზარალებულს.

77 წლის თინა ბალახაძის მდგომარეობა დღითი–დღე უარესდება. იგი სასოწარკვეთაშია  ჩავარდნილი, წვალობს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ტკივილისგან.

 ბებია თინას სამი ოპერაცია აქვს გადატანილი კუჭზე, აწუხებს გული, ფარისებრი ჯირკვალი, ახლახანს კი წაიქცა და ხელი მოიტეხა.

მისი ოჯახის შემოსავალი 210 ლარს შეადგენს. ეს ისეთი მიზერული თანხაა, რომ მხოლოდ პურზე თუ ჰყოფნის. აქვე უნდა ითქვას, რომ მან 3 წლის პენსია წინასწარ აიღო, რათა დაეფარა მისი სნეული შვილის მკურნალობა.  

აბა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო? სად უნდა ეშოვნა წამლების ფული და სამედიცინო პროცედურების თანხა? ამას კიდევ ემატება ქირის ფული, სახლის მეპატრონე  გადაუხდელობის გამო სადაცაა მას ოთახის დაცლას მოსთხოვს.

ასეთ სავალალო მდგომარეობაში ბებია თინა 5 წლის წინ ჩავარდა. იგი ცხოვრობდა ბორჯომის რაიონში, ჰქონდა სახლი, ზრდიდა შვილებს? 45 წელი იმუშვა ექთნად სამედიცინო დაწესებულებებში…

 მერე კი თავს არაერთი უბედურება დაატყდა.  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. აიღეს იპოთეკური სესხი, მაგრამ ბიზნესი ჩავარდა და იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ ყველაფერი, რაც კეთილსინდისიერი შრომით ჰქონდათ ნაშოვი : სახლი, ავეჯი, მაცივარი, ჭურჭელი…

თინა ბალახაძე თბილისში ჩამოვიდა და ქალაქის გარეუბანში ოთახი დაიქირავა. თავისი გასაჭირის შესახებ მან დეპუტატს წერილი გაუგზავნა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ თინა ბალახაძის მდგომარეობა და გაუწიოთ მას დახმარება შეძლებისდაგვარად. თქვენს შორის უეჭველად აღმოჩნდებიან კეთილი გულის ადამიანები, რომლებიც გაითავისებენ ამ უმწეო ხანდაზმული ქალის მძიმე ხვედრს და გაიღებენ მისთვის მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, თეთრეულს, საკვებ პროდუქტებს.

  თუ თქვენ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თინა ბალახაძე) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects 

გაუწოდეთ დახმარების ხელი გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს, დაეხმარეთ მას კრიზისიდან  გამოსვლაში, აჩუქეთ მომავლის იმედი! 


მსგავსი პროექტები: