უეცრად თავს დამტყდარი უბედურება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უეცრად თავს დამტყდარი უბედურება

page info icon
2017 აგვისტო 9
39 წლის მიხეილ ძნელაძე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩვეულბერივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ განგება მას საბედისწერო საბედისწერო გამოცდას უმზადებდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
954 ₾
( 18 დონორი )
დასრულებულია
სამყაროს, სადაც ხვალ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ, ჩვენ ვქმნით დღეს. სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა დღეში რამდენიმე წუთი მაინც უნდა დაუთმოს სხვაზე ფიქრს, რადგან ჯერ არავინ არასდროს გაღატაკებულა მოყვასის დახმარებით. 
ჩვენი ბენეფიციარი 39 წლის მიხეილ ძნელაძე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩვეულბერივი ცხოვრებით ცხოვრობდა: მეუღლე, ორი შვილი, სახლი, სამსახური…მაგრამ განგება მას საბედისწერო გამოცდას უმზადებდა. 
მიხეილმა ვერ შესძლო იპოთეკური სესხის დაფარვა და დაკარგა ბინა. ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა ინფარქტი, სისხლში შაქრის დონემ აიწია. ჯერ ერთი ფეხი მოკვეთეს, ცოტა ხანში – მეორე.    
აი, ასე დარჩა ახალგაზრდა  სიცოცხლით სავსე კაცი ფეხების გარეშე, საარსებო წყაროს და მომავლის იმედის გარეშე.  
ძნელაძეების ოჯახს მერიამ საცხოვრებელი გამოიყო თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში, ულიფტო ნახევრად აშენებულ შენობაში. მიხეილის მეუღლე ვერ მუშაობს, რადგან ვერავის უტოვებს მცირეწლოვან შვილებს და სნეულ მეუღლეს.  
მიხეილი მიზერულ სოციალურ დახმარებას იღებს, რომელიც ელემენტარულ პროდიქტებზეც ძლივს ყოფნის. იმისათვის, რომ მას ჭრილობა შეუხორცდეს და პროთეზი გაიკეთოს, აუცილებელია ინტენსიური მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ამისთვის თანხა საიდან მოიტანოს? თუ მიხეილი იმკურნალებს, მაშინ შვილები მშიერნი დარჩებიან…
ჩვენი ფონდის სოცმუშაკები ხშირად აკითხავენ მიხეილ ძნელაძეს, მიაქვთ მისთვის მედიკამენტები და პროდუქტები, ეხმარებიან მას და მის ოჯახს არა მარტო მატერიალურად, არამედ კეთილი სიტყვითაც, რამეთუ გულმოწყალება და თანადგომა ჩვენი ფონდის განუყოფელი ნაწილებია !  
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ მიხეილ ძნელაძის ტრაგედია და გაიღოთ ამ ახალგაზრდა კაცისთვის დახმარება მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებებისა და პროდუქტების სახით.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება :მიხეილ ძნელაძე) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

მსგავსი პროექტები: